ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2011


არაფერს!

მე ახლა არაფერს არაფრად ვაგდებ
და ისევ არაფრის ლოდინში ვჩერდები,
წარსულის კალენდარს მომავლით ვადგენ
და ისევ არასდროს, არავის ვედრები,
ცხოვრების წლები ხომ ტილოა უბრალო,
რაც უფრო ძველია აფასებ მით უფრო,
რამდენი წელია გასული საბრალო,
ფიქრებში დრო გადის ჩქარჩქარა და უფრო...
საათის ისრებსაც ეხვევათ თავბრუ და
ჩერდება ისარი სანამ სამს მიაღწევს,
მე მართლა არ ვიცი რა მინდა, რა მსურდა,
თუ ჩვენც არ გავჩერდით ალბათ ასს მივაღწევთ.

ღამეა... რატომღაც ვეძებდი სტრიქონებს,
ეს მთვარეც ანათებს რაღაცა უცხო ფერს,
რას ვწერდი, რას ვამბობ, ან და რას ვიგონებ?
არ ვიცი, არ მახსოვს, ან სულაც არფერს!

საბა დვალი 23.08.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები