 | ავტორი: იველინა ჟანრი: პროზა 18 ივლისი, 2011 |
ეს ის დღე იყო მე და ის, რომ მარტო დავრჩით. წარმოგიდგენიათ, მარტოობასთანაც კი მარტო, რომ დაგტოვებენ. ხანდან როგორ გინდა, რომ მარტო დარჩე. მახსოვს ბავშვობიდან ხმაურიანი დღე სახლში, კარადაში შევძვერი, როგორღაც შევეპეჭე, თითქოს დავიმალე, გავქრი. მერე ვიგრძენი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ოდნავ ჭურჭუტანა გამოვაღე, მაინც ვერ ვსუნთქავდი, მერე კიდე უფრო ფართოდ და ბოლოს სულ გამოვედი… ახლაც თითქოს კარადაში ვარ და მე და ჩემს მარტოობას ჰაერი არ გვყოფნის, ოღონდ ეს მარტოობაა უხილავ სივრცეში, კარების პოვნა გამოსაღებად ძალიან რთულია. ეხლები უხლავ კედლებს და არ აქვთ მათ დასასრული. არც კი ვიცი ჩემო სათუთო მოგონებავ და სიყვარულო, შენ გწერ, საკუთარ თავს ველაპარაკები თუ მარტოობას. ავირ-დავირიე არ ვიცი სად ვმთავრდები ან შენ სად იწყები და ეს სიმარტოვე…
აივნიდან გავიხედე და გავყურებდი არემარეს… ხეები, ცა, მზე და ჩიტები, შენობები… ამოკვეთენ ხეები მიწას და ამოდიან ლამაზები, მოწყენილები, ხან ფოთველგაცვენილები, გაბუსულები, ხანაც თოვლით ტოტებდამძიმებულები, გვაფიქრებენ… ჩვენთან სტუმრად მარტოობა მოყავთ და სადღაც მარადისობაში გაგვახედებენ ხოლმე.
გულს მალამოდ მედება ცა, რომ დასჭექს მძვინვარედ და როგორც ჩემი გურული ბებია იტყოდა ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს, თან ძალიან წვიმს… საოცრად ნაცნობია წვიმა სადაც არ უნდა წახვიდე და ამიტომაც მიყვარს… ყველგან ისევ წვიმს, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და მზეც იგივენაირად ამოდის, როგორ შენს მშობლიურ სახლთან…
გორაკიდან დავიყვირებ ჰე ჰე ჰეიიიიიიიიიიიიიი, დავაფრთხობ იქვე ჩიტებს, ვუყურებ არემარეს, ოდესღაც აქ სხვა დააბიჯებდა, სხვა ვნება ტრიალებდა და შავ ლამაზ თვალებს ეტრფოდა ვიღაც ბიჭი და იმ მდინარეს ისევ სევდიანად დაყურებდა, როგორც მე დავყურებ ახლა…
ავლაბარში ვცხოვრობდითო… ახლა ვფიქრობ ნეტავ რატომ ვიყავი ეგეთიო, ბიჭებს ვცემდიო, ერთსო მოვწონდიო და ვცემდიო, ნეტა არ მეცემაო… იხსენებს და ყვება ელისო დეიდა ცხოვრებაში იმ ნათელ მომენტებს, რომელიც ქონდა… მერე ცუდად წაუვიდა ელისო დეიდას ცხოვრება, ხან რა გასაჭირი გამოიარა და ხან რა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, მაინც იპოვა ცხოვრების სიყვარული, რომელიც უდროო დროს გამოეცლა ხელიდან და ისევ მარტოობასთან დატოვა მარტო, მაგრამ მთავრი ხომ ეს არ არის. ახლაც თბილად იხსენებს ელისო დეიდა მასთან გატარებულ დღეებს. და ადრე არც ელისო დეიდა იყო, ადრე უბრალოდ ლამაზი გოგონა სახელად ელისო იყო…
სხვების ცხოვრება ძველ ალბომს გავს, რომელსაც ინტერესით ან სულაც უინტერესოდ ათვალიერებ… ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო ბებია, იმიტომ რომ მე ბებია არ მახსოვს, ყოველთვის მინდოდა გამეგო და გამეცნო ის… ძალიან კარგი ადამიანი იყო ვიცი გადმოცემით, მაგრამ აი მე ვიცი ბებია, ჩემს დას ახსოვს, დედაჩემს ახსოვს, მე არ მახსოვს, და ჩვენს გარდა ვის ემხასოვრება? შვილებსაც რომ მოვუყვეთ, მათაც მალე მიავიწყდებათ… მითუმეტეს თუ უკვე შენ არ გაქვს არაფერი მოსაყოლი, იმიტომ რომ მოგონებები არ გაქვს… რეალურ ცხოვრებაში ბებო სულაც არ იყო მარტო, მაგრამ როგორც კი სიკვდილი გვიახლოვდება მალე ყველას ვავიწყდებით, მხოლოდ იმათ მოგონებებში ვრჩებით ვისაც ვიცნობდით, ისინიც კვდებიან და მერე სამუდამო დავწყების მორევში ვეშვებით. როგორ დიდია სურვილი დარჩე და არ დაგივიწყონ და იცოცხლო მუდამ, მაგრამ არ გამოდის… ვწერ იმიტომ რომ ვგრძნობ შიშს, დავიწყების შიშს. სიკვდილის იმდენად არ მეშინია როგორც დავიწყების. ვდგავარ და ვფიქრობ ცხოვრების ამაოებაზე. რამდენი ადამიანის ისტორია მსენია. გადავავლებ ხოლმე თვალს ძველ შავ-თეთრ და ჩარჩო გაყვითლებულ ფოტოებს, როცა ვისმენ მათ ისტორიებს ხანდახან მეჩვენება, რომ არავის უყვარდა ისე როგორც მათ უყვარდათ და რა საოცარი იყო მათი დრო, ზღაპრული დრო, როცა ყველაფერი სხვანაერი იყო, თუნდაც ყოფილიყო ომი და გაჭირვება… ამ ფოტოებსაც ოდესღაც ვინმე გადაყრის და მაინც არავის შემოვრჩებით მოგონებად. ჩვენი ნაწერებიც რომ დარჩეს და რაც არ უნდა დარჩეს მჯერა და მწამს საუკუნეებიც, რომ გაძლოს ოდესმე მაინც დავიწყებას მიეცემა და ნაწერებში თუ მეცნიერულ მიღწევებშიც ხომ არ არის საქმე?! შენი პიროვნება, შენი მე ავიწყდებათ. ნაწარმოებები ხომ მოგონლია ხოლმე, თუნდაც რეალური იყოს, სულ სხვაა შენი თვალების ფერი, შენი სუნთქვა, შენი შეგრძნება როცა ქარი თმებს გიფრიალებს, შენებური აღმაფერნა როცა გაშლილ ლამაზ ჰორიზონტს დაინახავ. და ყველანიც ხომ არც ვწერთ, თქვენ რა იცით როგორი ვნებით უყვარდა იმ ვაჟს და როგორი ვნებით ეტრფოდა მის შავ თვალებს, მათზე არავინ წერს, მათზე მხოლოდ წუთისოფელმა იცის.. უყვარდათ გიჟურად ვნებიანად, ახალგაზრდებს და მოხუცებსაც. მოხუცობისას მათ თვალებს სიბერე მოეპარა, თმებიც გათეთრდა, მხოლოდ ვაჟს ახსოვს ის ძველი ნაპერწკალი მის შავ თვალებში რომ ღვიოდა… ჩაუვლიან მარო ბებოს და ვერც წარმოიდგნენ თუ მათაც შეუძლიათ სიყვარული, თუ მათ გულებში იმაზე გიჟური ვნება ტრიალებდა ვიდრე ახლა ისინი განიცდიან….
და მაშინ რისთვის ვცხოვრობთ? რისთვის ვარსებობთ ვეკითხები მარტოობას… ნუთუ შეეენ, შეეეეეენ არ უნდა დამასვენო და მარტო არც მიწაში არ მომასვენო და იქ საფლავზეც ჩამომიჯდე, ჩემი მნახველები დათვალო და გააგდო და ჩემს საფლავს ქვაც გადაუგდო, დაავიწყო ყველას და ვიღაცამ გულზე დამაბიჯოს?! რისთვის რა დაგიშავე?! რატომ მოხვედი ჩემთან და რატომ არ მეშვები? რატომ გინდა რომ კუბოს კართანაც კი არ დამტოვო მარტო?! წადი მომშორდი, გაეთრიე! არ მინდა მომერიო, როგორც ყველა სხვა ადამიანს მოერიე. არ მინდა შენთან ყოფნა, არ მინდა სამუდამოდ მზდიო, მაგრამ ვაი რომ არვიცი როგორ გაგადო და მოგიშორო.
ჩემს სიყვარულს ხელებს ვადებ… მის სიმყუდროვეს არ ვარღვევ და მხოლოდ იმ მიწას ვეხები და იმ ბალახს ახლა ვინ იცის მისი სხეულით საზროობდეს იქნება…. ჩემი სიყვარული მიწამ შთანთქა… თბილისის ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობდით… საოცარი ხედი იშლებოდა ჩვენი ბინიდან თბილისზე. არ იყო კარგი ბინა და ძალიან პატარაც იყო, მაგრამ ყიდვისას თბილისს ქალაქზე და ერთმაენთზე შეყვრებულები ხედმა ისე დაგვატყვევა, რომ ეს ავირჩიეთ… ამოვალ ხოლმე მის საფლავზე, სანამ მოვალ უამრავი ადამიანის საფლავი მხვდება. რამდენი ტკვილია აქ, რამდენი ცრემლი, რამდენი არდავიწყების სურვილი… წარწერები დაიბადა 1959 წელს გარდაიცვლა …. თქვენ რაც არ უნდა დაიწეროთ მაინც დაგივიწყებენ, იმიტომ რომ თვითონაც დავიწყებულნი იქნებიან…
მაგრამ მე, მე ვერ ვივიწყებ ჩემს სიყვარულს და ჩემი ცხოვრების აზრს. მის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერია. მის საფლავზე ვზივარ … ჩემი სიყვარული ჯერ კიდევ არ არის მარტო, მაგრამ მისგან ნელ-ნელა არაფერი დარჩება…
საყვარელო ჩემო… ეს ჩემი უკანსაკნელი წერილია… არვიცი რა გაჩუქო… როგორ მივცე მარადისობას შენი სახელი…. როგორ მოვყვე ჩვენს გიჟურ ვნებაზე და სიყვარულზე… მე ხომ სიტყვები არ მეყოფა აღვწერო შენი სურნელი, შენი ღიმილი, შენი თვალების სიღრმე… შენ ერთი ხარ და ერთი იყავი… ჩვენ წავალთ და დავიწყებას მივეცემით და ვერავინ გაიგებს როგორ გვიყვარდა, ამ სახლსაც დაანგრევენ და თბილისი აღარასოდეს იქნება ისევ ისეთი…
რაც არ უნდა იყოს აი იქ სიკვდილის კარის მერე, ჩვენ ხომ არ ვიცით. მე ღამ-ღამობით ცრემლნარევი გეძახი, მაგრამ ამაოდ…
მალე მეც დავიწყებას მივეცემი და მარტო მაინც არ ვარ… ჩემი მარტოობა არ მტოვებს მარტო… საღამოთი ჩვენს აივანზე ჩამოვჯდები და გავყურებ თბილისს. აქ ბევრი რამ შეიცვლება… აქ სხვა ხალხი მოვა…
მე კი მინდა გითხრა ჩემო, რომ მიყვარხარ ძლიერ და ეს ქალაქი მიყვარს ეს დრო მიყვარს და ჩვენ აღარასოდეს განვემეორდებით ისევ, მაგრამ მთავრია, რომ ჩვენ ვიყავით და შუღლსა და მტრობაში ცხოვრება არ გაგვილევია, ჩვენ გვიყვარდა და ჩვენ ვუყვარდით, მერე რაა რომ ყველა დავიწყების მორევს მივეცემით… მთავარი იყო როგორ გაილია ეს ცხოვრება. დაე ვახსოვდეთ მანამ სანამ ისინი ახსოვთ… მანამდე კი იცოდეთ აი ამ სახლში ვცხოვრობდი მე, თქვენთვის უცნობი მე და ის, რა აზრი აქვს სახელებს ან ადგილს მაინც გავქრებით ისე თითქოს არც ვყოფილვართ…
აივნიდან გავცქერი თბილისს, ჩემს ლამაზ ქალაქს… მე ისევ შენზე ვფქრობ საყვარელო, მზე ჩადის… ხელს ჩავკიდებ ჩემს მარტოობას და ცხოვრების ბოლო დღეებს თუ თვეებს ასე ხელჩაკიდებული ჩავუყვები…
მე და მარტოობა…
p.s. არვიცი, რამდენად გაიგებთ ამ ნაწერს, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ არ ვიფიქრო იმდენად მკითხველზე და ბოლომდე გადმოვცე ჩემი სულიერი განწყობა, ერთნი გაიგებენ და მეორენი ვერა. ეს სულიერი განწყობია გამოხატველი უფროა ვიდრე ამბის და მხოლოდ მათ მოგეწონათ ვისაც ეს განწყობა გწვევიათ და მაინც იმედი მაქვს რომ დაიმსახურებს მოწონებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. არ გამიბრაზდე აქ რაღაცა უაზრო კომენტარებზე და ეს მოტხრობაც დაიკიდე. მართლა ვიმეგობროთ :*
ეს არ არის ცნობილი, მაგრამ შეიძლება მოგეწონოს. ჩემი საყავრელი სიმღერაა. ამასაც გჩუქნი :*
http://www.youtube.com/watch?v=FMSU4QDbdew არ გამიბრაზდე აქ რაღაცა უაზრო კომენტარებზე და ეს მოტხრობაც დაიკიდე. მართლა ვიმეგობროთ :*
ეს არ არის ცნობილი, მაგრამ შეიძლება მოგეწონოს. ჩემი საყავრელი სიმღერაა. ამასაც გჩუქნი :*
http://www.youtube.com/watch?v=FMSU4QDbdew
26. მომიწონებია მუსიკალური გემო(ვნება) =) მომიწონებია მუსიკალური გემო(ვნება) =)
25. mrs.smith - დავიღალე. მოდი ვიმეგობროთ. პირველ ნაბიჯს ვდგამ, ამ სიმღერას გჩუქნი :* http://www.youtube.com/watch?v=x11NA63gLDM mrs.smith - დავიღალე. მოდი ვიმეგობროთ. პირველ ნაბიჯს ვდგამ, ამ სიმღერას გჩუქნი :* http://www.youtube.com/watch?v=x11NA63gLDM
24. გოგონი =)
რა შემატყე, რომ ,,სამტროდ" ვკითხულობ? კონკრეტულად შენი ნაწერები თუ წავიკითხე, რა, გაგთვალე? =))
,,რაც შეეხება ქევანიშვილის მაგ ფრაზას, მერწმუნე, ვერანაირად ,,დაგაბრალებდი" ვერაფერს. უბრალოდ, გამახსენდა"<< =)
აჰ, რას ამბობ, ვნებები არ მოგვშლოდეს =))) გოგონი =)
რა შემატყე, რომ ,,სამტროდ" ვკითხულობ? კონკრეტულად შენი ნაწერები თუ წავიკითხე, რა, გაგთვალე? =))
,,რაც შეეხება ქევანიშვილის მაგ ფრაზას, მერწმუნე, ვერანაირად ,,დაგაბრალებდი" ვერაფერს. უბრალოდ, გამახსენდა"<< =)
აჰ, რას ამბობ, ვნებები არ მოგვშლოდეს =)))
23. ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. სამწუხაროა. მე და შენს შორის განსხვავება კიდე ისაა, რომ ვინმეს სამტროდ არ ვკითხულობ მოთხორობებს. ძალიან მკაცრადაც შემიფასებია, მაგრამ შემთხვევით მიპოვია. ახლა ეს არ დამიწერია. მე რომ ვაფასებ მთავარი გვერდიდან და ნაწარმოებების გვერდიდან ვპოულობ და ისე ვკითხულობ და შენ კონკრეტულად ჩემი მოძებნე და ლამის ყველა ნახე მგონი. მადლობა რომ წაიკითხე, მართლა დიდი მადლობა. თუ გგონია რომ ვიღაცა ქევანიშვილის ფრაზა ამიღია ეგრე გეგონოს, მე რაში მედარდება. წარმატებებს გისურვებ და მშვიდ საღამოს. ვნებების დაცხორბას კიდე. ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. სამწუხაროა. მე და შენს შორის განსხვავება კიდე ისაა, რომ ვინმეს სამტროდ არ ვკითხულობ მოთხორობებს. ძალიან მკაცრადაც შემიფასებია, მაგრამ შემთხვევით მიპოვია. ახლა ეს არ დამიწერია. მე რომ ვაფასებ მთავარი გვერდიდან და ნაწარმოებების გვერდიდან ვპოულობ და ისე ვკითხულობ და შენ კონკრეტულად ჩემი მოძებნე და ლამის ყველა ნახე მგონი. მადლობა რომ წაიკითხე, მართლა დიდი მადლობა. თუ გგონია რომ ვიღაცა ქევანიშვილის ფრაზა ამიღია ეგრე გეგონოს, მე რაში მედარდება. წარმატებებს გისურვებ და მშვიდ საღამოს. ვნებების დაცხორბას კიდე.
22. მოცალეობის ჟამი მაქვს =)
და ვააჰ მე =))
დიახ, დიახ, სწორად გახსოვს, რეკლმაში ასეა: ,,იქ, სადაც მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება" (მმ)
ოღონდაც ,,დაბრალება" რა შუაშია საერთოდ? =) სადმე ვთქვი, რომ ამან შთაგაგონა ან რეკლამის იდეა-არსი გადმოიღე, ან.. ან..
ნუთუ შორს დგას შენი ეს ნაწერი და ,,ბაუნტის" რეკლამა ერთმანეთისგან =)
რაც შეეხება ქევანიშვილის მაგ ფრაზას, მერწმუნე, ვერანაირად ,,დაგაბრალებდი" ვერაფერს. უბრალოდ, გამახსენდა
და გგონია, ჩემზე ყურადღებით წაიკითხა ვინმემ ეს ნაწერი? =))
ეჭვი კარგი რამეა =) მოცალეობის ჟამი მაქვს =)
და ვააჰ მე =))
დიახ, დიახ, სწორად გახსოვს, რეკლმაში ასეა: ,,იქ, სადაც მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება" (მმ)
ოღონდაც ,,დაბრალება" რა შუაშია საერთოდ? =) სადმე ვთქვი, რომ ამან შთაგაგონა ან რეკლამის იდეა-არსი გადმოიღე, ან.. ან..
ნუთუ შორს დგას შენი ეს ნაწერი და ,,ბაუნტის" რეკლამა ერთმანეთისგან =)
რაც შეეხება ქევანიშვილის მაგ ფრაზას, მერწმუნე, ვერანაირად ,,დაგაბრალებდი" ვერაფერს. უბრალოდ, გამახსენდა
და გგონია, ჩემზე ყურადღებით წაიკითხა ვინმემ ეს ნაწერი? =))
ეჭვი კარგი რამეა =)
21. ბელგრადის მოჩვენების კომენტარზე მივხვდი და გამახსენდა ახლა მეც ეგ რეკლამა. ამის დაწერისას მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია. და საერთოდ ეგ ფრაზა არის მე როგორც მახსოვს არვიცი სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება. ხომ არ ვცდები? რაღაცა უნიჭო დაბრალების მცდელობები გაქვთ. არ ვიპარავ ამას არავისგან და ბაუნტის რეკლამა და ეს მOტხრობა შინაარსობრივად ძალიან შოს დგას ერთმანეთისგან და თვიტონ ფრაზებიც კი. მთხრობელის სულში ცხოვრობს მისი სიყვარული და მისთვის ცოცხალია ის პიროვნება და მაში ცოცხლობს. მოთხრობის მთელი აზრი იყო ის რომ შენ იქამდე ხარ ცოცხალი სანამ ახსოვხარ და სხვა ადამიანების გულში ცხოვრობ. სწორედ ეს იყო მთავარი აზრი, მაგრამ თქვენ ხომ ბაუნტის რეკლამებიდან ეძებოთ ფრაზები და ადაროთ ჩემს ფრაზებს. საერთოდ სანამ არ დაწერეთ არ მახოსვდა ეგ რეკლამა. და არანაირ შუაში იყო ჩემს მოთხრობასთან. და რაც შეეხება "ცა ფეხად ჩამოდის", ბოდიში თუ შედარება გამოვიყენე თავსხმა წვიმასთან. თქვენ რომ გისმინოთ კაცმა, მშრალი ენით უნდა ვწერო მოთხრობები. მე როგორც მინდა ისე ვწერ და რა შედარებას თუ მეტაფორას თუ რა ფანტაზიის ნაყოფსაც მინდა იმას გამოვიყენებ. არანაირი ცუდი გაგებაო და ამაზე საშინლად ჯერ არავის წაუკითხავს ჩემი მოთხრობა. ეჭვი მეპარება რაღაც თქვენს კეთილ სურვილებში. ბელგრადის მოჩვენების კომენტარზე მივხვდი და გამახსენდა ახლა მეც ეგ რეკლამა. ამის დაწერისას მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია. და საერთოდ ეგ ფრაზა არის მე როგორც მახსოვს არვიცი სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება. ხომ არ ვცდები? რაღაცა უნიჭო დაბრალების მცდელობები გაქვთ. არ ვიპარავ ამას არავისგან და ბაუნტის რეკლამა და ეს მOტხრობა შინაარსობრივად ძალიან შოს დგას ერთმანეთისგან და თვიტონ ფრაზებიც კი. მთხრობელის სულში ცხოვრობს მისი სიყვარული და მისთვის ცოცხალია ის პიროვნება და მაში ცოცხლობს. მოთხრობის მთელი აზრი იყო ის რომ შენ იქამდე ხარ ცოცხალი სანამ ახსოვხარ და სხვა ადამიანების გულში ცხოვრობ. სწორედ ეს იყო მთავარი აზრი, მაგრამ თქვენ ხომ ბაუნტის რეკლამებიდან ეძებოთ ფრაზები და ადაროთ ჩემს ფრაზებს. საერთოდ სანამ არ დაწერეთ არ მახოსვდა ეგ რეკლამა. და არანაირ შუაში იყო ჩემს მოთხრობასთან. და რაც შეეხება "ცა ფეხად ჩამოდის", ბოდიში თუ შედარება გამოვიყენე თავსხმა წვიმასთან. თქვენ რომ გისმინოთ კაცმა, მშრალი ენით უნდა ვწერო მოთხრობები. მე როგორც მინდა ისე ვწერ და რა შედარებას თუ მეტაფორას თუ რა ფანტაზიის ნაყოფსაც მინდა იმას გამოვიყენებ. არანაირი ცუდი გაგებაო და ამაზე საშინლად ჯერ არავის წაუკითხავს ჩემი მოთხრობა. ეჭვი მეპარება რაღაც თქვენს კეთილ სურვილებში.
19. არ ვიცი სად ვმთავრდები ან შენ სად იწყები<<აქ რა გამახსენდა, შენც მიხვდები =))
და როგორც ჩემი გურული ბებია იტყოდა ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს<<
,,„ცა ფეხად ჩამოდის“ - ჩემს სამშობლოში ნიშნავს - თავსხმაა."
გეტყობა, ახალბედა რომ ხარ. (არანაირი ცუდი გაგება) =)
არ ვიცი სად ვმთავრდები ან შენ სად იწყები<<აქ რა გამახსენდა, შენც მიხვდები =))
და როგორც ჩემი გურული ბებია იტყოდა ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს<<
,,„ცა ფეხად ჩამოდის“ - ჩემს სამშობლოში ნიშნავს - თავსხმაა."
გეტყობა, ახალბედა რომ ხარ. (არანაირი ცუდი გაგება) =)
18. მადლობა გაიხარე :) მადლობა გაიხარე :)
17. პ.ს მომეწონა...:))))) პ.ს მომეწონა...:)))))
16. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
15. მე და მარტოობა -ეს განცდა არასოდეს მქონია, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი, ავტორს წარმატებებს ვუსურვებ. მე და მარტოობა -ეს განცდა არასოდეს მქონია, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი, ავტორს წარმატებებს ვუსურვებ.
14. ნუცი მადლობა. დადუ შენც მადლობა მართალი ხარ, რომ გამისწორე, მერე ჩავასწორებ, მეზარება ახლა. და მედეა თქვენც მადლობა წაკითხვისთვის და ყურადღებისთვის. გულიდან დავწერე და ვწუხვარ თქვენში ყალბის ასოციაციას თუ ტოვებს. ნუცი მადლობა. დადუ შენც მადლობა მართალი ხარ, რომ გამისწორე, მერე ჩავასწორებ, მეზარება ახლა. და მედეა თქვენც მადლობა წაკითხვისთვის და ყურადღებისთვის. გულიდან დავწერე და ვწუხვარ თქვენში ყალბის ასოციაციას თუ ტოვებს.
13. მინდოდა რაღაც კარგი მენახა... საცერი...ასოციაცია.... ყალბია... მომიტევეთ... (ოჰ, ეს მრავალი სამწერტილი.) მინდოდა რაღაც კარგი მენახა... საცერი...ასოციაცია.... ყალბია... მომიტევეთ... (ოჰ, ეს მრავალი სამწერტილი.)
12. პირველივე აბზაცში იმდენი შეცდომაა, ვერ გავქაჩე, მომიტევეთ...
ჭუჭრუტანას ვერ გამოაღებ... ჭუჭრუტანა ხვრელია და იმიტომ... რაც მანდ გიწერია ეგ ღრიჭოა.. პირველივე აბზაცში იმდენი შეცდომაა, ვერ გავქაჩე, მომიტევეთ...
ჭუჭრუტანას ვერ გამოაღებ... ჭუჭრუტანა ხვრელია და იმიტომ... რაც მანდ გიწერია ეგ ღრიჭოა..
11. ნაცნობი შეგრძნებაა! ,,მეფეს დაპაიკს ერთ ყუთში ყრიან" რატომღაც ეს გამახსენდა . ნაცნობი შეგრძნებაა! ,,მეფეს დაპაიკს ერთ ყუთში ყრიან" რატომღაც ეს გამახსენდა .
10. მადლობა შეფასებისთვის. დავიხვეწები კიდე იმედია :* <3 მადლობა შეფასებისთვის. დავიხვეწები კიდე იმედია :* <3
9. მადლობა შეფასბისთვის. დავიხვეწები კიდე იმედია :* <3 მადლობა შეფასბისთვის. დავიხვეწები კიდე იმედია :* <3
8. გასაგებია ეგ სულიერი განწყობა... მოგიტანია...:) უბრალოდ ოსტატობა აკლია...:-*
სხვების ცხოვრება ძველ ალბომს გავს, რომელსაც ინტერესით ან სულაც უინტერესოდ ათვალიერებ… ძალიან სევდიანი ფრაზააა....+2 გასაგებია ეგ სულიერი განწყობა... მოგიტანია...:) უბრალოდ ოსტატობა აკლია...:-*
სხვების ცხოვრება ძველ ალბომს გავს, რომელსაც ინტერესით ან სულაც უინტერესოდ ათვალიერებ… ძალიან სევდიანი ფრაზააა....+2
7. აჰა მგონი ჩავასწორე. ვიპოვე. უბრალოდ მივეჩვიე, რომ რედაქტირების ლინკი ტექსტს სადმე ქვევით აქვს :D მადლობა შენიშვნებისთვის :) აჰა მგონი ჩავასწორე. ვიპოვე. უბრალოდ მივეჩვიე, რომ რედაქტირების ლინკი ტექსტს სადმე ქვევით აქვს :D მადლობა შენიშვნებისთვის :)
6. აუუ ორჯერ დაიპოსტა. ნათია მადლობა როგორ გავუკეთო რედაქტირება?! ვერ მივხვდი ახალი ვარ და ვერ გავარკვიე, როგორ ხდება რედაქტირება. აუუ ორჯერ დაიპოსტა. ნათია მადლობა როგორ გავუკეთო რედაქტირება?! ვერ მივხვდი ახალი ვარ და ვერ გავარკვიე, როგორ ხდება რედაქტირება.
5. ხო და აივნიდან გახედვაზე არ გეთანხმები, აივნიდან შეიძლება ისე გავიხედეო და ქვევიდან ვიღაც მეძახდეს და არამარეს სულ არ გავყურებდე. შევეპეჭე მე მომწონს ეგ ტერმინი, ცა ფეხად ჩამოსვლა იმიტომ განვმატრე, რომ მაინც ბევრმა არ იცის ხოლმე, გააჩნია საიდან არის წარმოშობით და თქვენ იცით, მაგრამ ბევრმა მართლა არ იცის. სახელად ელისო კი საჭიროდ მივიჩნიე, იმის ხაზგასასმელად, რომ "დეიდა" ჩამოშორდა მის სახელს. და ბარემ აქ დავწერ იმ შეცდომებს რისი გასწორებაც მინდა. -არავის უყვარდა / თ-ს გარეშე ვერ ვივიწყებ - ვი- გამომრჩა თქვენთვის უცნობი -თვის გამოვტოვე ასე წერისას პ.ს.-ში გადავწყვიტე - ტ მაქვს გამორჩენილი იმდენად - და მაკლია ბოლოში
მოკლედ სავსეა შეცდომებით ვაღიარებ. პუნქტუაციურ და საერთოდ გრამატიკულ შეცდომებს ვიზიარებ, დანარჩენს არა. ხო და აივნიდან გახედვაზე არ გეთანხმები, აივნიდან შეიძლება ისე გავიხედეო და ქვევიდან ვიღაც მეძახდეს და არამარეს სულ არ გავყურებდე. შევეპეჭე მე მომწონს ეგ ტერმინი, ცა ფეხად ჩამოსვლა იმიტომ განვმატრე, რომ მაინც ბევრმა არ იცის ხოლმე, გააჩნია საიდან არის წარმოშობით და თქვენ იცით, მაგრამ ბევრმა მართლა არ იცის. სახელად ელისო კი საჭიროდ მივიჩნიე, იმის ხაზგასასმელად, რომ "დეიდა" ჩამოშორდა მის სახელს. და ბარემ აქ დავწერ იმ შეცდომებს რისი გასწორებაც მინდა. -არავის უყვარდა / თ-ს გარეშე ვერ ვივიწყებ - ვი- გამომრჩა თქვენთვის უცნობი -თვის გამოვტოვე ასე წერისას პ.ს.-ში გადავწყვიტე - ტ მაქვს გამორჩენილი იმდენად - და მაკლია ბოლოში
მოკლედ სავსეა შეცდომებით ვაღიარებ. პუნქტუაციურ და საერთოდ გრამატიკულ შეცდომებს ვიზიარებ, დანარჩენს არა.
4. ხო და აივნიდან გახედვაზე არ გეთანხმები, აივნიდან შეიძლება ისე გავიხედეო და ქვევიდან ვიღაც მეძახდეს და არამარეს სულ არ გავყურებდე. შევეპეჭე მე მომწონს ეგ ტერმინი, ცა ფეხად ჩამოსვლა იმიტომ განვმატრე, რომ მაინც ბევრმა არ იცის ხოლმე, გააჩნია საიდან არის წარმოშობით და თქვენ იცით, მაგრამ ბევრმა მართლა არ იცის. სახელად ელისო კი საჭიროდ მივიჩნიე, იმის ხაზგასასმელად, რომ "დეიდა" ჩამოშორდა მის სახელს. და ბარემ აქ დავწერ იმ შეცდომებს რისი გასწორებაც მინდა. -არავის უყვარდა / თ-ს გარეშე ვერ ვივიწყებ - ვი- გამომრჩა თქვენთვის უცნობი -თვის გამოვტოვე ასე წერისას პ.ს.-ში გადავწყვიტე - ტ მაქვს გამორჩენილი იმდენად - და მაკლია ბოლოში
მოკლედ სავსეა შეცდომებით ვაღიარებ. პუნქტუაციურ და საერთოდ გრამატიკულ შეცდომებს ვიზიარებ, დანარჩენს არა. ხო და აივნიდან გახედვაზე არ გეთანხმები, აივნიდან შეიძლება ისე გავიხედეო და ქვევიდან ვიღაც მეძახდეს და არამარეს სულ არ გავყურებდე. შევეპეჭე მე მომწონს ეგ ტერმინი, ცა ფეხად ჩამოსვლა იმიტომ განვმატრე, რომ მაინც ბევრმა არ იცის ხოლმე, გააჩნია საიდან არის წარმოშობით და თქვენ იცით, მაგრამ ბევრმა მართლა არ იცის. სახელად ელისო კი საჭიროდ მივიჩნიე, იმის ხაზგასასმელად, რომ "დეიდა" ჩამოშორდა მის სახელს. და ბარემ აქ დავწერ იმ შეცდომებს რისი გასწორებაც მინდა. -არავის უყვარდა / თ-ს გარეშე ვერ ვივიწყებ - ვი- გამომრჩა თქვენთვის უცნობი -თვის გამოვტოვე ასე წერისას პ.ს.-ში გადავწყვიტე - ტ მაქვს გამორჩენილი იმდენად - და მაკლია ბოლოში
მოკლედ სავსეა შეცდომებით ვაღიარებ. პუნქტუაციურ და საერთოდ გრამატიკულ შეცდომებს ვიზიარებ, დანარჩენს არა.
3. იველინა, საიტი გაძლევთ იმის ტექნიკურ საშუალებას, რომ ტექსტის რედაქტირება მოახდინოთ :) იველინა, საიტი გაძლევთ იმის ტექნიკურ საშუალებას, რომ ტექსტის რედაქტირება მოახდინოთ :)
2. კიდე არის შეცდომები, რომელებიც არ გიხსენებიათ და წერისას გამომრჩა. ჩავასწორებდი, მაგრამ აქ არ სწორდება სამწუხაროდ. : ( სამართლიანი შენიშვნაა. აქ გამოვაყვენე პირველად, ახვა მალე გავდივარ და აქ შემიძლია ჩავასწორო და აქ ჩავასწორებ :) http://www.ireporter.ge/2011/07/15/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/
კიდე არის შეცდომები, რომელებიც არ გიხსენებიათ და წერისას გამომრჩა. ჩავასწორებდი, მაგრამ აქ არ სწორდება სამწუხაროდ. : ( სამართლიანი შენიშვნაა. აქ გამოვაყვენე პირველად, ახვა მალე გავდივარ და აქ შემიძლია ჩავასწორო და აქ ჩავასწორებ :) http://www.ireporter.ge/2011/07/15/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/
1. წარმოგიდგენიათ მარტოობასთანაც კი მარტო, რომ დაგტოვებენ<<<წარმოგიდგენიათ, მარტოობასთანაც კი მარტო რომ დაგტოვებენ. დადასრული<<<დასასრული. შევძვერი<<< მძიმე აკლია შევეპეჭე<<< არალიტერატურულია ავირ-დავირე<<< ავირ-დავირიე არვიცი<<< არ ვიცი აივნიდან გავიხედე და გავყურებდი არემარეს<<< აივნიდან გავყურებდი არემარეა უკვე ნიშნავს, რომ გაიხედე ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს<<< ისედაც ვიცით ანუს გარეშე იგივენაერად<<< იგივენაირად მომენტებს<<< მძიმე აკლია ადრე უბრალოდ ლამაზი გოგონა სახელად ელისო იყო<<< სახელად რაღად უნდა?
დავიღალე, იმდენი შეცდომაა :)
წარმოგიდგენიათ მარტოობასთანაც კი მარტო, რომ დაგტოვებენ<<<წარმოგიდგენიათ, მარტოობასთანაც კი მარტო რომ დაგტოვებენ. დადასრული<<<დასასრული. შევძვერი<<< მძიმე აკლია შევეპეჭე<<< არალიტერატურულია ავირ-დავირე<<< ავირ-დავირიე არვიცი<<< არ ვიცი აივნიდან გავიხედე და გავყურებდი არემარეს<<< აივნიდან გავყურებდი არემარეა უკვე ნიშნავს, რომ გაიხედე ცა, რომ ფეხად ჩამოვა ანუ წვიმს<<< ისედაც ვიცით ანუს გარეშე იგივენაერად<<< იგივენაირად მომენტებს<<< მძიმე აკლია ადრე უბრალოდ ლამაზი გოგონა სახელად ელისო იყო<<< სახელად რაღად უნდა?
დავიღალე, იმდენი შეცდომაა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|