ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2011


ჩვენ

ლექსები არ მაქვს თურმე შვილებზე,
-საინტერესო,
-დავფიქრდი.
-ისინი ხომ ყველგან არიან?
-დავდივარ, ვწევარ,
თავისთავად იგულისხმება მათი ყოფნა,
იქ, სადაც მე ვარ.
-მე კი არა-ჩვენ:
-ერთი, თან სამი...
აღარც კი მახსოვს, ის დრო,
მარტო როდის ვიყავი.
ერთი...თან სამი...
-რა მოგვერევა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები