ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2011


ვაჟაო...

ვაჟაო, რით ვეღარ მოგხიბლე,
რაითვინ მიწუნებ მთების შვილს?
მო, სანამ არაგვი მოდიდდა.
დალალს დავიშლი და დაგიცდი.
ვაჟაო, სიცოცხლე წამია,
შენთან მსურს გავლიო ეს წამიც,
უშენოდ სულში სულ ქარია,
მთებივით ბოლომდე გიწამე.
ვაჟაო, რა იქნა, შავღონდი,
მოდი და მომტაცე ნაღველი...
და სანამ არაგვი მოდიდდა,
გამხადე ვაჟიკას მშობელი.
ვაჟაო, რით ვეღარ მოგხიბლე?
რაითვინ დამიძვირ ღიმილი?
გრძნობა ხომ ზვავივით მოდიდდა,
მო და დამიყუჩე ტკივილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები