ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2011


ადამიანობის შემდეგ.....

,,არანაირი ლიტერატურა არ ღირს ადამიანობაზე უარის თქმად.
თუმცა ადამიანობაზე უარის თქმა - ღირს ლიტერატურად.’’
                                                              კატო ჯავახშვილს ეწერა ეს.....
გვირილად ვიღვიძებ....
ნიავის ქროლაზე ფიქრებად ვიშლები: გიყვარვარ?....არა?....
მზისგულავ, სად ხარ?

მგელი ვარ.
ტყე- ღრეში დავძრწი...  სულ  დავეძებ 
საკბილოს და მთვარეს შევყმუი  ჩემს  ამაოებას....
მოძმე რომ მჭამდა.

( და ღმერთი რომ კაცად...
დღეს ამას არ ვიტყვი, რადგან...)

ადამიანობის შემდეგ ..... ერთი საფეხურით მაღლა რომ ავიწევ,
ანგელოზივით ფრთამოღუღუნეს....
ეგ ვინ  დაგავალა? .......

ადამიანობის შემდეგ.....
კაციდან ღმერთამდე, ვამბობდი,
ადამიანობა საამისოდ სრულიად კმარა.
                                                              2011წ. 26 ივლისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები