ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2011


მზე პოეტია

დამთავრდა ღამე, ნაწვალები სველი ბალიშით,
აითრევს  წელს და  ქუჩა  ისევ ლასლასით წავა,
დღეს არ ავდგები ლოგინიდან,  გული არ მიშვებს,
უსურვილობა შეეყარა და გახდა ავად!

ფარდა ბოლომდე დაშვებული, მძიმე და დიდი,
ვფიქრობ რომ ერთი სიკეთე აქვს, -ფერია ლურჯი,
მე აქეთ დავრჩი, როგორც ვატყობ,-სამყარო იქით,
ჩემ გარშემო კი ყველაფერი ყრუა და მუნჯი!

ვწევარ გულაღმა,გულნატკენი, თითქმის დაცლილი,
უფრო ზუსტად კი, რომგორც იტყვიან, ვარ გარდაცვლილი.

ვხედავ ფარდაში:...- ხე ატოკებს საკუთარ სივრცეს,
ქარიც მზრუნველი, უნანავებს,კენწეროს ურწევს,
მზე  როგორ ცდილობს, სილურჯიდან სიყვითლედ იქცეს
და მერე ლიცლიცს ტოტებს შუა, თუ როგორ იწყებს...

თენდება ასე, ჯადოსნური ფერების ხატვით,
ნელ-ნელა ქრება წუხანდელი, კვალიც კი დარდის.

ვიღებ კალამს და აი, უკვე ჩნდება წარწერა;
მზე პოეტია!...(თან მითბება მხარე მარცხენა.)
-აქვე, ჩემს თვალწინ,არც აცია და არც აცხელა,
მწვანე ფოთლებზე, ოქროს კალმით ლექსი დაწერა.

გამითბო მარცხნივ მზემ...- გითხარით, მარტო კი არა,
სიცოცხლე გულში ხის ტოტებად ამიშრიალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები