ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: იუმორისტული
23 ივლისი, 2011


,,ბედი მექალთანესი"

მომენატრა ალერსი და
ანანოსთან მივედი,
კოცნის ჟინი ამეკიდა
რომ დავლიეთ მცირედი.

ჩემს კოცნას ვერ ეღირსები
მკაცრად ამბობს ანანო
ხელი ვის ჰკრა, გეფიცებით
მწარედ უნდა ვანანო!!!

დარდიანი მივადექი
სახლში ,,ერთგულ“ სალომეს,
შევედი და: ,,ეს ვინ არის?
რა მიქენი სალო ეს?!“

გავიქეცი ლიკასთან
სახლთან ხალხი შევნიშნე
,,ძმაო რიგში ჩადექი
ისე აქ ვინ შეგიშვებს!“

კაცი ლამის გავცოფდი
დავადექი ტანიას
სახე დიდი არაფერი
მაგრამ კაი ტანი აქვს.

მიპასუხა: ,,გაგახსენდი,
მოგენატრა ტანია?!
შენს ვაგონში უკვე სხვა ზის
პაკა დასვი დანია“

მივადექი ქეთის ვარდით
გამოაღო კარი და
,,ეკლები ძლივს ამომიღეს
ამ ფაქიზი ტანიდან“

ბოლოს თიკოს დავურეკე
გრძნობა ლექსით განვავრცე
,,ალო თიკოს მეუღლე ვარ
ვინ ხართ ან რა გადავცე?!“    ტუ..... ტუ.... ტუ.....
_____________________
ასეთია  თურმე  ბედი
ხალხნო  მექალთანესი
ბოლოს მხოლოდ ოცნებაში
ძალუძთ ქალის ალერსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები