ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2011


ანი

თვალებში ჩახედე საკუთარ თავს, ანი!
გაიგე, რა ხდება მაგ შენი საკუთრების გარშემო.
როგორ არსებობ, როცა არ ქრის ქარი ან სიო
და სუნთქავ შენნაირების ნასუნთქ ჰაერს?!
(თითქოს არ გყოფნიდეს საკუთარი ნახშირორჯანგი).
გამოდი ახლა მაგ კედლიდან,
სადაც ოდესღაც ჩაიშენე შენივე თავი
სხვა დასაყრდენი რომ არ იყო.
ასეც არ იყოს,  შეიცვალა კაცობრიობა;
მათ (ნაბიჯებით უკან-უკან) დაიწყეს დევნა
მომავალი ქმრების, შვილების.
და ჩვენ თუ არა, ქვეცნობიერს დღემდე ხომ სჯერა,
რომ ეს სამყარო სამი კუს და ბეჰემოთის საკუთრებაა,
სწამს, მათ ჭკუაზე რომ ტრიალებს დედამიწა
და თუ კიდესთან მიიწევა გადავარდება.
ან, სხვებს თუ არა საკუთარ თავს მაინც სჭირდები
ჰოდა გადმოდი მაგ კედლიდან,
სანამ ჯერ კიდევ პიტნისთვალა ხარ,
ჩაიხედე საკუთარ თავში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები