ნაწარმოებები


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2011


შეუჩვეველი ფიქრი

მზე მოჰგავს სოფლის ორღობეში გაზრდილ გოგონას,
სავსეს, შეურყვნელს...
შენც ისე გეგრძნე, როგორც მე გგრძნობ,
როგორ მინდოდა...
დახარბებული ნესტოებით შენაც გესუნთქე.
უმისამართო წერილივით დავხეტიალობ -
აღმა, ხან დაღმა...
მაწვალებს კითხვა:
რატომ ვარ? რისთვის?..
უშენოდ სულში გვირილები ლამის გადახმა...
მართლა ვერაფრით შევიჩვიე უშენო ფიქრიც...
მზე მოჰგავს სოფლის ორღობეში გაზრდილ გოგონას -
სადას, უბრალოს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები