ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2011


გარდავიცვალე...

გარდავიცვალე!
უსახლკარო ლოდნი მახრჩობს,
არ დავიცალე!
ძველებურად არ ვითხოვ პასუხს...
ცივ მელოდიებს შეეხიზნათ ცოდვილი სტროფი,
ეჰ, მერამდენედ დამიცლია ნაცნობი "შტროფი".

მოლოდინია უსახლკარო ცოდვებით სავსე,
დახეულ ლექსებს აღარ ვუმზერ ნოსტალგიებით,
გარდავიცვალე სიმარტოვით, ფიქრით აღსავსე
და გთხოვთ გარდაცვლილს პატივი მცეთ არ მოძიებით...

ჩითის ტილოზე დახატულან ცხოვრების წლები,
შორს, უდაბნოში მოგზაური წყლის წვეთებს ხვეტავს,
გარდავიცვალე! მიწად იქცნენ დაე ეს ძვლებიც,
გარდაცვალებით გადაღლილი ლექსებად ვწვეთავ...

გაყინულ კედლებს თვალის გუგა ეხება თითქოს,
კვლავ მიშტერებით ვუახლოვებ სიავეს მზერას,
ჩუმ ვაკუუმში ჩაკეტილი სიგარეტს ვითხოვ,
და აღარაფრის მოლოდინში არაფერს ვგევარ.


საბა დვალი 27.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები