ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: თარგმანი
14 ოქტომბერი, 2017


(***) ნონა მესხი

***
რა თავში ვიხლი ან ოცნებებს ანდა ვარსკვლავებს,
დიდი ხანია მათი ხილვა აღარ მახარებს.

სველია მინა... სირცხვილისგან სახეალეწილ
აისსაც რისი იმედი აქვს, თვითონ არ იცის.

მე ვიგრიხები, როგორც კიბე შიშველ რკინაზე,
დამჭედო იქნებ მაგ ლურსმნებით შენი სინაზის.

არ დაგავიწყდეს ხის ლამაზი მოაჯირებიც,
რომ გადმოვარდე, წამოდგომა გაგიჭირდება.

გადავიღალე! თუ გამიძლეს მყიფე ტოტებმა,
მინდა ველური ვენახივით ზეცას მოვება.

მინდა გავლიო აღმავალი მზისკენ სავალი,
რომ თქვან: „დაიწვა! იყო, მაგრამ ახლა არ არის!..

და არ შევიგრძნო ეს ტკივილი – მთლად რომ აგიტანს,
სულ უწვრილესი, უწვრილესი ნაწილაკითაც!..

ნონა მესხი



***

Звезды, грезы,
Кому это надо?
Я давно уже, ничему не рада
Вопли окон, рассвет
Покрасневший
От стыда и уже без надежды…

Извиваюсь!
словно бешеная лестница.
Забивай же, гвозди своей
нежности,
не забудь перила выстроить.
Свалишься тебе не выстоять…

Достало!
Как я устало!
Цепляться за хрупкие ветки,
лозою виться к небу.
Чтоб подняться к солнцу.
И сгореть. От его света.
Чтоб сказали…ее больше нету!

И больше не чувствовать боли
Даже самой маленькой клеткой…

Нонна Месхи

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები