ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ, მეველე ვიყავი სოფელში და დილის ექვსს აკლდა წუთები, ვანთებდი კერიას, მზის პირველ კბილამდე -ყანაში! სადილი მოქონდა ბებიას-ქოთანში ლობიო, კედლებზე ცვრებისგან მტირალი მათარა. "-ნაწვიამარია და მიწას ობი აქვს, ცივია, ბებია, არ დაჯდე მაქანა, შენ გაზდას". მეტყოდა ასე და მეც ჯიბრით ვეხუტებოდი ცივ ბელტებს,არიქა. ვბიჭობდი, მიწაზე ვიწექი ბეჭებით, ჩემი ჭკუაში ჩაჯდომა არ იქნა... მერე,როდესაც დავტოვე სოფელი, ყოფილი მეველე ქალაქის უსიერ ქუჩებში შეცვლილი სახით და პროფილით, თეთრი პერანგი და ლამის მუსიე, თამბაქოს ვარჩევდი ოდნავ რბილს,მენთოლით, ვკარგავდი რითმასაც,რაც უყვართ თბილისში, დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით, როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.
ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. ამ ლექსს სუნი ასდის...ფერადი და უდარდელი ცხოვრების სუნი... ამ ლექსს სუნი ასდის...ფერადი და უდარდელი ცხოვრების სუნი...
45. გაასწორა უზმოზე! გაასწორა უზმოზე!
44. ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ. პლიუსები ჩემგან ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ. პლიუსები ჩემგან
43. ვახ, დაგლიჯა რა!
მოაქვს ემოცია ლექსს ვახ, დაგლიჯა რა!
მოაქვს ემოცია ლექსს
42. კარგი ლექსია კარგი ლექსია
40. ყოფილი მეველე, ახლა კი გერი...გარგრძელება იქნება? ყოფილი მეველე, ახლა კი გერი...გარგრძელება იქნება?
38. საღალ ძმაო! +10 საღალ ძმაო! +10
37. ძალიან ძალიან ! :) ძალიან ძალიან ! :)
35. რაფერ აქითური ქარივით შემოუბერა აქითურმავე კილომ. მომწონს, ძაან მომწონს.
დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით, როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.
+5 რაფერ აქითური ქარივით შემოუბერა აქითურმავე კილომ. მომწონს, ძაან მომწონს.
დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით, როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.
+5
33. გიო, ძალიან მომეწონა, ძალიან! +++++ გიო, ძალიან მომეწონა, ძალიან! +++++
32. გილოცავ, ძალიან ნიჭიერო ავტორო, ღმერთმა მრავალ დაბადების დღეს მოგასწროს და კალამი გიკურთხოს! გილოცავ, ძალიან ნიჭიერო ავტორო, ღმერთმა მრავალ დაბადების დღეს მოგასწროს და კალამი გიკურთხოს!
31. გიო, მოგიკითხე, მოგილოცე...... დიდი სიყვარულით.....:)
გულს რომ ადგილიდან მისძრავ-მოსძრავს........სწორედ იმგვარი ლექსია...... ,,მზის პირველ კბილამდე -ყანაში! სადილი მოქონდა ბებიას-ქოთანში ლობიო, კედლებზე ცვრებისგან მტირალი მათარა.''................:) გიო, მოგიკითხე, მოგილოცე...... დიდი სიყვარულით.....:)
გულს რომ ადგილიდან მისძრავ-მოსძრავს........სწორედ იმგვარი ლექსია...... ,,მზის პირველ კბილამდე -ყანაში! სადილი მოქონდა ბებიას-ქოთანში ლობიო, კედლებზე ცვრებისგან მტირალი მათარა.``................:)
30. საიტის წევრო ნიკით: გიო ზედვაკელო და ქალაქის ზერელე ცხოვრების გერო - გილოცავ დაბადების დღეს! საიტის წევრო ნიკით: გიო ზედვაკელო და ქალაქის ზერელე ცხოვრების გერო - გილოცავ დაბადების დღეს!
29. გერიც ხარ და რაინდიც... :)
ეგ ერთი ფაქტია, ნაღად, რომ შენ შენი ხელწერა გაქვს და დღეს, ათასიდან ათასი რომ წერს კლონს, ეს დიდი წყალობაა...
სხვაა, ვისთვის როგორ წერ... აი, ჩემვის კი სუფთა წყალი ხარ შენ, გაუფილტრავი, მაგრამ მაინც სუფთა... აი, სოფელბში როა, მიწიდან რომ ამოდის და თუ შიგნით ბაყაყია, ესეიგი წყალი სუფთაა... ეგაა შენი პოეზია, თავისთავადი... გერიც ხარ და რაინდიც... :)
ეგ ერთი ფაქტია, ნაღად, რომ შენ შენი ხელწერა გაქვს და დღეს, ათასიდან ათასი რომ წერს კლონს, ეს დიდი წყალობაა...
სხვაა, ვისთვის როგორ წერ... აი, ჩემვის კი სუფთა წყალი ხარ შენ, გაუფილტრავი, მაგრამ მაინც სუფთა... აი, სოფელბში როა, მიწიდან რომ ამოდის და თუ შიგნით ბაყაყია, ესეიგი წყალი სუფთაა... ეგაა შენი პოეზია, თავისთავადი...
28. კარგი რამეა ეგ ზედვაკელო... საერთოდ მომწონს შენი მქუხარე პოეზიაა... შენ დარჩები ისტორიაში... :* კარგი რამეა ეგ ზედვაკელო... საერთოდ მომწონს შენი მქუხარე პოეზიაა... შენ დარჩები ისტორიაში... :*
26. უი, პაოლო მთლიანად მოუტანიათ...ახლა ჩავხედე კომენტარებს. უი, პაოლო მთლიანად მოუტანიათ...ახლა ჩავხედე კომენტარებს.
25. ძალიან კარგი ლექსია – ალალი, გულიდან ამოსული, სათქმელიანი!.. (პაოლო გამახსენა...) ძალიან კარგი ლექსია – ალალი, გულიდან ამოსული, სათქმელიანი!.. (პაოლო გამახსენა...)
24. მაგარი ლექსია მაგარი ლექსია
22. გიო ეს ლექსი შენს თვალებში წამიკითხავს ხოლმე :) ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარ და ყველაფერში აისახება. კარგი პოეტი ხარ კიდევ. გიო ეს ლექსი შენს თვალებში წამიკითხავს ხოლმე :) ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარ და ყველაფერში აისახება. კარგი პოეტი ხარ კიდევ.
20. მიყვარს მე ეს გერი! :) :-*
იცი როგორ ვკითხულობდი ეხლა ამ ლექსს გიოო? :))) აი, როგორც შენ :) მთელი სახით გაღიმებულიიი!!! :-* მიყვარს მე ეს გერი! :) :-*
იცი როგორ ვკითხულობდი ეხლა ამ ლექსს გიოო? :))) აი, როგორც შენ :) მთელი სახით გაღიმებულიიი!!! :-*
19. ..
მე არ მახსოვს შენი უხასიათო და უემოციო ნაწერი, ჩემო ძმაო. შენი ხმა გაქვს და შენი სათქმელი.
სექტემბერში გვექნება ჩვენი წიგნი.
ყველა სიკეთე. ..
მე არ მახსოვს შენი უხასიათო და უემოციო ნაწერი, ჩემო ძმაო. შენი ხმა გაქვს და შენი სათქმელი.
სექტემბერში გვექნება ჩვენი წიგნი.
ყველა სიკეთე.
17. ადამიანი,რომელიც"რაც არის ეგ არის" უმაგრესი ლექსია ეს. დრო იტყვის დანარჩენს! ადამიანი,რომელიც"რაც არის ეგ არის" უმაგრესი ლექსია ეს. დრო იტყვის დანარჩენს!
16. ბებია, არ დაჯდე მაქანა
აი ჩესნად ვიტყვი არვიცი რატომ და ამ სიტყვებზე ისეთი ასოციაციები წამოიღო, ბებოსი, სოფლის და ა.შ, რომ მოწონებას და მოკითხვას დავტოვებ მე აქ :) ბებია, არ დაჯდე მაქანა
აი ჩესნად ვიტყვი არვიცი რატომ და ამ სიტყვებზე ისეთი ასოციაციები წამოიღო, ბებოსი, სოფლის და ა.შ, რომ მოწონებას და მოკითხვას დავტოვებ მე აქ :)
14. 55555555ძალიან მომწონს , მიყვარს შენი პოეზია:) 55555555ძალიან მომწონს , მიყვარს შენი პოეზია:)
13. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
12. ფესვი რა შუაშია, უბრალოდ მომინდა რო აქ მომეტანა.. მხოლოდ განწყობით გავს, მეტი ბევრი არაფრით.. :)
პატ. დიმიტრი ბახუტაშვილი. ფესვი რა შუაშია, უბრალოდ მომინდა რო აქ მომეტანა.. მხოლოდ განწყობით გავს, მეტი ბევრი არაფრით.. :)
პატ. დიმიტრი ბახუტაშვილი.
11. გიორგი თარხან-მოურავი. 2011-07-07 22:02:02
-------------------------------------------------------------------------------- გიო,არ მინდა ეს ლექსიი იაშვილის ლექსთან გააიგივონ,მე მაინც ეგრე დავწერდი მაგ ლექსს,და კიდევ დამიწერია მაგ შინაარსის ბევრი(განცდისაც),რომელიც მარტო ჩემია.არც პაოლოსი,არც მურმანიკას ფესვია... გიორგი თარხან-მოურავი. 2011-07-07 22:02:02
-------------------------------------------------------------------------------- გიო,არ მინდა ეს ლექსიი იაშვილის ლექსთან გააიგივონ,მე მაინც ეგრე დავწერდი მაგ ლექსს,და კიდევ დამიწერია მაგ შინაარსის ბევრი(განცდისაც),რომელიც მარტო ჩემია.არც პაოლოსი,არც მურმანიკას ფესვია...
10. იშვიათი გულწრფელობაა, ბუნებრივობა. სხვანაირი ხიბლი.
იშვიათი გულწრფელობაა, ბუნებრივობა. სხვანაირი ხიბლი.
9. ძლიერი რამეა ეს.. და საერთოდ შენი ლექსები მელოდიურობით გამოირჩევიან, შემიძლია ეს ხელწერა ვიცნო.. ძლიერი რამეა ეს.. და საერთოდ შენი ლექსები მელოდიურობით გამოირჩევიან, შემიძლია ეს ხელწერა ვიცნო..
8. გიო ძამი... მაგრად მესმის შენი.. მაგარ ლექსს დაგიტოვ.. განწყობაზე მოიტანა.. არ მიწყინო..
დავტოვე სოფელი - მყუდრო სამყოფელი ქვიტკირის მარნები და კატის კნუტები, სიმინდის ყანა! ჰა! კინტოს პროფილი, საეჭვო ტარნები, და დავიკუნტები ქალაქიც ქუჩებში მე - სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი! ბზის განიავება, კალო და კევრი, და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი, როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ! მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ, იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი, როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი, როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ, სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი, და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი, ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე შენ წმინდა ხახული! წადი ფეხშიშველი, ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე, ღმერთო! აპატიე, - მე თუ ვერ მიშველი - დედა, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი, მისთვის, რომ ჩემს გულში დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი. გიო ძამი... მაგრად მესმის შენი.. მაგარ ლექსს დაგიტოვ.. განწყობაზე მოიტანა.. არ მიწყინო..
დავტოვე სოფელი - მყუდრო სამყოფელი ქვიტკირის მარნები და კატის კნუტები, სიმინდის ყანა! ჰა! კინტოს პროფილი, საეჭვო ტარნები, და დავიკუნტები ქალაქიც ქუჩებში მე - სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი! ბზის განიავება, კალო და კევრი, და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი, როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ! მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ, იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი, როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი, როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ, სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი, და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი, ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე შენ წმინდა ხახული! წადი ფეხშიშველი, ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე, ღმერთო! აპატიე, - მე თუ ვერ მიშველი - დედა, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი, მისთვის, რომ ჩემს გულში დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
6. ეჰ,ვერ იხურავ აქაურ ქუდს... მესმის რაც დევს ამ ლექსში:( ეჰ,ვერ იხურავ აქაურ ქუდს... მესმის რაც დევს ამ ლექსში:(
5. თამბაქოს ვარჩევდი ოდნავ რბილს,მენთოლით, ვკარგავდი რითმასაც,რაც უყვართ თბილისში, დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით, როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.
ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ.
კარგია თამბაქოს ვარჩევდი ოდნავ რბილს,მენთოლით, ვკარგავდი რითმასაც,რაც უყვართ თბილისში, დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით, როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.
ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ.
კარგია
4. შენ ვერსად ვერ იქნები გერიიი...აქაც ღვიძლი შვილი ხარ...:-* ლამის მუსიო...:) 55555555 შენ ვერსად ვერ იქნები გერიიი...აქაც ღვიძლი შვილი ხარ...:-* ლამის მუსიო...:) 55555555
3. ეს შევეცადე ''ბოროტად'' მეხუმრა...
ისე იშვიათად კომენტარი დავტოვო სადმე (ბოლო დროს)
მომეწონა , ხშირად გკითხულობ... ეს შევეცადე ``ბოროტად`` მეხუმრა...
ისე იშვიათად კომენტარი დავტოვო სადმე (ბოლო დროს)
მომეწონა , ხშირად გკითხულობ...
2. ხურსი :)
მთელი ლექსი მე ვიწვალე და მაინცდამაინც ბებიაჩემის სიტყვები დააკოპირეე... ხურსი :)
მთელი ლექსი მე ვიწვალე და მაინცდამაინც ბებიაჩემის სიტყვები დააკოპირეე...
1. "-ნაწვიამარია და მიწას ობი აქვს, ცივია, ბებია, არ დაჯდე მაქანა, შენ გაზდას". "-ნაწვიამარია და მიწას ობი აქვს, ცივია, ბებია, არ დაჯდე მაქანა, შენ გაზდას".
|
|
მონაცემები არ არის |
|
|