ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


ფერიცვალება

ვარდისფერ ნისლში წვიმას ხატავს ჩემი ოცნება,
ფერიცვალება დაათენდა აგვისტოს სიცხეს,
ეს სისხლი მიდუღს ლურჯ ძარღვებში, ეს გემოვნება
მუზით სიმწვანეს გაყვითლებულ მორევში ვითრევ

ცისფერი ყანწით შეისმება ეს სადღეგრძელო,
არც სიმეტრიას, არც სამყაროს კანონებს ვიცავ
გაწითლებული დღეს დავხატე მე საქართველო,
გულს ამოვიგლეჯ და ჩავუდგავ ამ ნახატს ვფიცავ

თავის ფერი აქვს ყველაფერსო ნეტავი ვინ სთქვა?!
ექვსი ფერია ამ სტროფებში ასე გავბედე,
მე ჩემს სამყაროს, ჩემ ფერებში, ჩემითვე ვრითმავ
დღეს ამ ნახატში საკუთარი სული ჩავბერე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები