ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2011


ვდგავარ(არაფერი მეტი და კიდე,)..

მტკვარს თითქოს მალებს აძრობენ და ქვიშას აყრიან,
ცაა ისეთი, თითქოს წვიმას ღამეს უთევდე,
უყურებ ღამეს არ შემდგარს და დამთვრალს არყიან
ქართან ერთად, და გაზაფხულის ბებერ თუთებს დე

ისევ აჭკნებათ, ფოთლები და ტოტები ხმელი
არადა თითქოს ახალგაზრდა ხესა და ყვავილს
ფესვი აქვთ მყარი, მზეც ისე წვავს ვით ბასრი ხმალი
მოკვეთის თავს , და იალაღზე გვირილა ყვავის.

ისეთი მხოლოდ  ჩვენში როა სხვაგან არსაით,
უბრალოდ ისევ დაემთხვა და ეს დღეც გახუნდა
მიეწყო წამი წინა წამს და სივრცის დასავით,
იშვა ახალი სივრცე, ძალა, მორიგ ხახუნთა.

წვიმა, კვლავ წვიმა არაფერი მეტი და კიდე,
ჩემი ცრემლების ნაპრალებით შემქნილი ექო
ნახატი, რომლის დასახატად დროც კი დავკიდე
კედელზე, როგორც საათი და მაინც არ მეყო.

ახლა ფერადი ფუნჯით ვღებავ, აკვარელს ვეძებ
წვიმა არ მოდის თევა ღამის დარჩა მორიგედ,
როგორც ზღვა თავის არსებით და დიდი თევზები
მორიგ დილისთვის, მე კი ვცდილობ თავთან მოვრიგდე,

რომ მხოლოდ, მხოლოდ მას ეკუთვნის ვინც ხელს მოკიდებს
ობოლ ბავშვივით, და ბრმასავით ქუჩის შუაში
ცა თითქოს ღრუბლის არშიებმა ძალით "მოქისტეს"
მე გამითავდა ყველაფერი ფუნჯი, გუაში..

და ვდგავარ ახლა არ გასაშვებ ხბოსავით კარში
და ველოდები პატროს, როგორც დროს და ვლოცულობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები