ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2011


ლუ

გამოიღვიძე!
გამოიღვიძე სანამ წასვლას დავაპირებდე,
და სანამ უშენობა ძალას წამართმევს.

ტკივილები პერიოულად გულს რომ უტევენ,
პერიოდულად რომ მახსენებს სევდა თავს ხოლმე,
ყველა კარს ვკეტავ, შენც გიკრძალავ შემოსვლას და ჩემთან შეხებას,
რადგან არ ვიცი ვებრძოლო თუ უნდა დავნებდე
რაღაც მტკივნეულ ფიქრსისმაგვარს
ტვინის უჯრედებს რომ აწვება ახლაც.

ბედნიერების მეშინია-მეთქი  სულ ასე ვამბობ,
ლუ სულ გაქცევის ცდაში ვარ და ტკვილს ვიგონებ.
არ მიმატოვო, არ წახვიდე სულ ამას გთხოვ და
სინამდვილეში მე რომ აქ ვარ ეგეც არ მახსოვს.

ლუ, მე არარსებული ტკივილები მაწუხებს ხოლმე,
ლუ ამიტანე, გამიძელი, ლუ არ წახვიდე,
გადავაგოროთ სირთულეც და სხვა დანარჩენიც.

ლუ მე არაფერს არ ვგრძნობ ხოლმე, ხანაც ყველაფერს,
ლუ ამიტანე,
ან უბრალოდ გადამიტანე.

ლუ უბრალოდ გამომაღვიძე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები