ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2011


დროს არა აქვს ფასი (მეუღლეს)

მიყვარდა და რადგან, დროს არა აქვს ფასი,
მოვიყვანე ცოლად, ჩემი თავის მსგავსი.
ჭირვეული გახდა, მორჯულება მწადის,
ახლა ჩემი ქალი ორი სული დადის.
მაპატიოს დრომ და უფასობა ვკადრე,
მომეყვანა ნეტავ, ცხრა თვით უფრო ადრე.

მერე ჩემო კარგო, გაიზრდება როცა,
ჩვენ რომ დავბერდებით, შვილიშვილებს ვფიცავ,
სწორედ მაშინ სოფი, დროს არა აქვს ფასი,
როცა ბავშვი იტყვის: "ბაბუის სულს ვფიცავ".
ჭირვეული გახდა, მორჯულება მწადის,
ახლა ჩემი ცოლი გაბერილი დადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები