ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2011


უსასრულობა

დანაშაულზე წასწრებულივით ამეწვა ლოყა,
როცა შენ შემხვდი ჩემი ქუჩის კუთხეში ერთ დროს...
მას მერე დამაქვს შემოხედვისგან წაკიდებული ცეცხლი:
თვალებით...
შენ ხომ არ იცი...
ანდა საიდან უნდა იცოდე:
რომ ვერ ამოგშლი ვერასოდეს
ჩემი ცხოვრების ეტაპებიდან...
და ყველა დილა იწყება შენით...
და შენი დილაც ჩემით იწყება,
ანუ ვიწყებით
და გვსურს გაგრძელდეს ეს დასაწყისი ძალიან დიდხანს,
მანამდე, სანამ ჩემი თვალები ატარებენ იმ იდუმალ ცეცხლს,
შენ რომ ოდესღაც წამიკიდე ქუჩის კუთხეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები