ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2011


ჩვენია


თვითონ მიწა ხარ!
მიწაზეც დგახარ!
დედამიწა კი...-შენს სიყვარულზე.
დღეს ამაზე აღარც დაობენ
და გადასცემენ ცოდნას, თუ რწმენას,
შემდეგ თაობებს.
მოკვდები?...ისევ მასში ჩაგდებენ,
საგულდაგულოდ შეერევა მიწას სხეული,
დედამიწა კი,... დიდხანს იდგება
საუკუნეებს გადაწეული.
სულ მარტივია ამოცანის
ერთადერთი სწორი პასუხი:
სიყვარული არ იმარხება!
მსუბუქდება და ცაში ასული,
წონასწორობას უნარჩუნებს ჩვენ დედამიწას.
რაც უფრო მეტად გაიჟღინთება სივრცე ამგვარად,
უფრო დიდია გარანტიაც... -კაცობრიობა
მოსალოდნელი კატასტროფისგან,
იქნას დაცული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები