ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
27 აგვისტო, 2011


ზა–ზუ–ნა

მე ზაზუნა ვარ,
ზა-ზუ-ნა,
მიწაში მიდევს
ბინა,
ზამთრის სარჩოზე
არ ვზრუნავ,
მთელი ზამთარი
მძინავს.

არ მეშინია
სიცივის,
სორო მაქვს თბილზე
თბილი,
არც დიდთოვლობის
შიში მაქვს,
არც ქარბუქის და
ყინვის.

ზაფხულს ქეიფში
ვატარებ,
სიმსუქნეს სულ არ
ვჩივი.
მე ზაზუნა ვარ,
ზა-ზუ-ნა,
თხუნელას ბიძა-
შვილი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები