ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2011


ქარ და ქარ

ქარ და ქარ ვიარე...
კარ და კარ...
მეტკინა ზურგი და ხელები...
მროზგავდნენ სიტყვებით და
შემოხედვებით...
ამიტომ მეტკინა...
და მაინც:
ჯიუტად,
თავნებად,
ხანდახან:
ცრემლითაც...
ვიარე...
დავდივარ...
მე ვიცი:
წინ კიდევ ბევრია სავალი...
ეკალიც ბევრია
და: ნარიც...
მტკიოდეს...
კვლავ ვივლი:
ღი-ღი-ნით...
ქარ და ქარ ვიარე...
კარ და კარ...
კლდე და კლდე...
ეკლიან და ვიწრო ბილიკით...
ვიარე... დავდივარ და
მტკივა...
და მტკივა ზურგი და ხელები...
მე მაინც ვღიღინებ
ყველაზე მშვენიერ სიმღერას,
რომ:
ისევ მიყ
ვარ
ხართ;
რომ კვლავ:
გე
ფე
რე
ბით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები