ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2011


"პახმელია"

სავსე საფერფლე წაქცეულ ბოთლებში
მღერის სტივ ვანდერი რაღაც დაბალ ხმაზე,
უხერხულობა თანაც არეული
სარკიდან ამღვრეული თვალები იყურება,

კვამლით ჩაბურული კადრები მახსენდება
უცხო სუნამო წყალმა ჩამომბანა,
ჩალურჯებული ძილის არტერია
ქალის სადღეგრძელო მაგრად გამომადგა,

იისფერ ოთახში მთვრალი სტრიქონები,
სპირტმა გადახსნილი ვენები ადღეგრძელა,
მე მთვრალ სიფხიზლეს აღარ ვემონები,
აგვისტომ ლურჯი სისხლით დღესაც მადღეგრძელა

განთიადს პახმელიამ ნაფაზი შეურია,
ცისფრად ილესება სუსხით განთიადი
ჭადარს ლამპიონის შუქზე აჟრიალებს,
ლექსში გავათენე დილა ჟანგიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები