ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2011


ლექსები

მეგობრობა  და  სიყვარული

მოდი ვაჯობოთ ვისაც უკვე აღარ ვახსოვართ
და უფრო დიდხანს შევუნახოთ გულს მათი ხსოვნა,
ვინც მეგობრობის საკურთხევლის წმინდა ხანძარი
ჩაანავლა ან დავიწყების წლებით დატბორა...

ან ვაპატიოთ თუ გავიგეთ სხვა კერპს აუგო,
- ვისაც ვუყვარდით, - ხელახალი საკურთხეველი...
არ გეჭაშნიკათ პანთეიზმის იდეა ჩემი?
- მაშ, შეუკურთხეთ მოღალატეს მაშინ გამჩენი!

2 აგვისტო, ელიაობა, 2011 წ.


J A P A N

ქრიზანთემას ჰქვია „კიკუ“...
ნუ იცინით,
- ის „მაიკო“ არ არის და
ეს - ჰაიკუ.

2 აგვისტო, 2011


„მაიკო“ - ახალგაზრდა გეიშა
„ქრიზანთემა“ (chysanthemum) - ოქროს ყვავილი (ლათ.)
„კიკუ“ - ქრიზანთემა (იაპ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები