საქმე არა გაქვთ? რას ჩამომსხდარხართ ამ ყანაში, მოლაღურებო, მზით მოხალულ ხორბლის მარცვლებს რას აკნატუნებთ? თანაც, ჭორაობთ: ყაყაჩოებზე, ფურფუჭებზე, ფარსმანდუკებზე და ”რას ამბობ, ქააო” - პატარა თავებს აკანტურებთ... საქმე არა გაქვთ? აფრინდით ახლა, წამომყევით ღრუბლიაანთა, საჭორაოს იქაც რა დალევს.
რა ხდება ერთი, იმათ თავსა, გავიგო აბა! ქორწილი აქვთ თუ დღეობაი, ნათლობა აქვთ თუ ძეობაი... ელვებს - ჩინ-მედლებს და ჟინჟილებს აჟღარუნებენ, ჭექენ და ქუხან: ჩვენა ვართ და ეს ჩვენი ცაო... მაგათმა მზემა, არ დაგვპატიჟეს, ეგრე სადაა?!
აფრინდით, გეყოთ ხორბლის კნატუნი, მოლაღურებო, ღრუბლიაანთა კარგი სუფრა იშლება-ხოლმე: ეს - მწნილიო, ეს -ხავიწიო, ეს - მინდვრის მხალი, ღანძილიო, ნაზუქებიო... რომელი ერთი ჩამოვთვალო... ახლა ღოლოს შეჭამანდი?! ახლა ცოცხალი?! ყოველ ღამით ხომ, მაგათ ჩადგმულ კოკოზებში, ლურჯდაკრული ვარსკვლავები ციმორებივით ებმებიან და ფართხალებენ... ღვინო კი... ღვინოს ნუღარცა მკითხავთ: გინდ ატენური, გინდ თავკვერი - ისეთია, როო, ყელში ჩიტივით ჭიკჭიკებს და სულ არაკებად გარაკრაკებს. მეც, ამ ტიალ წუთისოფელში, მეტი რა მინდა? ავრაკრაკდები, არაკებს ვიტყვი, ისეთ სიმღერას შემოვძახებ, თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და: ”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” - ჩაიქირქილონ.
მერე, ერთმანეთს დაერევიან ღრუბლიაანთი, ასე იციან... აჟღარუნდება კიდევ ერთხელ ჩინ-მედლები და ჟინჟილები და რა თქმა უნდა, გაწვიმდება. რამ შეგაშინათ? ეგენი მალე მიიძინებენ - ღრუბლიაანთი. თქვენ მერე ნახეთ!
შემოგორდება მზის ჩარდახი, თვალებს მოგჭრით, ისეთ ჩახჩახა ჩინჩხლებს გაჰყრის, მოლაღურებო! მოჩახჩახდება თქვენს ყანაში და იქიდან, ამ ჩახჩახა ჩარდახიდან, ცხელი ზაფხული გადმოგოგდება- ფერ-უმარილ-პომადიანი - როგორც ფუფალა. ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს და ამ მთისას მოგიყვებათ, და იმ ბარისას, და ამ ქართლისას მოგიყვებათ, და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ.
...აგე, ხომ ხედავთ, მაინც წამომცდა, გულისგულში რაც მიფუთფუთებს, არ კი მინდოდა, მაგრამ, რას ვიზამთ, ხდება ასეცა, ათასში ერთხელ, მოლაღურებო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ჩამოვიდა ზაფხული მზის ჩარდახით და სულში შემომიჩახჩახდა, ლელავ! ++++5 ჩამოვიდა ზაფხული მზის ჩარდახით და სულში შემომიჩახჩახდა, ლელავ! ++++5
27. მართალია, თქვენს შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ წაკითხულ ლექსთაგან ეს საუკეთესოა! სულიერი სიწმინდე და ღვთიური სილამაზეა თავიდან ბოლომდე. მიხარია, რომ ხართ! :) მართალია, თქვენს შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ წაკითხულ ლექსთაგან ეს საუკეთესოა! სულიერი სიწმინდე და ღვთიური სილამაზეა თავიდან ბოლომდე. მიხარია, რომ ხართ! :)
25. ეს რა სილამაზე გამომრჩენია? :-* არადა შენებს არ ვტოვებ ხოლმე :) სულს მითბობენ...მეახლობლებიან... 55555! ეს რა სილამაზე გამომრჩენია? :-* არადა შენებს არ ვტოვებ ხოლმე :) სულს მითბობენ...მეახლობლებიან... 55555!
24. ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
31 აგვისტო, 2011
ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
31 აგვისტო, 2011
23. ყანები ემი ტკივილია ყანები ემი ტკივილია
22. რა მადლიან-მარილიანი ქართულით წერ, რა უშუალოდ, ძალდაუტანებლად... მართლაც, მორაკრაკებს ენაც, აზრიც, სათქმელიც... რა მადლიან-მარილიანი ქართულით წერ, რა უშუალოდ, ძალდაუტანებლად... მართლაც, მორაკრაკებს ენაც, აზრიც, სათქმელიც...
21. მეც, ამ ტიალ წუთისოფელში, მეტი რა მინდა? ავრაკრაკდები, არაკებს ვიტყვი, ისეთ სიმღერას შემოვძახებ, თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და: ”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” - ჩაიქირქილონ.
ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს და ამ მთისას მოგიყვებათ, და იმ ბარისას, და ამ ქართლისას მოგიყვებათ, და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ. რა საყვარელი..უსაყვარლესი.... და მე აქ დავამთავრებდი ეტყობა ლექსს.
მეც, ამ ტიალ წუთისოფელში, მეტი რა მინდა? ავრაკრაკდები, არაკებს ვიტყვი, ისეთ სიმღერას შემოვძახებ, თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და: ”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” - ჩაიქირქილონ.
ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს და ამ მთისას მოგიყვებათ, და იმ ბარისას, და ამ ქართლისას მოგიყვებათ, და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ. რა საყვარელი..უსაყვარლესი.... და მე აქ დავამთავრებდი ეტყობა ლექსს.
20. სუფთა! 55555 სუფთა! 55555
19. მსუყე,ტკბილი,თბილი,მონატრებული.... :) მსუყე,ტკბილი,თბილი,მონატრებული.... :)
18. დიდი მადლობა ყველას:) ნ-ი-კ-ი, თარიღებს რომ არ ვაწერ?:) დიდი მადლობა ყველას:) ნ-ი-კ-ი, თარიღებს რომ არ ვაწერ?:)
17. მაოცებ ლელავ მართლა მაოცებ
ერთი რაც მაინტერესებს ამ ლექსის შექმნის თარიღია
ნუ 5 ქულა დაუფიქრებლად ცხადია მაოცებ ლელავ მართლა მაოცებ
ერთი რაც მაინტერესებს ამ ლექსის შექმნის თარიღია
ნუ 5 ქულა დაუფიქრებლად ცხადია
16. ამ გვერდზე შემოსვლა ძალიან შემიყვარდა...აქ სულ სხვა სამყაროა :) ამ გვერდზე შემოსვლა ძალიან შემიყვარდა...აქ სულ სხვა სამყაროა :)
15. ლელ, მაოცებ შენი ამოუწურავი ფანტაზიით, საოცარი ემოციურობით და უმშვენიერიესი ლექსებით:) ლელ, მაოცებ შენი ამოუწურავი ფანტაზიით, საოცარი ემოციურობით და უმშვენიერიესი ლექსებით:)
14. მშვენიერია! მადლობ:) მშვენიერია! მადლობ:)
13. ”რას ამბობ, ქააო” - პატარა თავებს აკანტურებთ... როგორ შეიცხადეეეს?...:))))
ცხელი ზაფხული გადმოგოგდება- ჩამოგიჯდებათ, და მოგიყვებათ - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ. შენც იმ მზისა ხარ პოეტო ქალო...:-* 55555
”რას ამბობ, ქააო” - პატარა თავებს აკანტურებთ... როგორ შეიცხადეეეს?...:))))
ცხელი ზაფხული გადმოგოგდება- ჩამოგიჯდებათ, და მოგიყვებათ - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ. შენც იმ მზისა ხარ პოეტო ქალო...:-* 55555
11. სასიამოვნო ლექსია:) :-*
სასიამოვნო ლექსია:) :-*
10. საოცარია. ძალიან......ძალიან. იმდენი გრძნობა აირია ჩემში ახლა. თქვენთან ისეთ ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან ბუნება და ადამიანი, რომ გეფიცებით, თქვენი გვერდიდან "გაკეთილშობილებული" გავდივარ.
"ისეთ სიმღერას შემოვძახებ, თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და: ”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” - ჩაიქირქილონ." _ რა საყვარელია!
"მერე, ერთმანეთს დაერევიან ღრუბლიაანთი, ასე იციან... აჟღარუნდება კიდევ ერთხელ ჩინ-მედლები და ჟინჟილები და რა თქმა უნდა, გაწვიმდება."
მმმმაგარი. საოცარია. ძალიან......ძალიან. იმდენი გრძნობა აირია ჩემში ახლა. თქვენთან ისეთ ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან ბუნება და ადამიანი, რომ გეფიცებით, თქვენი გვერდიდან "გაკეთილშობილებული" გავდივარ.
"ისეთ სიმღერას შემოვძახებ, თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და: ”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” - ჩაიქირქილონ." _ რა საყვარელია!
"მერე, ერთმანეთს დაერევიან ღრუბლიაანთი, ასე იციან... აჟღარუნდება კიდევ ერთხელ ჩინ-მედლები და ჟინჟილები და რა თქმა უნდა, გაწვიმდება."
მმმმაგარი.
9. ძალიან კარგია ძალიან კარგია
8. მართლა შემოგევლე, ლელა. დიდებული პოეტი ხართ და მაოცებთ. მართლა შემოგევლე, ლელა. დიდებული პოეტი ხართ და მაოცებთ.
7. ძანიან მაგარად წერთ, გაუპრანჭავობა და სილაღე აქვს ტქვენ ლექსებს, ეს მომწონს ძალიან. ძანიან მაგარად წერთ, გაუპრანჭავობა და სილაღე აქვს ტქვენ ლექსებს, ეს მომწონს ძალიან.
6. შესანიშნავი ლექსია! შესანიშნავი ლექსია!
5. მიყვარს შენი ლექსები, ლელა! გაიხარე! 5 მიყვარს შენი ლექსები, ლელა! გაიხარე! 5
4. შენც მოგანგლულხარ... :) რა ძალიან კარგი ლექსია ! :-* შენც მოგანგლულხარ... :) რა ძალიან კარგი ლექსია ! :-*
3. ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს და ამ მთისას მოგიყვებათ, და იმ ბარისას, და ამ ქართლისას მოგიყვებათ, და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ.
მართლაც რომ ასე გადავაყოლეთ... + ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს და ამ მთისას მოგიყვებათ, და იმ ბარისას, და ამ ქართლისას მოგიყვებათ, და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ.
მართლაც რომ ასე გადავაყოლეთ... +
1. ...აგე, ხომ ხედავთ, მაინც წამომცდა, გულისგულში რაც მიფუთფუთებს, არ კი მინდოდა, მაგრამ, რას ვიზამთ, ხდება ასეცა, ათასში ერთხელ, მოლაღურებო... :)რა კარგი ხარ! ...აგე, ხომ ხედავთ, მაინც წამომცდა, გულისგულში რაც მიფუთფუთებს, არ კი მინდოდა, მაგრამ, რას ვიზამთ, ხდება ასეცა, ათასში ერთხელ, მოლაღურებო... :)რა კარგი ხარ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|