ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2011


იმედის კოშკში მკრთალი ნათება



მოწყენის ჩრდილში იების ფერი,

დრო მონატრების ტკბილი და ძნელი.



ფუძეზე კვამლი.მწვერვალთა მიღმა

ღიმილიანი,კრიალა ჭერი.



წყლის ხალიჩაზე დახრილი ლელი,

გულის ჯიბეში სურათი შენი.



იმედის კოშკში მკრთალი ნათება,

მზის ამაღლება,სივრცეთა რინდი.



მოგონებების შუქი და ბინდი,

ხმა ცრემლიანი და ფიქრი მშვიდი.



ლამაზი კვალი სიკვდილის ცელის,

ბაღში გალობა და ღმერთის ხელი.



თავდავიწყების ფრთებს დაცვენილი

ყვავილთა ნამი და ოქროს მტვერი.



მტანჯველი სითბო მონატრებისა,

როგორ დამივიწყე…და როგორ გელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები