ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


ჩემი სამზითვო

ვაგროვებ ფიქრებს...
და ფურცლებზე გადმომაქვს მერე,
ხელნაკეთი ყელსაბამივით...
სიტყვებთან თამაში მოვიგონე,
რომ მარტოდმარტო არ მეგრძნო თავი...
ვაგროვებ სიტყვებს...
მარგალიტებივით რომ გამებნენ მინდორში
და თუ დროზე არ ავკინძე, არ ვიპოვე,
სამუდამოდ დამეკარგებიან მწვანე ბალახებსა და
მინდვრის ყვავილებში...
ვაგროვებ სიზმრებს...
უფრო ხშირად, ვაგროვებ ნატვრებს...
შიგადაშიგ ვურევ ოცნებებს
და ამ კოქტეილს თაფლის გემო აქვს -
იმდენად ტკბილი, რომ ოდნავ მწარეა...
ვაგროვებ...
რომ მერე...
იქითურ სამყაროში
მზითევად წავიღო ჩემი შეგრძნებები...
.....................................................................
ძალიან მდიდრული მზითევი მაქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები