 | ავტორი: იველინა ჟანრი: პროზა 15 ივლისი, 2011 |
სანამ კითხვას დაიწყებდეთ. ეს ნაწარმოები მქონდა გამოქვეყნებული მეორე ლიტერატურულ პორტალზე და სხვა მოთხრობის გამო ყველაფერი წავშალე იქედან, მათ შორის ესეც და ასევე გამოქვეყნებულია ireporter-ის ლიტერატურულ განყოფილებაში. ანუ თუ გეცნოთ კითხვისას ან სათაური, იმიტომ დავწერე
---------------------------------------------- ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის... ტუკ ტუკ ტუკ ტუკ... ერთი ორი სამი ოთხი ხუთი... გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება... ღამდება, მერე ისევ თენდება და ღამდება. გინდა დაიჭირო, გინდა შეცვალო ყოველი ის წამები საათები, რომ იპარავენ. გინდა დაბრუნდეს ბავშვობიდან მიმო, შენი საყვარელი მიმოზა, რომელიც არც ბებო იყო, არც დეიდა, არც ნათესავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენი ცხოვრებიდან. ახლა ყვითელი მიმოზების ცქერა გახსენებს მიმოს, ყველაზე თბილს, ყველაზე ღიმილიანს... ჩემი ძველი ეზოც, ის პატარა პადვალი სახლიც სადაც მიმო ცხოვრობდა... ხალხს ლამაზი ისტორიების მოსმენა უყვარს, ლამაზი ხალხით... ჩემი მიმო არც ლამაზი იქნებოდა თქვენთვის და არც ჩემდამი მისი მოგონებაა ლამაზი ისტორია... ამ მოგონებას სევდა ათბობს... და მიმო ყველაზე, ყველაზე ლამაზია ჩემთვის... მიმოს ნათესავები ყავდა მოსკოვში, ლენა ბებოსთან ბებიაჩემთან ამოსვლა სულ ანუ ყოველ დღე ყავაზე რცხვენოდა და... არც ტელეფონი ქონდა მიმოს მაშინ... -მიმოზა, მიმოზა მოსკოვია დაუძახებდა თურმე ჩემი ნამდვილი ლენა ბებია ფანჯრიდან(დედაჩემის დედა), რომ ამოეტყუებინათ ერთ-ერთი ხერხი იყო.
და ამორბოდა მიმოზა, ეცემოდა ტელეფონს “ალიო ალიო” და ტელეფონი ნანატრი ხმების მაგივრად ყველასთვის ნაცნობი ხერხით დუმდა... ტუ ტუ ტუ... ახლა კი ხვდებოდა მიმო, რა მწარედ მოატყუეს ტკბილი და ცხელი ფინჯანი ყავისთვის... და ხვდებოდა იქვე შეკრებილი საზოგადოება-სამეზობლო, როგორც იციან ხოლმე ბათუმში ახლაც “კოფეს” დასალევად ყოველ დილით... მერე ბებო გარდაიცვალა, ისე რომ მე ბებო არც მახსოვს და რომ არა მიმო ალბათ ვერასოდეს ვიგრძნობდი ამდენ სითბოს. მიმოსთან დავრჩენილვარ კიდეც ღამე, ერთხელ მისი დიდი ლოგინის ქვეშ პატარა სათამაშო გადამივარდა და ვერ ვიპოვეთ და წლების მერე ბათუმში რომ ჩავედი, მიმომ დამახვედრა, უპოვია შემთხვევით... ისე გამიხარდა თითქოს იმ დიდ საათს, რომელიც ახლაც დამწკაპუნებს თავზე, ერთი ისარი მოვატეხე და შევაფერხე.... მიმო იყო ის ადამიანი, რომელსაც მე ყველაფერს ვუზიარებდი, ჩემი საიდუმლოებები იცოდა... პატარა ბავშვური სიყავრულით, რომ ვიყავი ანთებული ისიც... მაშინ თითქოს ვგრძნობდი, რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი... არვიცი რატომ და როგორ იცვლებიან ადამიანები ესე... მახსოვს ერთხელ “მორვაგზალთან” საღამო ხანს გავისერინეთ მე და მიმომ და ვტიროდი... ჩემს ოჯახში რიგით კიდევ ერთი ჩხუბი მოხდა... მიმომ დამამშვიდა, მითანაგრძნო... ვგრძნობდი, რომ რაც მეტ დროს მპარავდა საათი რაღაცა იცვლებოდა, ჩემს ოჯახში იცვლებოდა და ჩემი სულიც იწნიხებოდა, რომ შეცვლილიყო, მე კი მედგრად ვუწევდი წინააღმდეგობას... ეს წამები ადამიანებს ძალიან ცვლიან... ადამიანები უცხოვდებიან, ბოროტდებიან, ჩხუბობენ და ცხოვრებისეულ წვირლმანებში კარგავენ რაღაც ფასეულს. თავიდან რაღაც ძალიან კარგი ჩადეს ჩემში და მერე თითქოს ამის ამოგლეჯას ცდილობდნენ სულიდან. უცნაურია, რომ ერთი სახლის კედლები ამდენს იტევს... იმ დროს, როცა მიუხედავად დიდი სიდუხჭირისა და იმ საშინელი დროისა, რომელიც მაშინ საქართველოში იდგა სახლში სითბო იყო, ტკბილი ყავა და მუსააფი და რაც მთავარია მხოლოდ ფიზიკური კი არა ულევი სითბო გულებში... და ამ დროსაც იტევს... იცით ჩემს ძველ სახლში კედლებს ყური, რომ მიადოთ იმ დღევანდელ ჭიქების წკარუნს, კოვზის რახარუხს ჭიქაში, ხმამაღალ საუბარს და კისკისსაც გაიგონებთ მიმოს და ლენა ბებოს ხმასაც... უახლოესი დროის ხმის მოსმენა თუ მოგინდებათ კედელზე მიდებული ყური გულს გაგიცივებთ, რაღაც შეიცვალა... მე თბილისში გადავედი, მაგრამ ზაფხულობით მაინც ჩამოვდიოდი და სიყვარული არ გამნელებია მიმოსდამი... მერე ბიძაჩემმა თავისი მეორე ნახევარი იპოვა და აი ამ დროს კი ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი კედლის მეზობლები არასოდეს გამოირჩეოდნენ ჩვენთან მეგობრობით, მერე სიტუაცია შეიცვალა... იმათ კარგი სამსახური ჰქონდათ და ახლაც აქვთ, სამაგალითო თუ თითით საჩვენებელი ოჯახი და ვინ იყო ამ დროს მიმო?! მიმოს სიდუხჭირის გამო იქვე პატარა მაგიდა გაჰქონა, “სემიჩკებს”, სიგარეტებს, “კევებს” და მობილურის ბარათებს ყიდდა სიცივეში, სითბოში სიცხეში, წვიმაში, თოვლში, ქარში, სიბნელეში... მას უკვე აღარ ეძახოდნენ ჩვენთან ყავაზე, მე ჩავდიოდი ხოლმე, ზაფხულობით როცა ბათუმში ვიყავი და ბევრს ვსაუბრობდით... აწყენინეს კიდეც მიმოს... მაგრამ ჩემი ოჯახისთვის მიმო ვინ იყო?! არც არავინ მგონი... სისხლით დანათესავებული დავიცავით და მიმოს აღარავინ ეპატიჟებოდა ჩვენთან... ავად იყო, იმიტომაც არ ყავდა საკუთარი შვილი და არ ეშვებოდა ეს ავადმყოფობა მთელი ცხოვრების მანძილზე და მაგ ავადმყოფობამ გაიყოლა კიდეც ჩემი მიმო... მაგრამ ყველაზე თბილის და ყველაზე ღიმილიანის გულში სად ქონდა გაბრაზებას, ბოღმას, დარდს ან შურს ადგილი, ოჯახის ახალ შემატებული წევრებისთვისაც კი არ მოუკლია ის მზურნველობა, რაც მას შეეძლო. ავადმყოფი და ტკივილებით დატანჯული, ისე რომ არავისთვის უთქვამს, რომ ფიზიკურად ტკიოდა ყველა დღე “კალიასკის” ატანა ჩამოტანაში ეხმარებოდა, ბავშვს ეთამაშებოდა, ეზოში თვალყურს ადევნებდა, მასაც კი გაყავდა, მაგრამ ის “კოფეზე” დასაპატიჟებელთა სიაში მაინც არ ეწერებოდა. “კოფეზე” ახლა სხვა ხალხი იკრიბება და სიცილ-კისკისის მაგივრად უფრო ლანძღვა გინებას გაიგონებთ სხვა მეზობლებისას... ახლა ელიტრული დახვეწილი ყავის ფინჯნების რაკარუკი ისმის და არა ძველი ზოგი ყურმოტეხილი ფინჯნისა... გარეთ ციოდა თუ ცხელოდა, წვიმდა თუ მზე ანათებდა გარეთ იყო მიმო და რაღაცეებს ყიდდა... მე ახლაც მტანჯავს ეს კითხვა და ეს არამარტო ჩემს სისხლით ნათესაობით განმტკიცებულ წრეში ხდება, არამედ თქვენთანაც მკითხველო... ან თქვენ ექცევით ეგრე ან თქვენ გექცევიან... სულ მიკვირდა, როცა ვიღაცა გავლენიან და ცნობილ ოჯახთან სტუმრად წასასვლელად გამომპრანჭავდა დედა, რატომ ვყიდულობდით ძვირფას საჩუქრებს მათთვის ვისაც არ ჭირდებოდა და ოჯახის ღარიბი მეგობრებისთვის კი გადმოვაწყობთ ხოლმე ნახმარ ტანსაცმელებს და ნახმარ რაღაც-რუღაცეებს, ზედმეტ უსარგებლო ნივთებს ან ვყიდულობთ შედარებით ნაკლეფასიან საჩუქრებს. განა იმათ უფრო ჭირდებათ ძვირფასი საჩუქრები, ვისაც არ აკლია არაფერი, რომ იყიდოს ამ ჩვენ საჩუქრებზე ასჯერ უფრო უკეთესი თუ იმათ ვისაც არ შეუძლიათ ესენი იყიდონ... მე ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, რატომ აჩუქეს მიმოს ნახმარი “კურტკა” და სხვასთან გავლელნიან ოჯახში წასასვლელად, რომ მოვემზადეთ ისეთი კონიაკით და ტკბილეულით წავედით, რომ ორ ესეთ ახალ “კურტკას” იყიდდა ეს კონიაკი და “ბამბანერკა”?! ტელეფონმა დარეკა მახსოვს... დედაჩემის შეშფოთებული ხმა იყო... მიმო გამხდარა ავად... თბილისში ონკოლიურში იწვა... აზოტიც მომატებული ქონდა სისხლში და გასიებული იყო, თუმცა მედიცინაში კარგად ვერ ვერკვევი და ეს არვიცი რატომ, თუმცა რა მნიშმვნელობა აქვს, მიმო ცუდად იყო... სექტემბერი იწურებოდა, თბილი სექტემბერი იყო და ის დრო იყო ჯერ კიდევ აცივებას, რომ იწყებდა... დავურეკეთ და მოვალთო მიმოს ნათესავებს ვუთხარით... მიმოს არ უნდოდა ესეთი გვენახა, გასიებული... რცხვენოდა... და ხვალ მოვიდნენო დაიბარა... არადა დრო არსად გვციდიდა... ექიმები თქვეს დიდი დრო აღარ დარჩა და აზრი არ აქვს არაფერსო... შეიძლებოდა ბათუმში გადაეყვანათ და იქ მერე მე ვეღარ წავიდოდი და ვეღარ ვნახავდი და იმ საღამოს მე დედაჩემი და მამაჩემი წავედით სანახავად... საღამო იყო და ძლივს მივასწარით, იმიტომ რომ მალე ნახვის საათები მთავრდებოდა და მერე შესვლა იქნებოდა აკრძალული... არ უნდოდა მიმოს მენახა ამ მდოგმარეობაში, მაგრამ რომ მივედი გაუხარდა... ცრემლებიც კი წამოუვიდა მაგრამ მალევე მოიშორა, რომ არ დამენახა... კარგად იქნები მიმო მეთქი, აი ნახავ კარგად იქნები მეთქი... და ჩავეხუტე... მამამ მერე ფული აჩუქა... იმასაც კი არ ართმევდა... ამ ფულმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღე გახადა გასაძლისი, ფიზიკურად გასაძლისი, არადა მიმოს სულიერი გამძლეობა ჭირდებოდა არა მხოლოდ სიცოცხლის ბოლო მომენტებში არამედ მაშინ იქ იმ სიცივეში “სემიჩკას”, რომ ყიდდა... ენაცალოს მიმოზაო მითრხა და ჩამეხუტა წამოსვლის წინ... მერე ბათუმში წაიყვანეს მიმო და მალეც გარდაიცვალა იმ პადვალის სახლში და მის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს... არვიცი რა გვემართება ადამაინებს და რატომ ვიქცევით ასე... რა იცვლება ჩვენში ამ საათის წკაპწაკუპისას... დარწმუნებული ვარ ბევრი ვინც ამას წაიკითხავს მოქცეულა ასე... იცით ხმის არ ამოღებაც დანაშაულია... თანამონაწილეობაა და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მათ რიცხვებში მეც ვარ... მტკივა ეს მოგონება, გულს ტკივა... დავექაჩებოდი იმ დიდ საათს გადავატრიალებდი ისრებს, რომ მიმოს კიდევ ერთხელ მოვხვეოდი და კიდევ ერთხელ გამეგონა ენაცალოს მიმოზაო, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ და რომც დამებრუნებინა ამით მე ჩემს საქციელს ვერც გამოვასწორებდი. მე მინდოდა მკითხველი, ბათუმში იმ პატარა სახლში, იმ პატარა ეზოში, იმ დროში დამებრუნებინა და საშუალება მიმეცა იქ შეეხედა და მერე შეეფასებინა... არვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ მიმო იყო ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაალამაზა, გააფერადა და გაათბო... რომ შეიძლება ის აღარავის დაამახსოვრდეს, მაგრამ ის მუდამ არის ჩემს გულში და მუდამ მახსოვს... მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებზე გაწეული ამაგი, მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს გაწიოს. ეს რეალური ისტორიაა, მე სახელიც კი არ შემიცვლია, იქ ბათუმში პადვალში მოწყობილ სახლში ერთი გმირი ცხოვრობდა, თქვენ მისი არსებობა არ იცოდით და ჩემს გულში კი მუდამ ცოცხლობს და იცოხლებს სანამ მე ვცოცხლობ. და თქვენს ირგვლივაც ძალიან ბევრი დაუფასებელი გმირია... ........ საათი კი ისევ წკაპუნობს, უკვე მერამდენე საათია, რომლიც ვიყიდე, თითქოს უხმაურო, მაგრამ ღამის სიჩუმეში კარგად ისმის მაინც საათის მექანიზმის გულის ხმაური, ძალიან მცირედ ისმის წამების გასვლის დრო, მაგრამ მაინც ისმის. ისეთი საათი რომ ვნახო, რომლიდანაც არაფერი ისმის, მე ხომ ვიცი, რომ შიგნით სადღაც ჩუმად მაინც წკაპუნობს. დროის გასვლას მამცნობს... მეჩქარება, ძალიან მეჩქარება... მაგრამ მაინც უნდა იხმაუროს საათმა, რომ გაგახსენოთ, რომ მალე ვიღაცას მოგტაცებთ და აი ასე ჩემსავით ვერაფერს ვერ მოასწრებთ, მომანანიებას ვერ მოასწრებთ და გულში სევდას და დარდს დაგიტოვებთ... ძალიან მეჩქარება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ალბათ ვერ გამოვხატე უფრო მკაფიოდ აქამდე. მე ვწერ საკუთარი თავისთვის და ვინმე მკითხველი გამოუჩნდება. თუ არც გამოუჩნდება და ისევ საკუთარი თავისთვის დავწერ. მადლობა რომ მოიცალე და წაიკითხე ჩემი მოთხრობები და შეფდასებები არ დაიზარე. თუ არ მოგეწონა არ გირჩევ მეორედ წაიკითხო ჩემი მოთხრობები. დროს დაკარგავ უბრალოდ.
ბელგრადის მოჩნება. სადაც შენ იქ მისს სმიტიო არა? მადლობა შეფასებისთვის მაინც. ალბათ ვერ გამოვხატე უფრო მკაფიოდ აქამდე. მე ვწერ საკუთარი თავისთვის და ვინმე მკითხველი გამოუჩნდება. თუ არც გამოუჩნდება და ისევ საკუთარი თავისთვის დავწერ. მადლობა რომ მოიცალე და წაიკითხე ჩემი მოთხრობები და შეფდასებები არ დაიზარე. თუ არ მოგეწონა არ გირჩევ მეორედ წაიკითხო ჩემი მოთხრობები. დროს დაკარგავ უბრალოდ.
ბელგრადის მოჩნება. სადაც შენ იქ მისს სმიტიო არა? მადლობა შეფასებისთვის მაინც.
31. გასაგებია, იველინა. საწყენად არც არაფერი მითქვამს =)
ჰო, ყველა ნაწერს ჰყავს მკითხველი და მერე და მერე გენდომება, რომ უკეთესი და უკეთესი მკითხველი გყავდეს =) ტაკ შტო, თავიდანვე იმუშავე
წარმატებები =) გასაგებია, იველინა. საწყენად არც არაფერი მითქვამს =)
ჰო, ყველა ნაწერს ჰყავს მკითხველი და მერე და მერე გენდომება, რომ უკეთესი და უკეთესი მკითხველი გყავდეს =) ტაკ შტო, თავიდანვე იმუშავე
წარმატებები =)
30. იველინა - , კარგი გოგო ხარ შენ და ადრე ხომ გითხარი კარგად დაწერთქო იველინა - , კარგი გოგო ხარ შენ და ადრე ხომ გითხარი კარგად დაწერთქო
29. mrs.smith - არ ვარ მე პროფესიონალი მწერალი და ნელ-ნელა ვიხვეწები. ეს იყო ჩემი პირველი მოთხრობა, რომელიც დავწერე ძალიან დიდხნიანი პაუზის მერე. ტკივილი რაც მქონდა უნდა გამომეხატა. და ხშირად არის მე არ მომწონს ხოლმე სხვისი ნაწერი, მაგრამ ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ნაწერს ყავს თავისი მკითხველი და ალბათ ამასაც გამოუჩნდება. და ჩემი აზრით მწერალმა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა დაწეროს და ის რაც მას ეწერება. და სახელს რაც შეეხება ფსევდონიმის ამორჩევაზე ვფიქრობდი და არაფერი ამგონდებოდა, მერე რატომღაც გამახსენდა თვე ივლისი და მანდედან მოვიფიქრე იველინა. მგონი ეველინა არის ესეთი სახელი და არვიცი რატომღაც იველინა მომეწონა...
ბელგრადის მოჩვენება - . mrs.smith - არ ვარ მე პროფესიონალი მწერალი და ნელ-ნელა ვიხვეწები. ეს იყო ჩემი პირველი მოთხრობა, რომელიც დავწერე ძალიან დიდხნიანი პაუზის მერე. ტკივილი რაც მქონდა უნდა გამომეხატა. და ხშირად არის მე არ მომწონს ხოლმე სხვისი ნაწერი, მაგრამ ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ნაწერს ყავს თავისი მკითხველი და ალბათ ამასაც გამოუჩნდება. და ჩემი აზრით მწერალმა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა დაწეროს და ის რაც მას ეწერება. და სახელს რაც შეეხება ფსევდონიმის ამორჩევაზე ვფიქრობდი და არაფერი ამგონდებოდა, მერე რატომღაც გამახსენდა თვე ივლისი და მანდედან მოვიფიქრე იველინა. მგონი ეველინა არის ესეთი სახელი და არვიცი რატომღაც იველინა მომეწონა...
ბელგრადის მოჩვენება - .
28. მთლად არ დაგზარებია. მთლად არ დაგზარებია.
27. იველინა, როგორც აღვნიშნე, გასაგებია, რომ მტკივნეულია თემა, მაგრამ ამით მკითხველს გულს ვერ აუჩუყებ. ან, უფრო სწორედ, აუჩუყებ, მაგრამ ეგ არ უნდა გჭირდებოდეს. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ ყველანარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა იყოს მიზანი, მგონი.
უკეთესი იქნება, უკეთესად თუ დაგეწერება =)
და იველინა მშვენიერი სახელია.თუმცა მე ეველინა მირჩევნია იველინა, როგორც აღვნიშნე, გასაგებია, რომ მტკივნეულია თემა, მაგრამ ამით მკითხველს გულს ვერ აუჩუყებ. ან, უფრო სწორედ, აუჩუყებ, მაგრამ ეგ არ უნდა გჭირდებოდეს. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ ყველანარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა იყოს მიზანი, მგონი.
უკეთესი იქნება, უკეთესად თუ დაგეწერება =)
და იველინა მშვენიერი სახელია.თუმცა მე ეველინა მირჩევნია
26. :აქ უნდა ეწეროს კომენტარი, რომელიც ავტორს დეაზარა რომ დაეწერა: :აქ უნდა ეწეროს კომენტარი, რომელიც ავტორს დეაზარა რომ დაეწერა:
25. არ მინდა ახლა ზედმეტი ლაპარაკი : ) მეზარება. უბრალოდ სალაპარაკო ენას სულ მიაქციე ყურადღება. არ მინდა ახლა ზედმეტი ლაპარაკი : ) მეზარება. უბრალოდ სალაპარაკო ენას სულ მიაქციე ყურადღება.
24. თუ ჩავთვლით იმას, რომ როცა ამას ვწერდი მთელი დროის განმავლობაში ვტიროდი და რომ ვტიროდი იმიტომაც დავიწყე ამის წერა გეტყვით იმას, რომ სულ არ მიფიქრია გადმოცემის ენაზე. და ეს არ არის მოფიქრებული იდეა ან რაიმე სხვა. ჩემი ტკვილია და პირველ რიგში საკუტარი თავისთვის ვწერ ხოლმე, ვიდრე მკითხველისთვის. ასე მეწერება და ასე ვწერ. თუ ჩავთვლით იმას, რომ როცა ამას ვწერდი მთელი დროის განმავლობაში ვტიროდი და რომ ვტიროდი იმიტომაც დავიწყე ამის წერა გეტყვით იმას, რომ სულ არ მიფიქრია გადმოცემის ენაზე. და ეს არ არის მოფიქრებული იდეა ან რაიმე სხვა. ჩემი ტკვილია და პირველ რიგში საკუტარი თავისთვის ვწერ ხოლმე, ვიდრე მკითხველისთვის. ასე მეწერება და ასე ვწერ.
23. გადმოცემაზე მოგცეს შენიშვნა და არა იდეაზე გადმოცემაზე მოგცეს შენიშვნა და არა იდეაზე
22. შენი აზრით ბანალურია? მიღებულია შენი აზრი. შენი აზრით ბანალურია? მიღებულია შენი აზრი.
21. თემა მტკივნეულია და მტკივნეულ თემებს მოფრთხილება სჭირდება, თორემ მათ გაბანალურებაზე ადვილი არაფერია
თემა მტკივნეულია და მტკივნეულ თემებს მოფრთხილება სჭირდება, თორემ მათ გაბანალურებაზე ადვილი არაფერია
20. ბოლერო - მადლობა. ვეცდები უფრო დავხვეწო წერის სტილიც და ნაკლები შეცდომები დავუშვა. და არაა ცუდი დევიზი, მაგრამ ძალიან რთულია რეალობაში ესეთი შემართებით იყო. მშურს შენი. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
მუხა - იველინა უბრალოდ ფსევდონიმია, ისე არ მქვია :) სხვა სახელი მქვია. და ძალიან დიდი მადობა კიდევ ერთხელ დღეს :*
ბოლერო - მადლობა. ვეცდები უფრო დავხვეწო წერის სტილიც და ნაკლები შეცდომები დავუშვა. და არაა ცუდი დევიზი, მაგრამ ძალიან რთულია რეალობაში ესეთი შემართებით იყო. მშურს შენი. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
მუხა - იველინა უბრალოდ ფსევდონიმია, ისე არ მქვია :) სხვა სახელი მქვია. და ძალიან დიდი მადობა კიდევ ერთხელ დღეს :*
19. სევდიანი მოგონება, მომეწონა. ისე მეზობელი მყავს ეველინა ქვია, ძალიან ლამაზი და ბედნიერი გოგონაა შენმა ნიკმა გამახსენა! სევდიანი მოგონება, მომეწონა. ისე მეზობელი მყავს ეველინა ქვია, ძალიან ლამაზი და ბედნიერი გოგონაა შენმა ნიკმა გამახსენა!
18. იველინ–ყველაფერი კარგად იქნება!! როგორც ერთი "ავარა" იტყოდა–шикарный вид...
მე-კალ-მე–ს დავეათნხმები–არის შენში პოტენციალი და ძალიან ბევრი უნდა იკითხო... იკითხე, ისწავლე, უფრო ყურადღებით წერე... შეგიძლია აშკარად.
როგორც ვენიამინ კავერინი წერდა "ორი კაპიტანი"–ში (წყარო ალფრედ ტენისონი––"To strive, to seek, to find, and not to yield" ) Бороться и искать, найти и не сдаваться..... ეს ჩემი დევიზია და იგივეს გირჩევ!!
გაიხარე და ულევი წარმატება პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) იველინ–ყველაფერი კარგად იქნება!! როგორც ერთი "ავარა" იტყოდა–шикарный вид...
მე-კალ-მე–ს დავეათნხმები–არის შენში პოტენციალი და ძალიან ბევრი უნდა იკითხო... იკითხე, ისწავლე, უფრო ყურადღებით წერე... შეგიძლია აშკარად.
როგორც ვენიამინ კავერინი წერდა "ორი კაპიტანი"–ში (წყარო ალფრედ ტენისონი––"To strive, to seek, to find, and not to yield" ) Бороться и искать, найти и не сдаваться..... ეს ჩემი დევიზია და იგივეს გირჩევ!!
გაიხარე და ულევი წარმატება პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
17. უი მე-14 კომენტარი არ მინახავს. უღრმესი მადლობა ასევე <3 უი მე-14 კომენტარი არ მინახავს. უღრმესი მადლობა ასევე <3
16. გავითვალისწინებ აუცილებლად რჩევებს. ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა :* გავითვალისწინებ აუცილებლად რჩევებს. ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა :*
15. "სულ მიკვირდა, როცა ვიღაცა გავლენიან და ცნობილ ოჯახთან სტუმრად წასასვლელად გამომპრანჭავდა დედა, რატომ ვყიდულობდით ძვირფას საჩუქრებს მათთვის ვისაც არ ჭირდებოდა და ოჯახის ღარიბი მეგობრებისთვის კი გადმოვაწყობთ ხოლმე ნახმარ ტანსაცმელებს და ნახმარ რაღაც-რუღაცეებს, ზედმეტ უსარგებლო ნივთებს ან ვყიდულობთ შედარებით ნაკლეფასიან საჩუქრებს. განა იმათ უფრო ჭირდებათ ძვირფასი საჩუქრები, ვისაც არ აკლია არაფერი, რომ იყიდოს ამ ჩვენ საჩუქრებზე ასჯერ უფრო უკეთესი თუ იმათ ვისაც არ შეუძლიათ ესენი იყიდონ... მე ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, რატომ აჩუქეს მიმოს ნახმარი “კურტკა” და სხვასთან გავლელნიან ოჯახში წასასვლელად, რომ მოვემზადეთ ისეთი კონიაკით და ტკბილეულით წავედით, რომ ორ ესეთ ახალ “კურტკას” იყიდდა ეს კონიაკი და “ბამბანერკა”?!" - მართალი ხარ... მიფიქრია ამაზე :(
არის შენში პოტენციალი და ძალიან ბევრი უნდა იკითხო... იკითხე, ისწაცლე, უფრო ყურადღებით წერე... შეგიძლია აშკარად. წაგიკითხავ ხოლმე... წარმატებები! +5 ხარვეზების მიუხედავად. "სულ მიკვირდა, როცა ვიღაცა გავლენიან და ცნობილ ოჯახთან სტუმრად წასასვლელად გამომპრანჭავდა დედა, რატომ ვყიდულობდით ძვირფას საჩუქრებს მათთვის ვისაც არ ჭირდებოდა და ოჯახის ღარიბი მეგობრებისთვის კი გადმოვაწყობთ ხოლმე ნახმარ ტანსაცმელებს და ნახმარ რაღაც-რუღაცეებს, ზედმეტ უსარგებლო ნივთებს ან ვყიდულობთ შედარებით ნაკლეფასიან საჩუქრებს. განა იმათ უფრო ჭირდებათ ძვირფასი საჩუქრები, ვისაც არ აკლია არაფერი, რომ იყიდოს ამ ჩვენ საჩუქრებზე ასჯერ უფრო უკეთესი თუ იმათ ვისაც არ შეუძლიათ ესენი იყიდონ... მე ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, რატომ აჩუქეს მიმოს ნახმარი “კურტკა” და სხვასთან გავლელნიან ოჯახში წასასვლელად, რომ მოვემზადეთ ისეთი კონიაკით და ტკბილეულით წავედით, რომ ორ ესეთ ახალ “კურტკას” იყიდდა ეს კონიაკი და “ბამბანერკა”?!" - მართალი ხარ... მიფიქრია ამაზე :(
არის შენში პოტენციალი და ძალიან ბევრი უნდა იკითხო... იკითხე, ისწაცლე, უფრო ყურადღებით წერე... შეგიძლია აშკარად. წაგიკითხავ ხოლმე... წარმატებები! +5 ხარვეზების მიუხედავად.
14. მომეწონა.. რეალურია, თბილ–ტკივილიანი... მომეწონა.. რეალურია, თბილ–ტკივილიანი...
13. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
12. ნინა რა მაგარი ნაწერი იყო. ვინც წაიკითხავს ალბათ ყველა ადამიანი ჩაიხედავს საკუთარ გულებში...დამასევდიანა ამ ნაწერმა :( კარგი გოგო ხარ, წარმატებებს გისურვებ რაღათქმაუნდა მწერლობის და საერთოდ ცხოვრების ასპარეზზე. ნინა რა მაგარი ნაწერი იყო. ვინც წაიკითხავს ალბათ ყველა ადამიანი ჩაიხედავს საკუთარ გულებში...დამასევდიანა ამ ნაწერმა :( კარგი გოგო ხარ, წარმატებებს გისურვებ რაღათქმაუნდა მწერლობის და საერთოდ ცხოვრების ასპარეზზე.
11. დიდი მადლობა. გისმენთს არ ვამბობ ხოლმე. ალო-ც არ მომწონს ალიო-ს უფრო ვიყენებ. რა ვქნა სხვანაერად არ ასოცირდება ჩემთვის ეგ სიტყვა. ბრიტანულად არის ჰელოუ, გერმანულად ჰალლო ან ოფიციალურად Fრაუ ვიღაცა გისმენთ ან დოქტორ ვიღაცის განყოფილება, მაგრამ ჰალლო იგივე ეგ სიტყვა გამდის ამ შემთხვევაში. სიტყვა ალოს ვერ გაექცევი. უბრალოდ მე "ი"-თი ვიყენებ. და ნუ ეს მოთხრობა რეალურ ამბავზე დავწერე და როგორც მიმოზა ამბოდა ისე დავწერე ზუსტად. სხვანაირად არარეალური იქნებოდა ჩემთვის. ვიცი არ არის აუციელებელი რეალურ რაღაცაზე დავწერო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ასე მინდოდა. და კიდევ ერთხელ მადლობა. დიდი მადლობა. გისმენთს არ ვამბობ ხოლმე. ალო-ც არ მომწონს ალიო-ს უფრო ვიყენებ. რა ვქნა სხვანაერად არ ასოცირდება ჩემთვის ეგ სიტყვა. ბრიტანულად არის ჰელოუ, გერმანულად ჰალლო ან ოფიციალურად Fრაუ ვიღაცა გისმენთ ან დოქტორ ვიღაცის განყოფილება, მაგრამ ჰალლო იგივე ეგ სიტყვა გამდის ამ შემთხვევაში. სიტყვა ალოს ვერ გაექცევი. უბრალოდ მე "ი"-თი ვიყენებ. და ნუ ეს მოთხრობა რეალურ ამბავზე დავწერე და როგორც მიმოზა ამბოდა ისე დავწერე ზუსტად. სხვანაირად არარეალური იქნებოდა ჩემთვის. ვიცი არ არის აუციელებელი რეალურ რაღაცაზე დავწერო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ასე მინდოდა. და კიდევ ერთხელ მადლობა.
10. მაგრამ ამ ალიოს ვერ ვიტან და მომკალი :| გისმენთ არ შეიძლება? : ( მაგრამ ამ ალიოს ვერ ვიტან და მომკალი :| გისმენთ არ შეიძლება? : (
9. წერა შეგიძლია : ) ძალიან კარგადაც სამომავლოდ, ასე მგონია და გისურვებ წარმატებებს. წერა შეგიძლია : ) ძალიან კარგადაც სამომავლოდ, ასე მგონია და გისურვებ წარმატებებს.
8. მადლობა... მმმმ არვიცი... მოგონება ისედაც ამოხეული ფურცელია იმ ნაცრისფერი ცხოვრების წიგნიდან რასაც გავდივართ ხოლმე და ამოვხევთ ჩვენთვის მნიშმვნელოვან და ძვირფასს მომენტებს და თითქოს ჩვენი ცხოვრების წიგნს ვქმნით. და დრო... ძალიან მნიშმვნელოვანია დრო.... ბევრს ვფიქრობ ამაზე :) მადლობა... მმმმ არვიცი... მოგონება ისედაც ამოხეული ფურცელია იმ ნაცრისფერი ცხოვრების წიგნიდან რასაც გავდივართ ხოლმე და ამოვხევთ ჩვენთვის მნიშმვნელოვან და ძვირფასს მომენტებს და თითქოს ჩვენი ცხოვრების წიგნს ვქმნით. და დრო... ძალიან მნიშმვნელოვანია დრო.... ბევრს ვფიქრობ ამაზე :)
7. ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის... ტუკ ტუკ ტუკ ტუკ... ერთი ორი სამი ოთხი ხუთი... გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება... იცი,თენდება... კარგი გვერდია...ვფიქრობ.... როგორ ამოვხიო;)???? ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის... ტუკ ტუკ ტუკ ტუკ... ერთი ორი სამი ოთხი ხუთი... გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება... იცი,თენდება... კარგი გვერდია...ვფიქრობ.... როგორ ამოვხიო;)????
6. ძალიან დიდი მადლობააა ეს ახლა წავიკითხე <3 ძალიან დიდი მადლობააა ეს ახლა წავიკითხე <3
5. მე იმდენად განვიცადე, რომ ვეღარაფერი წავიკითხე... ერთი კი არა, უამრავი სევდიანი მოგონება წამომიტივტივდა თავში და თვალცრემლიანი გავედი
ავტორს ვუსურვებ ასე ემოციებით ატაროს მკითხველი :) მე იმდენად განვიცადე, რომ ვეღარაფერი წავიკითხე... ერთი კი არა, უამრავი სევდიანი მოგონება წამომიტივტივდა თავში და თვალცრემლიანი გავედი
ავტორს ვუსურვებ ასე ემოციებით ატაროს მკითხველი :)
4. ნ-ი-კ-ი - პირიქით გამიხარდება ყველა სახის კრიტიკა და დიდი სიამოვნებით მივიღებ ასე რომ დაწერე. შეგიძლია ისაუბრო ტექსტის ღირებულებაზეც. მე დამწყები ვარ სამწერლო ასპარზზე და სასიამოვნო იქნება კრიტიკის დაფიქსირებაც, რომ უფრო უკეთესად გადმოვცე ის რისი დაწერაც მინდა.
დაისი - დიდი მადლობააა <3
კატიე - თქვენც ასევე უღრმესი მადლობა <3 ნ-ი-კ-ი - პირიქით გამიხარდება ყველა სახის კრიტიკა და დიდი სიამოვნებით მივიღებ ასე რომ დაწერე. შეგიძლია ისაუბრო ტექსტის ღირებულებაზეც. მე დამწყები ვარ სამწერლო ასპარზზე და სასიამოვნო იქნება კრიტიკის დაფიქსირებაც, რომ უფრო უკეთესად გადმოვცე ის რისი დაწერაც მინდა.
დაისი - დიდი მადლობააა <3
კატიე - თქვენც ასევე უღრმესი მადლობა <3
3. მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებზე გაწეული ამაგი, მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს :(( :(( :(( :(( მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებზე გაწეული ამაგი, მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს :(( :(( :(( :((
2. მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს გაწიოს
დღეს უკვე მეორედ ავტირდი... ქართული ფილმი ვნახე "მეტიჩარა", წლების წინ მხოლოდ სიყვარულისთვის თავგანწირული დელფინი მეცოდებოდა, არადა, უსიყვარულო ადამიანებზე ცოდო , არავინ და არაფერია ამ ქვეყანაზე მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს გაწიოს
დღეს უკვე მეორედ ავტირდი... ქართული ფილმი ვნახე "მეტიჩარა", წლების წინ მხოლოდ სიყვარულისთვის თავგანწირული დელფინი მეცოდებოდა, არადა, უსიყვარულო ადამიანებზე ცოდო , არავინ და არაფერია ამ ქვეყანაზე
1. იმდენად ტკივილიანი მოგონებაა, ალბათ არც კი ღირს ტექსტის ღირებულებაზე საუბარი.
"მე ახლაც მტანჯავს ეს კითხვა და ეს არამარტო ჩემს სისხლით ნათესაობით განმტკიცებულ წრეში ხდება, არამედ თქვენთანაც მკითხველო... ან თქვენ ექცევით ეგრე ან თქვენ გექცევიან... " სადღაც მართალია გავრცელებული ქართული "ტრადიციაა" ( ცუდი )
"მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებზე გაწეული ამაგი, მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს გაწიოს." აუცილებელია და საჭიროა თიტოეულის მოთხოვნილებად იქცეს ამის კეთება თუმცა ასეთებად ყოფნისგან საკმაოდ შორს რომ ვართ, იმასაც კარგად ვხვდები
სამწუხაროა
იმდენად ტკივილიანი მოგონებაა, ალბათ არც კი ღირს ტექსტის ღირებულებაზე საუბარი.
"მე ახლაც მტანჯავს ეს კითხვა და ეს არამარტო ჩემს სისხლით ნათესაობით განმტკიცებულ წრეში ხდება, არამედ თქვენთანაც მკითხველო... ან თქვენ ექცევით ეგრე ან თქვენ გექცევიან... " სადღაც მართალია გავრცელებული ქართული "ტრადიციაა" ( ცუდი )
"მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებზე გაწეული ამაგი, მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს გაწიოს." აუცილებელია და საჭიროა თიტოეულის მოთხოვნილებად იქცეს ამის კეთება თუმცა ასეთებად ყოფნისგან საკმაოდ შორს რომ ვართ, იმასაც კარგად ვხვდები
სამწუხაროა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|