ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2011


ბოლო ლექსი

პირველად  ერთი მოკვდება ჩვენგან,
მერე მეორე,
მერე მესამე...
ბოლო რომ ვიყო მე ვერ ვივარგებ,
ვერც ჭირისუფლად,
ვერც მესაფლავედ…
კანონმორჩილი ვიყავი ადრე,
ახლა პირიქით,
არა მაქვს შიში.
მე შემიძლია შევცვალო კადრი,
მარტო დავრჩე და მარტივად ვუშვებ,
რომ სხვა ვარ უკვე და ვფიქრობ ბევრზე -
რა უნდა ბედის დაცინვას ბედზე?
ფეხმძიმე ქალის გაწევას გვერდზე,
ბავშვის დაჩაგვრას,
მოხუცის ანდაც,
რომლებიც რიგში მორჩილად დგანან,
რომ  მივაღწიო სასურველ შედეგს
და დავიკავო  ადგილი,
მაგრამ
არა მეორე, ან ასე შემდეგ...
გაიხსენებენ ამ ნაწერს ვიცი,
ზოგი ქილიკით,
ზოგიც ზერელედ...
დააბრალებენ ვინ წინათგრძნობას,
ვინ კაცთა მოდგმის ჩვეულ სისუსტეს -
გაქცევას სადღაც,
იქ, სადაც ყველა მივდივართ მაინც.
გაფრენას მაღლა,
იქ, სადაც ყველა მივფრინავთ ისეც,
მაგრამ ეგ სხვაა, ეგ არ მაღელვებს!
აღსავლის კართან ვიქურდებ ურცხვად
და მოვიპარავ წუთს რამდენიმეს,
რომ შევაჩერო ეს რიგი კიდევ,
ვიტყოდე ვიდრე
ასჯერ, ათასჯერ -
ღმერთო შემინდე!
ღმერთო შემინდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები