ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2011


ბოშურ (მო)ტივზე

ეხ, განშორების „ბოშური ჟინი“ –
შევხვდიო ფიქრობ და წამის შემდეგ
კვლავ სიმარტოვე ჩაგკიდებს ხელს და
გაიძულებს
რომ ჩაუფიქრდე,
თან მერამდენედ
გყავს მხოლოდ ღამე – მესაიდუმლე
და იგივეს გრძნობ,
რასაც გრძნობდი აქამდე დიდ ხანს,
თუნდ აწმყო ფლანგო უმისამართოდ, 
ფურცელ-ფურცელ გადაშალო გადასაკითხად
ცხოვრება,
მაინც
იდუმალი დაგრჩება ვნება -
გამოუცნობის.
როგორ მოხდა, რომ გასაკვირად
(სხვისთვის და სხვაგან მარტივია ღალატი ბევრგან)
შეგრძნება გრჩება გა(მე)ორების,
ყველგან კი,
მაგრამ,
სარკესთან – ვერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები