ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2011


ნარკომანი(ა)

არაფერი აღარ დაგრჩა ცხოვრებაში,
მხოლოდ ფიქრი,რომ საშინლად დაიღალე.
გახსოვს დედა გაძინებდა ბავშვობაში
გახსოვს დილით იღვიძებდი მომღიმარი.

არაფერი ცხოვრებაში აღარ გინდა
უკვე ფიქრშიც აღარ გახსოვს სინანული.
იცი?შენი არსებობა ალბათ ღირდა,
გახსოვს გოგო,რომ შეგეძლო სიყვარული.
ადრე დღეებს,რომ ხატავდი ოცნებებში-
მოფარფატე პეპლლებივით ლამაზ ფიქრებს
ისიც გახსოვს რომ თვითონვე გადამალე
ეს ოცნება,მერე ყველა დაივიწყე.
მეგობრები?  მოიძულე სამუდამოდ,
ყველაფერი გაფანტე და დაიღალე,
მიწიერი სიხარული აირჩიე,
ამით ყველა გაწირე და გააწამე.

ახლა მხოლოდ წარსულია შენი სახლი,
აწმყო უკვე უფერული ფრაგმენტია...
დედას ისევ უსირცხვილოდ პირში ახლი
ნარკომანს რომ წამლის ფული დაგელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები