ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2011


* * * (არ მჯერა სიზმრის და უკვე, არც ქალების...)

არ მჯერა სიზმრის და უკვე, არც ქალების,
ისინი ვერაფერს გეტყვიან წინასწარ,
მაცდური სურვილით ჭკუიდან გადასულს
დაგტოვებს და თითქოს არასდროს გინახავს.
არადა, გინდა, რომ როდისმე აგიხდეს,
სურვილად დარჩენას პატიობ არაფრით,
ადვილი ყოფილა ირწმუნო სიგიჟეც,
ის ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ცოტა და რაკი -
ვიცით, რომ ამითი ვიმართლებთ თავს ხშირად,
სულერთიც კი ხდება მიზეზი შედეგის,
ათასჯერ დაშვებულ შეცდომის მიზეზებს,
რატომღაც ყოველთვის სულ სხვაში ვეძებდით...
უსისხლო ბრძოლაში ვექიშპე ურჩ გრძნობებს
და მარცხის გზისაკენ თვითონვე წავედი,
სიზმრების ისედაც არასდროს მჯეროდა,
ახლა ვგრძნობ, აღარ მაქვს ნდობა არც ქალების...

ლიკა ოხანაშვილი
21.06.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები