ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2011


***

რაღაც უცნაური მსურდა დამეწერა,
რაღაც უიმედო ფიქრით გაჩენილი,
ჩვენი წამები რომ ფურცლად აღიწეროს
ბედნიერად უნდა ვიყო გაჩენილი.

უსასრულობა თუ ფეხქვეშ გამითელავს
არ ნიშნავს რომ არ მაქვს გულში სინანული
მე რომ ყოველივე თქვენთვის შემიწირავს
დროა სანაცვლოდაც მერგოს სიხარული,

ვთვლი და ვითვლი წამებს
თითქოს უსათუო,
რაღაც უუნარი ფიქრი გამჩენია,
წუთი წამებს მისდევს
მე კი უღვთო მონას,
ჩემი სინანული დარდად დამრჩენია,

თუკი სასმელს ვსვავ და
თუ კი ვცოდავ ასე,
თუ კი ყოველივე ფეხქვეშ გამითელავს
დაე ყოველივე მექცეს სამახსოვროდ
დაე ყოველივეს ვყავდე გასათელად,

ასე უაზრობით ვიღწვი უსასრულოდ
ბოლოს დასასრული მიკვირის განაჩენის
მე ხომ მონა ვარ და
როგორც მონას შვენის
ღვთსთვის მიმინდვია უკვე დნარჩენი,

საბა დვალი 13.07.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები