ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ივნისი, 2011


ჰე, სინანულო!

  ლამაზ სულში ,
ლამაზი სხეულია...
და არა პირიქით...
-სულიდან იწყება
ზეცისკენ ბილიკი.

ჩვენ ხორცი გვაცვია,
როგორც მატლები.
ჩვენ გვტკივა ფილტვები...
და ასეც ვიქნებით,
სანამ მართლები
სინდისთან წარვსდგებით!

  ***

ჰე, სინანულო!
მოდი, განმბანე
ჩემი ცოდვისგან...
(სიტკბო ნაპარებს)
მე აქედან
წასვლა მომინდა.

უნდა დავთრგუნო
მე სახანე
ჩემი ნდომების,
რომ მზე დავინთო
ჩემი სუნთქვით
უმანკოების...

ჩამოვიბანო
ყველა მატლი
სულზე ნადები...

მინდა ვუსმინო
უდაბნოში
ხმას- მღაღადებლის...
  ***
პ.ს.
ყველა ზამთარი დაზაფრულია,
როდესაც სულში გაზაფხულია...

ლამაზ სულში
ლამაზი სხეულია.

ეს ყველას შეუძლია..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები