ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭორფლიანი გოგოო
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ცვალებადობა / ზღვარზე

  ხელში ხურდები გადათვალა და მაღაზიისკენ გაიხედა.
ბოშა დაინახა,უსიამოვნო შეგრძნებამ ტანში დაუარა და თვალი მაინც ვერ მოწყვიტა.
_გოგონა,შენ უკვე დაკარგე ადამიანი_არცთუ გამართული საუბრით ამცნო. 
ყელი სიმშრალემ ჩაფხოჭნა,ტუჩებთან მარილიანი გემო აილოკა.
ხურდამ ბოშის ხელში სასწრაფოდ გადაინაცვლა.ხელებით გრძელი კაბა აიკეცა და გაიქცა.ეგონა,გამოსავალს მიაგნო.
სადღაც გაგონილი ფრაზა ამოუტივტივდა გონებაში:
"აღარც კი მახსოვს,ბოლოს როდის ვიყავი ბავშვი."



-ზღვის ხმა გესმის?  შ... შშშ.. შშშშშ...
_რაღაცნაირი აურა გაქვს,დაუჯერებლად ახლო და თბილი.
_მიქცევების პერიოდი იწყება ზღვაზე.
_გამირბიხარ დროდადრო და ვერ ვხვდები,რატომ?
_ბოლოს საგიჟეთის ეზოში წვიმიან გუბეებში რომ ვირბინე შიშველი ფეხებით,მაშინ მეგონა,ყველაფერი ისევ კარგად იყო.მთელი დღე მშვიდად მეძინა,გახსოვს?
_ხელები გამეყინა,მიშელ
_ანუ,დროა უჩემო ცხოვრება ისწავლო.
_რატომ კვნესი ძილში?
_გამხმარი ფოთლები მესიზმრება.იცი?ზაფხული ალბათ უფრო ბოშებისააა,მე კი შემოდგომა შემიყვარდა. დავბერდი ალბათ.
გახსოვს,სავსემთვარეობისას როგორ გეყინებოდა სისხლი?
_მაპატიე.
_რა არის პატიება?მიყვარხარ და ეს ყველაზე ძლიერია.
_მე შენ მიმატოვებ,როცა საბოლოოდ მიხვდები,რა უძლური ხარ ჩემთან.



_შეიძლება,დაგხატო?
_?
_უბრალოდ ზიხარ და ეწევი.. მწვანე თვალები,მოკლე ,ქერა თმა,წითელი პომადა და სიგარეტი-ეს ყველაფერია.
_ვიხსენებ,მე და ჩემი კლასელი ბიჭი როგორ ვავლებდით გამყოფ ხაზებს მერხზე.
_მხოლოდ ეგ?
_რატომ არ უჩნდებათ კაცებს უკან მიხედვის სურვილი,როცა ქალისგან მიდიან?  .  ისინი ვერასდროს მიხვდებიან ....  ...
_ზღვის ხმა გესმის?... შ..  შშ.. შშშშშ,....
_მე ვხედავ.
_ეგონა,მშვენივრად გამომივიდა გიჟის როლი,მე კი მართლა გავგიჟდი. მისი სუნი ამდიოდა. , მერე წამოვედი,ძუ ლომის რეფლექსები მიჩნდებოდა..
_ჰმ. თლილი,გამჭვირვალე ჭიქა მახსენდება. ვუყურებდი და ვმშვიდდებოდი. ცეცხლს მხოლოდ წყალი აქრობს,არა?მეც ვხატავდი,ვწერდი .. მე.. მე... აღარასდროს ვიზამ ამას,მე უნდა ვიცხოვრო!...
_ყოველდღე ვჯდებოდი ავტობუსში,ექვსი გაჩერების შემდეგ სკვერია,იქ ჩამოვდიოდი და  ..  ველოდი.. ის ამ დროს ჩემს სახლთან იდგა. ისიც მელოდა.  მარტო ვიყავი,მაგრამ თავისუფალი. ანუ, ...
    მაგიჟებდა..  იმ საღამოს ნაცნობ კაფეში ვისხედით. მზერით შეწუხება გინახავს? ალბათ მისი ერთერთი იყო,სახელსაც რომ ვეღარ გაიხსენებდა,ისეთი. 
  წამებში გადავდე გაურკვეველი მომავლისთვის ახალი ამბის თქმის მცდელობა. ასეთ მდგომარეობაში ვერც ერთ მდედრობითს ვერ ვიტანდი,არა მხოლოდ მის გარშემო,არამედ მის მიღმაც...  ბოლო წვეთი მისი გამომწვევი ჟესტი აღმოჩნდა.  ბლაგვ დანას იგი არ მოუკლავს,სამუდამო ნიშანი კი ყველას დაგვაჩნდა.  იის სუნი იდგა მაგიდასთან,სისხლში არეული.
  მერე ბევრ ხალხში მხოლოდ მის გრილ ხელს ვგრძნობდი და ბოლოს ისიც წამართვეს.
ჯერ თეთრი პალატა და მერე თეთრი ხალათი იყო.

  სულ მეგონა,ანგელოზები თეთრი და გამჭვირვალე არსებები იყვნენ,ბოლოს მივხვდი_ოქროსფერები ყოფილან და ბრჭყვიალები.  ისევე,როგორც საშობაო მცირე ზომის საჩუქრები..
  არ მინახავს,უბრალოდ მივხვდი.

_ზღვის ხმა გესმის?? ...შშშ.. ..შშშ..  ...შშშშშ... მეძახის.  წავიდე უნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები