ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2011


ვედრება

შემოგავედრებ ჩემს სახელს
ღვთივგანბრძობილო დედაო,
ობოლი სული მოვსულვარ
შემოვედრებას ვბედავო.

სად არ ვიარე სნეულმან
სად არ ვეძებე იმედი,
შემოვიარე  ქვეყანა
ბოლოს შენს ხატთან მივედი.

შენს წმნდა ხატებს ვავედრებ
ჩემს დაობლებულ სულსაო,
შენს სადიდებლად მოვედი
მუხლის მოდრეკა მსურსაო!

შენა ხარ დედა ყოველთა
შემრიგებელი ძმათაო,
უღირსად შეგთხოვ ეგება
მეც დამაფარო კალთაო.

ნუგეში მისცე იქნება
ამ ცოდვით სავსე გულსაო
ივერის წმიდა მფარველო
შემოგავედრებ სულსაო.

შენს დიდებაში დავლევ სულს
მარიამ ღვთისა მშობელო,
მეოხი მეყავ უფლის წინ
ღვთიური მადლის მფლობელო.

დედაო მადლი ღვთიური
ჩემშიც ჩანერგე მცირედი
ამივსე გული სიცოცხლით
და დამიბრუნე იმედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები