ნაწარმოებები



ავტორი: ბ ა რ ნ ი
ჟანრი: იუმორისტული
10 ივლისი, 2011


ბარსელონას ფეხბურთელების დიალოგი facebook– ზე.

მოგეხსენებათ არსებობს ქართული სპორტული საიტი halamadrid.ge. საიტის სახელიდან გამომდინარე მიხვდებით, თუ რომელი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები იქნებიან საიტის აქტიური მომხმარებლები, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ რეალის გულშემატკივრები არა, გასაკვირად და თავის ჩამოსახჩობად, ბარსელონას ფეხბურთელებმაც მოიკიდეს ფეხი ზემოდხსნებულ საიტზე. როგორ მოხდა ყველაფერი წაიკითხეთ ბარნის მიერ მოპოვებული მასალა.



ვიქტორ ვალდესი:

სხვა დროს კიდევ მოითავებთ სიგარეტის მოწევას,
ერთი კაი ამბავი მაქვს, მომისმინეთ ასე რომ,
ჰალამადრიდ.ჯე ზე ვზივარ მთელი დღე და მოსწრება,
სხვა საიტი ინტერნეტში ჩემთვის აღარ არსებობს.

____
კარლეს პუიოლი:

ეს რას ნიშნავს ჩემო ვიქტორ, რას ისმენენ ყურები...
როგორ ბედავ, ბარსელონას დიდ სახელის შელახვას.
ახლა გუნდის კარიდან დინჯად რომ იყურები,
სხვა დროს ვეღარ მოვახერხებთ, ამ სტატუსით შენ ნახვას.


პიკე:

ისე რაღა დაგიმალო, რა ვქნა ჩემო პუიოლ,
მეც რომ ძლიერ გამიტაცა დახვეწილმა საიტმა.
ახლა მესმის თუ როგორ გვაფურთხებენ „ხფთუიო“,
და მიმიწევს რეალისკენ მაინც ჩემი ცალი ფრთა.

____


ხავი:

იცით, ასე მგონია, რომ ვუყურებ დიდ კინოს,
მაგრად მეეჭვება, რომ ჰქონდეს კარგი ფინალი,
ისე არ მეჯერება, მინდა ვინმემ მიპწკინოს,
ნაზი ხელის და მკლავის მესაკუთრე ვინ არი.

____


მესი:

ხავი რას გვიბრაზდები, გარეთ კარგი დღე არი.
ცოტა გავისეირნოთ, მზის სხივების ჯოგია,
უკვე კარგა ხანია, შეგვიყვარდა რეალი,
ცოდვა კარგად ვიცით, რომ გამხელილი ჯობია.



გუარდიოლა: (მწვრთნელი)

წავიკითხე ყველაფერი, რაღა გამაბითურებს,
ვინანე, რომ თქვენზე მქონდა გრძნობა ამაღლებული.
მაინც როგორ გამოგრჩათ, ვითომ განათლებულებს,
რომ სხვებივით მეც ჯგუფში გყავდით დამატებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები