ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 აგვისტო, 2011


საქართველოს საუკეთესო დაცვა ქრისტიანობის დაცვაა !!!!!

ჩემი აზრით ივერია მაშინ გაბრწყინდება, როდესაც ყოველი ქართველი მზად იქნება იმისთვის, რომ სიკვდილს ეძიებდეს ქრისტესთვის, ქრისტიანობისთვის! როდესაც ნებისმიერ ქართველს შეეძლება დასთმოს ყოველი ღვთისთვის , საკუთარი თავიც ,დედაც მამაც, ძმაც, დაც , შვილიც, მეუღლეც, მეგობარიც და ასე შემდეგ...!!! დავით მეოთხეზე ამმბობდნენ, რომ იყო უშიშ ვითარცა უხორცო!!! ვახტანგ გორგასალს ეკუთვნის სიტყვები-ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის!!! თამარი საქართველოსთვის, ქრისტიანობის დაცვისთვის ცხოვრობდა და ლოცულობდაო, მეტიც ქვის სარეცელზე ეძინა თურმე დედოფალს!!!
·ჰოდა, იმას დავამატებდი, რომ საქართველოს საუკეთესო დაცვა ქრისტიანობის სიწმინდის დაცვაა!!! ვისაც სურს ძლიერი საქართველო იხილოს- წმინდად უნდა აღასრულოს ყოველი ქრისტიანული წესი!!! კიდეც უნდა იმარხულოს, კიდეც უნდა ეზიაროს, არასდროს მოიტყუოს, არც უღალატოს არავის- პირნათლად დაიცვას ათი მცნება!!!! არ შესცოდოს ღვთის გულისათვის, საქართველოს გულისათვის, საკუთარი სულისთვის!!! ქრისტესთვის, ღვთისმშობლისთვის!!! აი დაახლოებით მაშინ გავბრწყინდებით !!! მე ვიტყოდი, რომ საქართველო არის ისეთი წერტილი მსოფლიოში რომელსაც ყველაზე მეტი ეშმაკი ებრძვის!!! მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია გავიმარჯვოთ მათზე, თუ ვილოცებთ, ( საერთოდ ლოცვა ყველაზე მეტად აკეთილშობილებს ადამიანს) თუ ვიქნებით თავმდაბალნი!! თუ ქრისტესთვის სიკვდილს დავუწყებთ ძებნას, თჲ ვიქნებით უშიშნი -ვითარცა უხორცონი!!! ეს ცხოვრება წამია! მთავარია რას მოიმუშაკებ საუკუნოდ, ანუ იმ ცხოვრებისთვის!!! მთავარია ვიყოთ ღმერთთან, მთავარია მოვხვდეთ სამოთხეში!!! მამა გაბრიელს აქვს ასეთი ნათქვამი, ადამიანი პირდაპირ სამოთხეში ხვდება, თუ ის ქრისტიანობის დაცვისთვის მოკვდება!!! ასეთი სიკვდილისთვის ღირსი უნდა გახდე! ვერ მოკვდები, რაც არ უნდა ეძიო, თუ უღირსი ხარ! ამიტომაც ვახტანგ გორგასლის სიტყვები -ეძიებდეთ სიკვდიოლს ქრისტესთვის-ნიშნავს ეძიებდეთ სამოთხეს! ხოლო დავით აღმაშენებელზე რომ თქმულა იყო უშიშ, ვითარცა უხორცო- ნიშნავს ის სიკვდილს ეძებდა ქრისტესთვის!!!! აი , ასეთები უნდა ვიყოთ!!! ქრისტიანობის დაცვისთვის, ქრისტესთვის სიკვდილისთვის ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ

    პ.ს. ამ ყველაფერს დღევანდელი პრეზიდენტი და მთავრობა ყოველმხრივ ცდილობს რაც შეიძლება დაგვაშოროს!!! ამათი წუწკი რეჟიმი გადასაგდებია!!! ვინც ქრისტიანობა ბაპტიზმს და ათას მამაძაღლობას გაუთანაბრა მან უარჰყო ქრისტე და ანტიქრისტე აირჩია!!! როდესაც ამას ერი აფიქსირებს სამართლებრივად, იურიდიულად -ეს იგივე ღვთის უარყოფაა და ეს იგივე სულიწმიდის მგმობელობაა ღვთისმშობლის წილხვედრი ერის მიერ (სახელმწიფოს მიერ) !!! ვილოცოთ , რომ ღმერთმა არ დაგვსაჯოს!!! ვილოცოთ, რომ ცეცხლმა არ იწვიმოს საქართველოში, ან საშინელი მიწისძვრა, უბედურება არ მოხდეს !!! თავიდანვე ვიცი, ბევრი ამას ბოდვად ჩამითვლის...ღმერთმა აპატიოს მათ...აუცილებელია დიდი სინანული და დიდი მიტევება!  ყოველი ადამიანისთვის აუცილებელია სიტყვის დროს სიტყვა, ლოცვის დროს ლოცვა, საქმის დროს -საქმე!!!  ჰოდა , ახლავე შევუდგეთ!!! 
ღმერთმა გვიშველოს!

პ.ს. კარგა ხანია აქ არ შემოვსულვარ!  საქართველოს მთავრობის მიერ ქრისტიანობის ათას მამაძაღლობასთან გათანაბრებამ ლექსის წერის და კითხვის ყოველგვარი ხალისი დამიკარგა...

კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოს საუკეთესო დაცვა ქრისტიანობის დაცვაა!!! 
ყოველი საქმე,  სიყვარული, თუ  პატრიოტული ლექსი რწმენის და ქრისტიანობის გარეშე უბრალოდ წყლის ნაყვაა! მოტყუებაა ,  სიბინძურეა!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები