ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2011


გვირილებთან მივდივარ (სახუმარო)

არ წახვიდე...
დამელოდე...
ხომ გითხარი: მოვდივარ.
რა შორსა ხარ...
მაგრამ ასე
გულთან რატომ მგონიხარ?
გამიგონე...
გამაგონე
შენი სუნთქვის რიტმები...
მზერა თან გამომაყოლე,
ამადევნე ფიქრებიც...
დამელოდე...
რა ხანია
მხოლოდ შენკენ მოვრბივარ...
მარტო ერთხელ გნახავ, თორემ...
მართლა გიჟი როდი ვარ?..
გნახავ:
სიტყვებს გაგაყოლებ...
ჩემს ნამზეურ ღიმილსაც...
მერე წადი...
მე ისედაც:
გვირილებთან მივდივარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები