ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2008


სიმღერა (?)

ვგრძნობ, რომ
მიწყლულდება სიტყვები,
შხამით - ვერშეჩვეულ
სიკენტის,
ისევ - ვერ მოვასწრე აღება
შენამდე მომსვლელი ბილეთის.
საკუთარ ტყავიდან გაქცევის
ალბათ მეათასე მცდელობა...
და რომ დავასრულებ ოცნების
დროისგან შეკვეთილ მკვლელობას,
მოვქექავ არასდროს არ ნაყიდ
სიგარეტს, ჯიბეში ლაბადის.
ვინანებ ფილტვების სისაღეს-
ფუჭი ეგოიზმის დაღს, დასმულს.
ვიზიზღებ ამ უუნარობას-
წავიდე, სიცოცხლის ვაგზლიდან...
რეჩეტატივი...  და ვაგრძელებ
ამ მწარე სიმღერას თავიდან:
ვგრძნობ, რომ
მიწყლულდება სიტყვები,
შხამით - ვერშეჩვეულ სიკენტის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები