ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2011


ფორიაქა ხელებს (დედას)

დედი, დამახურე ჩემი ფიქრების საბანი,
შემომიკეცე ოცნებების ფრთები...
მე რომ მეგონა, სინამდვილე ისეთი არ არის,
ჰოდა, დამიფარე, თორემ შევემსხვრევი.
ყალბი რეალობა ბორკილებს მადებს
და
ახლა მეშინია ამ სიყალბის...
დედი, მე სულ სხვა ყვავილის სურნელებას ვაფრქვევ
და
არავის მოვგავარ შენით...
გზაზე არ მივდივარ,
ბილიკებს მივყვები...
სად მიდის, არ ვიცი ჯერაც...
ჩემი თანამგზავრი გამხდარან სიტყვები და
შენი უჩვეულო მზერა...
შემომიკეცე ოცნებების ფრთები...
მარტო შენ გჭირდები მეოცნებე...
ეს მხოლოდ სხვებისთვის გახუნდნენ ფერები...
მე კი:
გაზაფხულებს შევეხიზნე...
ოღონდაც ფრთებს უმალ დამაჭრიან,
თუკი დამინახეს...
ჰოდა, დამიმალე...
ამ ჭრელი ხალხისთვის, დედი, სად მცალია...
მეძინება და ჩემი ფიქრების საბანი დამაფარე...
გალაქტიკისხელა სიკეთეს რომ იტევ,
ვიცი, ერთგულ დარაჯად მეყოლები...
და თუ სინამდვილე მე აღარ დამინდობს,
მიშველის შენი ფორიაქა ხელები...
დედი, გაზაფხულებს ვეშვილეთ ორივე...
სად ჩვენ და სად:
გულმომწურველი სინამდვილე?..
იქარონ ქარებმა...
მე და შენ ყვავილთა
სურნელებას ვინაწილებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები