ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2011


<><><>(მზე.ალიონი.ქუჩა.მასივი.)

მზე.
ალიონი.
ქუჩა.
მასივი.
ნაწვიმარი გზა.
თითქოს ეწევა
ვიღაც ყალიონს;
ორთქლით ავსილი
ცის კიდურები
-დილის ფერწერა.
მაღვიძარის ხმა
(რეკავს მესამედ).
ზუსტად ასეთი წასვლა კარიდან
მე მეჯავრება ჭირის დღესავით.
და საათს ვუცქერ: რა დრო გავიდა.
......................................................
ისევ ვერ ცდება მწვავე ბუნებრივ
მოვლენებს ლექსი-მალე იწვიმებს,
მაგრამ ოთახში შენ მეგულები
და არხეინად ვხვდები სიცივეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები