ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2011


*****

აი ისევ გამაღვიძა... სხეულზე შემეხება თუ არა წამებში ვგრძნობ მის მოსვლას.. სასიამოვნოდ მეხება, მაგრამ ძილის გატეხვა არასდროს მსიამოვნებს.. შენ რა გინდა, როდის უნდა ისწავლო ჭკუა?! გგონია რადგანაც ლამაზი ხარ ყველაფერი გეპატიება?! დიდი ხანია გაიღვიძე ხო თავად?! მერე ჩემს გარდა სათამაშო ვერავინ ნახე?!

იცი შენ რამდენი ხანი ვწერდი გუშინ.. ლამის მთელი ღამე გავათენე... სხვათაშორის შენ იყავი ჩემი შთაგონების წყარო.. ხო ხო შენზე ვწერდი... შენ რა გენაღვლება ალბათ მაგ დროს არხეინად გეძინა.. შეიძლება ხვრინავდი კიდეც.. ხო ისე მართლა ხვრინვა იცი?!..

დამადექი ხო ახლა ასე თავჩაღუნული... ეს კარგი იცი ხმას არ იღებ და მეც მერე თანდათან ვეღარ გეჩხუბები... ხო კარგი კარგი ნუ იბუტები მიპატიებია... ხო იცი რა გული მაქვს დიდხანს გაბრაზება არ მჩვევია.. კარგი ავდგები გარეთ გამოვალ და მოვავლოთ თვალი ერთად ქვეყანას...

მზე ხმას არ იღებდა, მგონი ძალიან ცუდი ტონით ვესაუბრე.. ალბათ ძალიან ეწყინა, თუმცა შორს არ წასულა და დამალვასაც არ აპირებდა... როგორც  უნდა გაბრაზებულიყო ის მაინც მზეა და არ შეიძლება ამ ერთ წყენას თავისი ამდენი წლის ტრადიცია და საყვარელი საქმიანობა შესწიროს... მისი ყოველი ამოსვლა ხომ ჩემი სიცოცხლისადმი სიყვარულს და პატივისცემას დღითიდღე აორმაგებს... მერედა რა თბილია.. რა ნათელია... სახელიც ზედგამოჭრილია ,,მზე“... ხშირად ვუბრაზდები, ხშირად არ მომწონს მისი საქციელი, მოურიდებელი შემოჭრა, ზედმეტი სითბო ან ზოგჯერ მთელი კვირით დაკარგვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მე მის ამოსვლას ყოველთვის ერთნაირი აღტაცებითა და სიხარულით ვხვდები.. იგი ჩემთვის ყოველი სიცოცხლის საწყისი და ცოცხალი დასტურია... ის ჩემი მზეა...

ზოგჯერ დავფიქრებულვარ: ,,რა ვარ მე უმზეოდ“ არაფერი.... არ მიყვარს სიცივე და სიბნელე ამ ყველაფერს მე მზით ვმკურნალობ.. მე მზიანი ღამეც მინახავს.. არ გჯერათ?! ხო თქვენ ვერ გაიგებთ არადა მე მართლა მინახავს და ბევრი მზიანი ღამე მქონია... ჩემი მზე თქვენსას არ ჰგავს.. მას ღამე არ აშინებს და არც თქვენს დოგმად ქცეულ ჩარჩოებს ემორჩილება.. ჩემი მზე ყოვლისშემძლეა და ამიტომაც არის ჩემი... მე ეგოისტი ვარ ჩემ მზეს არავის გავუყოფ და არც დაუთმობ მითუმეტეს. ვიცი, რომ ყველა ოცნებობთ ასეთ მზეზე.. ჰოდა ეძებეთ...
ეს ჩემი მზეა ... ის მე ვიპოვე..!!!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები