ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2011


მე როგორც პოეტი…

მე როგორც პოეტი…  არა ვარ ნამდვილი,
უბრალოდ მიტაცებს რითმების თანწყობა,
იღლება გარემო ერთგვარი ჰანგებით
და მერე იცვლება ზოგადი განწყობაც…
ყოველი წამი და ჩასუნთქვა ყოველი,
დამძიმდა ჰაერიც, თითქოს დაიცლება,
მე ვდგავარ უმიზნოთ, არაფერს მოველი,
ვდგავარ და ყოველი რომ გარდაიცვლება,
იღვიძებს ფიქრებში უმანკო ძახილი,
და ისევ კითხვებით ბნელდება წარსული,
ვხვდები რომ უაზროდ შევკარი მარხილი,
და ასე უაზროდ წლებია გასული…

საბა დვალი 01.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები