ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: თარგმანი
25 აგვისტო, 2011


(***) ნონა მესხი

***
ვიცი, ოდესმე დაგარქმევ სახელს,
ანდა თბილ მზერას შევეფეთები
შენსას... და ვიცნობ უთუოდ ნაკვთებს
სახის, ან ვეღარ... ასე, შემთხვევით,

იქნებ, წარსულში გახსენო სულაც,
ჩვენ ორს რომ ერთ დროს გულით გვიყვარდა,
აღარ ვზოგავდით რომელშიც გრძნობებს,
ახლა კი დაგვრჩა სადღაც მყინვართან

ხსოვნის... და იქვე შენი სახელიც
და ყველა, რაზეც გვიოცნებია,
სიცილ–კისკისი... პირბადრი მთვარე
რომ დაჰყურებდა კოცნას ვნებიანს...

იქნებ ოდესმე ინებოს ღმერთმა,
ამქვეყნად შეყრა ჩემი და შენი,
ან იქნებ მხოლოდ დიდი ხნის მერე,
ასი წლის მერე შეხვედრა გველის.

ვიცი, ოდესმე დაგარქმევ სახელს,
(ხსოვნას ამ მზერის აღდგენა უჭირს...)
მე წვით და თრთოლვით ხელი თუ გახლე,
მე კოცნით თუკი დამისკდა ტუჩი –

ვიცი, ოდესმე დაგარქმევ სახელს!..


ნონა მესხი


***
Когда нибудь я имя назову твое....
и взгляд твой нежный встречу
черты лица узнаю твоего
а может, не замечу,

а может, назову его я в прошлой жизни....
в той, что со страстью мы любили
в той, что мы чувств не берегли
и потому теперь забыли

забыла имя я твое
забыла все, о чём мечтали
и как любили под луной
о чём смеялись вечерами

а может, даст Господь еще
нам в этой жизни обвенчаться
а может через двести лет
нам суждено лишь повстречаться

я имя назову твое
напомни только взгляд его
я буду бережно касаться
я буду страстно целоваться

когда узнаю имя я твое….


Нонна Месхи



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები