ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია 15 ივლისი, 2011
ლექსად (ყვირილი)
როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ, გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში, და სიკვდილამდე მომავალსაც უნახავ მანძილს, ისევ სამშობლოს დაისიზმრებ ქაოსურ ძილში.
და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო, და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის, არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს, ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი,
რეკლამა ქუჩის, ფასადების, ლამპიონების, გაშარჟებული სტრიქონები ნაგვის ურნებზე, ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები, უპირველესად საკუთარი ამაოების
უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტი გასცდა ყოველგვარ უკიდურეს უკეთურებას, დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის, უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს, როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა, გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე, თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს..
"როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ, გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში, და სიკვდილამდე მომავალსაც უნახავ მანძილს, ისევ სამშობლოს დაისიზმრებ ქაოსურ ძილში."
ეს ძალიან და გამორჩეულად მომეწონა. მოგიკითხეთ თეა გულით.

"...გაშარჟებული სტრიქონები ნაგვის ურნებზე, ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები, უპირველესად საკუთარი ამაოების
უზომო განცდა..." მტკივნეული განცდაა მართლაც!... და იმედიც: "თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.."
"...გაშარჟებული სტრიქონები ნაგვის ურნებზე, ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები, უპირველესად საკუთარი ამაოების
უზომო განცდა..." მტკივნეული განცდაა მართლაც!... და იმედიც: "თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.."
უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტი გასცდა ყოველგვარ უკიდურეს უკეთურებას, დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის, უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში...
როგორ მესმის და როგორ მინდა უფრო უკეთესი განწყობა გქონდეს :-*
უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტი გასცდა ყოველგვარ უკიდურეს უკეთურებას, დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის, უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში...
როგორ მესმის და როგორ მინდა უფრო უკეთესი განწყობა გქონდეს :-*
ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა, გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე, თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს..
5

მშვენიერია ... ამ მელოდიის ფონზეც კარგად იკითხება, მაგრამ ... აფსუუს გიოს წაკითხული რა კარგი იქნებოდა :)
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს, როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
მშვენიერია ... ამ მელოდიის ფონზეც კარგად იკითხება, მაგრამ ... აფსუუს გიოს წაკითხული რა კარგი იქნებოდა :)
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს, როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა, გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე, თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს..
ძალიან მაგარი ფინალია!