ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 ივნისი, 2011


ცოტა რამ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

გასულ დღეებში უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ||-ეს ვიზიტი საქართველოში.მას საზღვართანვე დახვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია||. ჩემი აზრით, მისი ეს ნაბიჯი იყო ყველაზე კარგად გათვლილი ნაბიჯი, რადგან ამით პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა და მოწიწება გამოხატა სტუმრის მიმართ და თანაც, ორივე ერს დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისი სტუმრობა და მიუხედავად ისტორიულად მრავალი შუღლისა, მტრობისა და დაუნდობლობისა, ურთიერთსიყვარულს და პატივიცემას რომ მაინც ალტერნატივა არა აქვს.
        როგორც ვიცით, მოლაპარაკებები შედგა! დაისახა უამრავი გეგმა და გაჩნდა წინაპირობა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა. რა როგორ იქნება და როგორ შესრულდება, მომავლის საქმეა, მაგრამ ამ თემამ და კათალიკოსის სტუმრობამ მე პირადად კიდევ ერთხელ დამაფიქრა ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე, ბევრი ისტორიული ფაქტიც გამახსენა და კიდევ ერთხელ გამიჩნდა კითხვები საკუთარ თავში, შევძლებთ კი ქართველები და სომხები კეთილმეზობლობას, როცა ისტორიულადაც ზოგადად არასოდეს გვქონია კარგი ურთიერთდამოკიდებულება.მაინც რა გვიშლიდა ხელს კეთილ ურთიერთობებში? რატომ ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს? რატომ არსებობს ყოველ ქართველში აშკარა თუ არა, ქვეცნობიერი სიძულვილი მაინც ამ ერისადმი?  ეს და სხვა ბევრი კითხვაც ამომიტივტივდა გონებაში, ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთან ერთად გადამევლო თვალი ჩვენი შორეული თუ ახლო წარსულისთვის და პასუხები იქ მომეძებნა.
        საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე საუბარი ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე სათუთი თემა, სადაც თითოეული სიტყვაც და საქმეც კარგად ნაფიქრი და გააზრებული უნდა იყოს. ეს ძალიან კარგად მესმის, ამიტომ არ მივცემ ჩემს თავს უფლებას ზედმეტი ვილაპარაკო და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამ ერისა და ხალხისადმი.უბრალოდ, მინდა თქვენთან ერთად მოკლედ გავიხსენო ის ისტორიული ფაქტები და მოვლენები, რაც მომხდარა და არსებულა ჩვენს შორის.
       
        ისტორიას თუ გადავხედავთ, გამოდის რომ ქართულ-სომხური ურთიერთობა 22 საუკუნის წინ დაწყებულა სომეხთა საქართველოში შემოჭრით და დღემდე ეტაპობრივად გრძელდება ეს პროცესი, ხან აშკარა ბრძოლებით (გავიხსენოთ მე-19 ს-ე.). ხან კი, ჩუმად, მალულად, შეფარვით და ცბიერებით. (გადავხედოთ თუნდაც დღევანდელ სიტუაციებს).
        ძველი ბერძენი სწავლულის-სტრაბონის ცნობით, ქრისტეს შობამდე მე-2 საუკუნეში სომეხთა მეფეებს, მათ ჯარს საქართველოსთვის დიდძალი მიწები წაურთმევიათ. იგი ხაზგასმით ამბობს, რომ მანამდე სომხეთი, არმენია თურმე ძალიან პატარა ქვეყანა ყოფილა, მაგრამ ქართველთა მიწების მიტაცებით მათ ტერიტორიები გაუფართოებიათ და ამიერიდან ჩნდება გამოთქმაც "დიდი სომხეთი". თავიდან ის სომხეთის ერთ ნაწილს ერქვა, მაგრამ შემდგომში, როცა სომხებს პრეტენზია გაუჩნდათ მთლიანად კავკასიის დაპყრობაზე და სომხური იმპერიის შექმნაზე, "დიდი სომხეთიც" სწორედ ამ იმპერიული აზრების მატარებელ ტერმინად იქცა. საუკუნეებია უკვე ამ იდეით არიან სომხები შეპყრობილები, საუკუნეებია ისინი იბრძვიან "დიდი სომხეთის"  აღდგენისათვის და ამისთვის საკუთარი ხალხის მიმართ მოტყუებით პოლიტიკასაც აწარმოებენ სხვადასხვა ისტორიული ცნობების გაყალბებითა, თუ სხვათა კულტურული მემკვიდრეობის მითვისებით. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ბრძოლას ქართველთა მიმართ იჩენენ. მათი აზრით, საქართველო როგორც ქვეყანა თურმე არც იარსებებდა რომ არა სომხეთი. ქართული კულტურა ვერ იქნებოდა და ვერც განვითარდებოდა, რომ არა სომხეთი. იდეოლოგიურ მუშაობას ახდენენ თავიანთ ხალხზე ამბიციაშეპყრობილი ფსევდოინტელიგენცია თუ ფსევდოსამღვდელოება. ყოველთვის ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ სომეხი ერის განსაკუთრებულობის წარმოჩენას და რატომ გვიკვირს, როცა სომეხი ხალხიც კითხულობს და სწავლობს მსგავს ისტორიებს, ადვილად იჯერებს ამ სიყალბეს. რასაც ასწავლიან იმას ითვისებენ...
       
        სომხებს კავკასიის მასშტაბით მთავარ მეტოქედ ყოველთვის ქართველები ჰყავდათ მიჩნეული, ამიტომაც ყველანაირი გზითა და მეთოდებით ცდილობდნენ და ცდილობენ დღესაც ქართველების დაკნინებას. მათი მთავარი იდეოლოგია იყო და არის ქართველების არასრულფასოვან ხალხად წარმოჩენა. სწორედ აქედან ჩნდება ის უამრავი სომხური ლეგენდაც, რომელთა მიხედვითაც თურმე ქრისტიანობა საქართველოში სომხებმა გაავრცელეს, ქართული დამწერლობაც თურმე ვიღაც მესროპ-მაშტოცის მიერ არის შექმნილი,რომ ბაგრატიონები და თვით შოთა რუსთაველიც კი სომხური წარმოშობის ყოფილან, უამრავი ეკლესია-მონასტერიც თურმე სომეხთა აშენებულია საქართველოში და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ლეგენდა შექმნილა მათი უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით. არადა, ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი ის არის, რომ მათ ლეგენდებს არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან, ისტორიული ფაქტები თუ დოკუმენტები სულ სხვა რამეს მეტყველებენ. მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომები აქვთ მათი წყაროების უზუსტობაზე შექმნილი არა მარტო ქართველებს, არამედ უცხოელ მეცნიერებსა და  სწავლულებს, მაგრამ მაინც ყოფნით ამ ადამიანებს სინდისი, ზოგადად მსოფლიოს შეაყარონ თვალში ნაცარი და ამტკიცონ თავიანთი :სიმართლის უტყუარობა. დამეთანხმებით ალბათ, არის ამაში რაღაც დასაფიქრებელი! გამოდის, რომ სომეხი - უჩვეულო, უცნაური და სხვათაშორის, საინტერესო ფენომენია...
      არ შემიძლია, რადგანაც მათ თვისებებს შევეხე, არ აღვნიშნო ერთ-ერთი მათი ყველაზე დიდი და დადებითი თვისება - ერთგულება! ერთგულება არა სხვათა, არამედ ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომაც გვევლინებიან მათი დიასპორები უცხოეთში ყოველთვის ძლიერ და წელგამართულ დიასპორებად. არაფერს იშურებენ ისინი ერთმანეთისთვის,ბოლომდე შეუძლიათ ერთმანეთის გატანა,(ებრაელებივით). სწორედაც რომ შესაშური თვისებაა, მით უმეტეს ჩვენნაირი ერისთვის!..
      რამდენადაც ვხედავთ და როგორც ვიცით, სომხები ბევრ რამეზე აცხადებენ პრეტენზიას. მათი მეცნიერები თავიანთ ისტორიულ წყაროდ ყოველთვის სომეხი მწერლებისა თუ ისტორიკოსების ნაშრომებს აღიარებენ და არა სხვათა. მიზეზი გასაგებია რატომაც. მათი მტკიცებით, ერთ-ერთი მათი უდიდესი მწერალი გახლდათ მოსე ხორენელი, რომელიც მე-5 საუკუნის მწერლად ჰყავდათ გამოცხადებული, იგი თავის ნაშრომების წყაროდ ვინმე სირიელ ისტორიკოსს: მარ-აბბას კატინას ასახელებდა, თუმცა 1892 წელს ვენეციაში თვით მხითარისტების მიერ დაბეჭდილ ნაშრომში გაირკვა, რომ მოსე ხორენელი არა მე-5, არამედ მე-8 საუკუნის მწერალი ყოფილა. მხითარისტები - სომხური საეკლესიო ორგანიზაცია,ანუ კონგრეგაციაა, რომელიც 1700.იან წლებში დაარსდა და რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს სომხური ფილოლოგიისა თუ საეკლესიო ფეოდალური ლიტერატურის განვითარებაში.
სხვა ევროპელი მეცნიერების მტკიცებით კი მოსე ხორენელის მიერ დასახელებული ისტორიკოსიც მისი ფანტაზიის ნაყოფი, მის მიერვე გამოგონილი გმირი აღმოჩნდა და არა რეალური პიროვნება და ამის დასამტკიცებლად მათ სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა დასჭირდათ. თუმცა სომეხთათვის ამას მაინც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია და არც აქვს. მათ სწამთ ის, რაც სჯერათ, თუ უნდათ დაიჯერონ და მორჩა!
     
      ძალიან საინტერესოა ცნობილი ევროპელი მეცნიერის, ლენორმანის დამოკიდებულება სომხებისადმი. იგი თავის ნაშრომებში პირდაპირ ამხელს სომეხთა სიყვარულს ცრუ და გამოგონილი ისტორიებისადმი. თავის მეცნიერულ დასკვნებში პირდაპირ მიუთითებს, რომ პირველი მემკვიდრენი მიწისა, რომელსაც დღეს არმენია ჰქვია, ქრისტეშობამდე,ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ბოლომდე ეკუთვნოდათ ქართველურ ტომებს და მხედველობაში ჰყავს თუშ-ფშავ-ხევსურნი, სვანნი და მეგრელ-ლაზები. ამის საფუძველს თუნდაც იქ აღმოჩენილი ლურსმული წარწერები აძლევს, რომელიც მისი მტკიცებით ემსგავსება ქართულ ენას. მისი გამოკვლევა პირდაპირ მიუთითებს, რომ იმ ხალხს რომელსაც ეს წარწერები შეუქმნია, არანაირი ნათესაური კავშირიც არ ჰქონიათ სომხებთან, იგივე ჰაოსიანთან, როგორც მათი შთამომავლობით, ასევე ენით და რომ ჰაოსიანნი არმენიაში ვანის სულ ბოლო წარწერის გამოჭრის შემდეგ შემოვიდნენო.(საუბარია, ვანში აღმოჩენილ უნიკალურ ლურსმნულ წარწერებზე, რომლებიც თითქმის იდენტურია სომხეთში აღმოჩენილი წარწერებისა). ცნობილია, რომ ვანის იმ უნიკალური წარწერების გამომჭრელი ერი- ურარტუელები იმ დროს ასურელებთან და ბაბილონელებთან საუკუნეების განმავლობაში წარმოებული ომით უკვე შესუსტებულები იყვნენ და ამიტომაც მათ ჩრდილოეთისკენ გადაიწიეს, რომელთაც ივერიას, დღეს კი საქართველოს ვუწოდებთო. სხვა ბევრი მეცნიერის გამოკვლევის მოხმობაც შეიძლება ამ საკითხზე, რომლებიც პირდაპირ ეთანხმებიან ამ იდეას და უფრო ზუსტ წყაროებსაც ასახელებენ უწინდელ დროში ქართველურ ტომთა მოსახლეობის შესახებ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე. ამ საკითხზე მთელი რიგი ნაშრომები აქვთ შექმნილი ინგლისელ მეცნიერ რაულონსონს, აგრეთვე მასპეროს, კოლსკის, ანუჩინს და სხვა ცნობილ თუ გამოჩენილ მეცნიერებს და ყველასი დასკვნა მიდის იქამდე, რომ სომეხთა ტერიტორია დასახლებული ყოფილა თანამედროვე ქართველური ტომებით და რომ დრომ, ვითარებამ და ომებმა გამოიწვია მათი ადგილმდებარეობის შეცვლა თავიანთივე, მაგრამ სხვა ტერიტორიებზე გადასახლებით. ხოლო მათ მიერ დატოვებული ტერიტორია ფაქტობრივად დაპყრობილ იქნა ფრიგიიდან მოსულ სომეხთა მიერ. ამდენად, გამოდის რომ ეს ჩვენ უნდა ვაცხადებდეთ პრეტენზიებს მათ ტერიტორიებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენში მსგავსი რამ არ ხდება.
   
      ხოლო მოსე ხორენელის ყველაზე საშინელი და ნაყალბევი ცნობა, თითქოს მესროფს გამოეგონებინოს სომხური, ქართული და ალბანური ენები უტყუარი ცნობებითა და ისტორიული დოკუმენტებით უარყოფილ იქნა არა მარტო ქართველთა, არამედ უცხოელ მეცნიერთა მიერ, მაგრამ სომეხ ერს როგორც აღვნიშნე, ზოგადად არ აინტერესებს ეს ყველაფერი და დღემდე უფრო და უფრო ისწრაფვიან ისტორიათა გაყალბებისკენ და სხვა ხალხის კულტურათა, ტერიტორიათა მიტაცებისკენ.როგორც ვხედავთ, მიმტაცებლობითი თვისება მათში გუშინ და გუშინწინ არ ჩამოყალიბებულა. ეს მათი საუკუნეობრივი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა და თითქოს კოდირებულიც კია მათში. ამიტომაც,რადგან ვიცით მათი ეს თვისება, მგონია რომ კი არ უნდა გვძულდეს ისინი, არამედ ფრთხილად უნდა ვიყოთ მათთან ურთიერთობაში. ხოლო ქართველთა აშკარა თუ ქვეცნობიერი სიძულვილი მეზობელი ერის მიმართ, სწორედ ისტორიულად მათი ჩვენდამი დამოკიდებულების გამო შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქართულ ცნობიერებაში და დღეს, როცა გვესმის, რომ სიძულვილის წილ სიძულვილი, გარდა იმისა რომ არაქრისტიანულია, არამომგებიანიც არის, მგონი მართლა ღირს დაფიქრებად,რაღაც სხვანაირად და დადებითად შეიცვალოს ჩვენში მათდამი დამოკიდებულება. (იმედია შესაძლებელი იქნება ეს და ერთ-ერთ ასეთ წინ გადადგმულ ნაბიჯად სწორედ კათალიკოსის ჩვენთან სტუმრობაც უნდა მივიჩნიოთ).
   
      არ შემიძლია ამ თემაზე საუბრისას კიდევ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი არ გავიხსენო, რაც, თქვენი არ ვიცი და, ჩემს სომხებთან დამოკიდებულებას რადიკალურად ცვლის.
    მოგვეხსენება, რომ 1918 წელს, როცა საქართველომ და სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მათ შორის ურთიერთობა სასტიკად დამძიმდა და გამწვავდა. სომხეთის სათავეში მოექცა ეროვნული ხელისუფლება - დაშნაკცუთიუნის პარტია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას მენშევიკები, მარქსისტ-პლეხანოველები და ინტერნაციონალისტები რომ შეადგენდნენ და მათ ეროვნულობის დიდი არაფერი ეცხოთ,ცნობილი ამბავია. ვიცით, რომ რუსეთმა 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო სომხურს კი შეუნარჩუნა. ამის გამო სკოლებშიც არ ისწავლებოდა ქართული, სამაგიეროდ სომხები კარგად ახერხებდნენ სომხური ენისა თუ ისტორიის სწავლას. დაშნაკებმა შეძლეს სომეხთა ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავიანთი ხალხი აამხედრეს ქართველთა წინააღმდეგ, აქაოდა ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთო. მათ ტერიტორიებად კი საქართველოს თითქმის ნახევარი მოიაზრებოდა თბილისის ჩათვლით.
    სომეხთა დაშნაკური მთავრობის ჯარი ვერაგულად შემოესია საქართველოს და გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლები.(1919წ). ამ დროს, ცნობილი პოეტის, ქართველებზე უზომოდ შეყვარებული ოვანეს თუმანიანის რამოდენიმე შვილი ერევანში ჩარჩა თურმე. დიდმა პოეტმა შეუთვალა მათ. თუ მონაწილეობას მიიღებთ ქართველთა წინააღმდეგ დაწყებულ ომში, როგორც მშობელი დაგწყევლით და შეგაჩვენებთო. მისი ეს სიტყვები იმდროინდელ ტრაგიზმთთან ერთად უდიდეს სიყვარულს და ჭეშმარიტ მეგობრობასაც გამოხატავდა და ნიშნავდა,  რომ ყველა სომეხი ნამდვილად არ იყო ქართველთმოძულე და რომ საღად მოაზროვნენიც ერივნენ მათში. 
    ამდენად. თუკი ერთი ადამიანიც გამოჩნდება ყოველ ეპოქაში კეთილ საქმეთა მკეთებელი თუ კარგის მთქმელი, იქ ადამიანურ ურთიერთობებსაც ყოველთვის ექნება აზრი და მეგობრული გახდება და დათბება ურთიერგანწყობებიც. ამიტომაც, ვისურვებდი, მრავლად ჰყოლოდეს სომხეთს იმ დიდი პოეტივით მოაზროვნენი და ჩვენც შეგვძლებოდეს მრავალ წყენათა დათმენა და დავიწყება, მომავალ კეთილ ურთიერთობათა ჩამოსაყალიბებლად!                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები