 | ავტორი: mrs.smith ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2011 |
,,ადამიანმა აღმოაჩინა ღმერთი და იმ დღიდან ღმერთი გახდა ღმერთი” ნოდარ დუმბაძე ,,აჰ, თქვენ არ იცით, რას ნიშნავს სიამოვნებისთვის თავის გაწირვა, როცა სიკვდილი გაქვს გულში” ონორე დე ბალზაკი
საკუთარი სიკვდილი დაგსიზმრებიათ? გენიალური შეგრძნებაა, მერწმუნეთ. და რადგან ბედისწერის გამოცდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გასართობია, ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. ბოლო დღეებში ისედაც ვგრძნობდი, რომ ჩემოდნებზე ვიცხოვრებდი სიამოვნებით. ერთადერთი, ადგილის შერჩევაღა დამრჩა. იმ სამყაროში, რომელშიც ხალხმა არასდროს იცის, რა უნდა, საკუთარი სურვილების ცოდნა დიდი ფუფუნებაა. წინა ცხოვრებაში მოგზაურობაზე რას იტყვით? შეგრძნებებზე ვნადირობ.
ცხელი ჰაერი ნესტოებს მიწვავს. მართობს ყურება გრძელ, თეთრ ნაჭერში ჩაფლული კაცის, რომელიც ცდილობს, ქერა ქალბატონი შესვას აქლემზე. მზეა ზენიტში. ქალს საშინლად გაფუჭებული თმა აქვს და თავის მოუხერხებლობაზე ხმამაღლა იცინის. თამამად მოუშიშვლებია გულისპირი, რომლიდანაც ზედმეტი ნარუჯისგან ოდნავ დაბერებული კანი მოუჩანს. მაღალია, გამხდარი, მოხდენილი ტანით. გერმანელი უნდა იყოს, ასე მგონია. ფეხს ფეხზე ვიდებ და ოდნავ ირონიას ვაპარებ ღიმილს. რაც მართალია, მართალია: მომენტებით ბოლომდე ტკბობა ყოველთვის გამომდიოდა. ამ დროს ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა აქლემის პატრონს, რაღაც უთხრა და თან შუბლი დაიჩრდილა ხელით. გაიცინეს. მივხვდი, რომ ქალზე იყო ლაპარაკი, ახალგაზრდამ მზერა გამოაპარა ჩემკენ და გვერდით გადგა. მისმა ხორბლისფერმა კანმა და ხვლიკისფერმა თვალებმა იოლად მიიქციეს ყურადღება. ცხოვრება თამაში რომ არ იყოს, მე გავიხდიდი თამაშად. ჯერ ისევ ნამიან ჭიქას ხის დახლზე ვდგამ და ვდგები. -უკაცრავად,-გამოგონილი თავაზიანობით ვეუბნები ქერა ქალს, იმ იმედით, რომ ინგლისური ესმის და აქლემის პატრონს ღიმილით ვანიშნებ, დაჯდომაში მომეხმაროს. თან შავ ჰიჯაბს მუხლამდე ვიწევ. ტაატით მივყავარ ამ არც თუ ისე ლამაზ ცხოველს. სამაგიეროდ, სითბოს სუნი ასდის და ქერა ქალბატონიც ხასიათწამხდარია. რიტმულად მიდის აქლემი. მეც, ჩემდაუნებურად, რიტმულად ვათამაშებ თეძოებს. აი, თურმე რატომ ცეკვავენ აღმოსავლელი ქალები ასე მოქნილად. მომწონს აქლემით სეირნობა. შეგრძნება მაქვს, თითქოს, ქვიშისფერ გვირაბში გავდივარ. სიმშვიდე მოაქვს ერთგვარი. სულ სხვაა ცხენზე ჯირითი. მაშინ ჰაერსაც კი თავისუფლების გემო აქვს. გამოგიტყდებით, პირველად რომ ვცადე აქლემზე დაჯდომა, მეც მოუხერხებლად გამომივიდა, იმ ქერა ქალბატონის არ იყოს. თვეების შემდეგ მივეჩვიე. ჩამოსვლის დღიდან შავი ფერის ტანსაცმელს არ ვიშორებ. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს თავისუფლების შეგრძნება გალიაში ყოფნის დროსაც კი. მძიმედ მიდის აქლემი. შეუბრუნებლად ვხედავ, როგორ ადევნებს თვალს ხორბლისფერკანიანი ჩემი სხეულის ყოველ მოძრაობას. ნეტავ, მისი ცოლი ახლა მართლა მშვიდად გვიყურებს? გაფუჭებული თმა კი აქვს, მაგრამ ხიბლი არ აკლია. რამდენიმე დღეა, რაც შევამჩნიე. ახალი ჩამოსულები არიან, ალბათ. ფრთხილად ჩამოვდივარ. აქლემის პატრონიც მეხმარება და ღრმად მიკრავს თავს. მიყვარს აქაური ხალხი. თმას ხელით ვისწორებ, ჩემი ადგილისკენ მივდივარ და, ვითომ აქ არაფერი, ხვლიკისფერთვალებას მეუღლეს ვუბრუნდები: -ძალიან მშრალი ჰავაა აქ. კანი არ გიშრებათ? ქალი ჯერ იბნევა, ვითომ, ვერ გაიგო, რა ვკითხე, მერე ქერა თავს ოდნავ არხევს უარყოფის ნიშნად და რამდენიმე წამში არც თუ ისე კარგი ინგლისურით ამატებს: -არა. ახალი ჩამოსულები ვართ, -ხართ?-წარბებს ყალბად ვწევ მაღლა. -მე და ჩემი მეუღლე.-მზერით მანიშნა ქმარზე და თან გაბრაზება ჩაისვა თვალებში. ეტყობა, გაახსენდა, წეღან აქლემი რომ წავართვი. -აჰ, უკაცრავად, არ ვიცოდი. -წეღან საკმაოდ უტაქტოდ გამოგივიდათ. პირველად ვჯდებოდი იმ მახინჯ ცხოველზე. ნამდვილად გერმანელია! -მაპატიეთ, დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი, სამწუხაროდ.-ვუღიმი ისე, რომ საუბრის სურვილი ეკარგება და თვითონვე განვაგრძობ:-დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ აქაურობა. -თქვენ სადაური ხართ?-მოგვიახლოვდა მეუღლე, ქალს მიუჯდა გვერდით და შიშველ მხარზე აკოცა მსუბუქად. თან თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გამოგონილი დაბნეულობით სასწრაფოდ ვიფარებ პირბადეს და თვალებს ვხრი: -აჯნაბი!-ინტერესით სავსე დუმილი გაწვა ჩვენ შორის.-ჩვენთვის აკრძალულია უცხო მამაკაცთან საუბარი.-სიგიჟისთვის ყოველთვის სწორადაა შერჩეული დრო. -თქვენ... აქაური ხართ?-დიდი, ცისფერი თვალები ფართოდ გაახილა ქალმა და მე მთელი სიმძაფრით დავინახე მათგან გადმოღვრილი სიცარიელე. -ალბათ, ბევრი გსმენიათ აქაურ ტრადიციებზე. ყველაფერი ზღაპარია.-ვეუბნები გადაჭრით და წასასვლელად ვემზადები. -კი, მაგრამ თქვენ ხომ წეღან აქლემის პატრონს ელაპარაკებოდით თავისუფლად?-ხელით მანიშნებს ქალი თეთრებში ჩაცმულ კაცზე. -მამაჩემია.-ვპასუხობ, თავის მსუბუქი დაკვრით ვშორდები და როგორც კი თვალს ვეფარები, დიდხანს ვიცინი ჩემს სახელდახელოდ მოფიქრებულ ტყუილსა და ქალის ფართო, ცარიელ თვალებზე.
იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. თუ გინდათ, ყველაფერი ჩემს სუსტ მეხსიერებას დააბრალეთ, მაგრამ თავს თუ არ მახსენებენ, იოლად მავიწყდებიან. საშინელი მოწყენილობაა აქ რამაზანის დროს. არა, არც სხვა დღეებშია რამე ხმაურიანი გასართობი, მაგრამ ახლა ყველა დუმილითაა შესუდრული. აჩრდილებივით დადიან. ყოველთვის მაოცებდა მუსულმანთა მორჩილება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეპოქა გაიყინა მათთვის. დაიარებიან ჰიჯაბებში ჩამალული სულებით და დაატარებენ დახუთულ განწყობას. აუხსნელი კრძალვით ვივსები მათ მიმართ, ისინი კი მიყურებენ უფრო მეტი შეშფოთებით, რადგან დემონივით ეშინიათ თავნება ქალების. გინახავთ, როგორ ცეკვავს ალი სუნთქვაზე? მაშინ თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით აღმოსავლელი ქალების ცეკვაში გაცილებით მეტს, ვიდრე თეძოებისა და მუცლის ქნევაა. ყველა დაფარული სურვილი, ყოველი აკრძალული ვნება სათითაოდ ჯდება სხეულში და ტანის მოძრაობასთან ერთად ხელახლა იბადება, რათა იქვე მოკვდეს. ველური ყვავილების სუნი აქვთ აქაური ქალების სუნამოებს. უდაბნოების ქვიშიდან აღმდგარი, ვნებიანი სხეულებით დადიან მზისფერ ქუჩებში, წინა ღამის გემოს, ტუჩებზე შერჩენილს, მალავენ პირბადით. მზერაში უზით ვერდატეული სული. დავდივარ მათსავით ჩაცმული და ყოველი მხრიდან, ყოველ წამს ვაწყდები სურვილმომწყვდეულ თვალებს და თითქოს კივის ყველა: ,,მხსნელო! რაბბი!”
სასტუმროს კაფეში ვზივარ და აღმოსავლური რიტმებით ვტკბები. საკმაოდ გვიანია უკვე. ღამე ჩემთვის დამატებითი სიცოცხლეა.იმდენად შევეჩვიე აქაურობას, თავი მართლა არაბი ქალი მგონია, მაგრამ თუკი ისლამის უპირველესი მცნება მორჩილებაა, ურწმუნო ვყოფილვარ. მართალია, თითქმის სულ გადამავიწყდა ის, სავარაუდოდ, გერმანელი, ქერა ქალბატონი, მაგრამ მისი მეუღლის სურვილიანი მზერის წყალობით, არ გამომპარვია მათი მოსვლა. -აჰ, ისევ თქვენ?-მეუღლის მზერას გამოაყოლა თვალი და იოლად მომაგნო ქალმა.-არ ვიცოდი, ამ სასტუმროში თუ ცხოვრობდით. -არც ვცხოვრობ.-ვუღიმი სანდომიანად და ჩემ გვერდით ვთავაზობ დაჯდომას.-უბრალოდ, სხვაგან ალკოჰოლური სასმელი არ იყიდება. -როგორც ვიცი, დიდი მარხვის პერიოდი გაქვთ ახლა.-წმინდა ევროპული ზიზღით მიყურებს და თვალით ზომავს ჩემი შავი კაბის სიგრძეს თუ სიმოკლეს. -დარწმუნებული ვარ, გამიგებთ, თუკი გეტყვით, რომ ზოგჯერ მიწევს ასე ჩაცმა, თავის ტურისტად გასაღება, რათა სულ ცოტათი მაინც დავტკბე ცხოვრებით.-იმდენად გულწრფელი სახე მაქვს, თანაგრძნობას შეიძლება არა, მაგრამ გაოცებას მაინც ვიწვევ ქალში. -არ მესმის.-მეუბნება და სანამ მეუღლე რამეს მოიტანდეს, ჩემ გვერდით ჯდება. -აჰ, რას გაიგებთ ქალბატონო, თქვენს ქმარს ხომ არასდროს ჰყოლია მეორე ცოლი, უკეთ რომ ვთქვათ, არასდროს გაგიყვიათ კაცი სხვა ქალთან. ასე არ არის? ქერა თმას ხელის სწრაფი მოძრაობით ისწორებს და მხრებში იშლება: -რა თქმა უნდა, არა. და თქვენ გათხოვილი ხართ? -მომიტევეთ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. -ჰო, უკაცრავად.-უხერხულობას გრძნობს და საკუთარ თავს საყვედურობს ზედმეტი ინტერესის გამოჩენას. -როგორ მოგწონთ აქაურობა?-ღიმილს ვახვედრებ იმ წამს მოსულ ხორბლისფერკანიანს. -არაჩვეულებრივია.-მოკრძალებულად მიღიმის და მეუღლის გვერდით ჯდება.-მიყვარს ეგზოტიკა. -ჰო, ეგ ნამდვილად არ აკლია აქაურობას. უკვე იხილეთ აღმოსავლური ცეკვები? -ჯერ არა. აუცილებლად ვნახავთ. და თქვენ ცეკვავთ? ცოლს სულ არ ესიამოვნა კითხვა და უპირატესობის დასამტკიცებლად, მკლავზე მოხვია ხელი მეუღლს, თან თბილი ღიმილი აიკრა წვრილ ტუჩებზე. -რა თქმა უნდა ვცეკვავ, როგორც ყველა არაბი ქალი.-ტყუილს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი თვითონაც გჯერა მისი. სხვა შემთხვევაში სიყალბე გულისამრევია. -თუმცა სულ არ ჰგავხართ ყველა არაბ ქალს. თქვენ უფრო...-თვალი ჩააყოლა დეკოლტეს. -უფრო თამამი ვარ. ამის თქმა გინდოდათ, არა?-შევაშველე კაცს. -ვიტყოდი, თვალთმაქცი მუსულმანი ხართ.-ვეღარ მოითმინა ქალმა. ზედმეტად ადვილად აფეთქდა. არ მესმის, როგორ უძლებენ კაცები ასეთებს. -მე კი მეგონა, საიდუმლოს შემინახავდით.-სრულიად მშვიდი სახე მაქვს. -ისე, ეჭვი მეპარება აქაური იყოთ, ევროპული იერი დაგკრავთ.-ვითომ, ჩემი კუთხეში მიმწყვდევა უნდა ქალს. -თქვენი ტუჩების ფორმით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ნერვული და ძუნწი უნდა იყოთ. ნუ მიწყენთ. მინდოდა მეთქვა, გარეგნობა სულაც არაფერს ნიშნავს. ეტყობა, კარგად იცნობს თავისი ცოლის ფეთქებად ხასიათს და სიტუაციის განსამუხტად სასმელს გვთავაზობს კაცი მაშინვე. ქალმა სიგარეტის წვრილი ღერი მოიმწყვდია გამხდარ თითებში და მეუღლის სიგარეტით მოუკიდა ცეცხლი. თავს დავდებ, არ არის ბედნიერი წყვილი. საერთოდ, ამ კაცს ისეთი გარეგნობა აქვს, მისით ვერ მოიხიბლები, უბრალოდ, თავს დაგაკარგვინებს თავის მეში. ჰო, ზოგ მამაკაცს აქვს უამრავი უარყოფითი თვისება და მათთან ურთიერთობაც აბსურდს უტოლდება, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც განსაკუთრებული ხიბლი, რის გამოც ღირს თავის დავიწყება. ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. -გინდათ, ხელზე გიმკითხავოთ?-ვთავაზობ ქალს. -როდიდან ინტერესდებიან მუსულმანები მსგავსი ცრურწმენებით? -მე თუ მკითხავთ, სიმართლის მარცვალი არის ამ ცრურწმენაში. -ცრურწმენა თქვენთვის ცოდვა არ არის?-პირველად ვხედავ, ქალს ასე უნდოდეს, იყოს ცინიკოსი. -თქვენ, ალბათ, არაფერი გსმენიათ ბოშებისა და არაბების ძველ კავშირებზე. ორივე მომთაბარეები ვიყავით თავიდან. ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. წარმოიდგინეთ, ვნებიანი ცეკვა, რომელიც ასე მოსწონს თქვენს მეუღლეს და რომელიც ყველას აღმოსავლური ჰგონია, სწორედ ბოშებმა გვასწავლეს. -წავიდეთ, საყვარელო. თავი ამტკივდა.-საზიზღარი სიყალბით მიიტანა ქალმა ნიკოტინისგან გაყვითლებული თითები საფერთქელთან. -მოიცა, ძალიან საინტერესოდ საუბრობს ქალბატონი. კიდევ გვიამბეთ რამე თქვენი ხალხის წარსულზე. ოჰო, მშვენიერია! პირველი შეწინააღმდეგება და პირველი გამარჯვება. -მომიტევეთ, უნდა წავიდე მე. ამ სასტუმროდან მოშორებით, ვიწრო ქუჩების ბოლოს ვცხოვრობ. გვიანია უკვე.-წამოვდექი. -ძალიან სასიამოვნო იყო.-კაცი ადგა და ფრთხილად გამომიწოდა ხელი, თან სიგარეტი დაწია დაბლა.-სახელი? -არ მგონია, თქვენს მეუღლეს ესიამოვნოს, თუკი სახელს გეტყვით.-გავუღიმე და გაღიზიანების პიკზე მყოფ ქალს მშვიდად გადავხედე.-სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ. -შევხვდებით.-კაცის მომხიბლავ ღიმილში რაღაც, განსაკუთრებით თავხედური დავიჭირე და სიამოვნებით ჩავიღვარე გონებაში. მივდივარ და მისი მზერა მაცილებს. უკმარისობის განცდა გენიალური შეგრძნებაა სიახლის მოყვარულთათვის. ინტერესი გაღვიძებულია, ეს კი უთუო ნიშანია, რომ მომძებნის, რადგან კაცს ყოველთვის სჭირდება გაოცება, რათა საკუთარ საოცრებაში დარწმუნდეს. ბალზაკი წერდა, თუ პირველი ცოდვების ჩადენა ამდენ სიამოვნებას გვანიჭებდა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ სინდისის ქენჯნა გვქონდა მათ შესალამაზებლადო. ჰოდა, ვცდილობ, გარემოებები თვითონ გავამძაფრო, რათა შევიგრძნო პირველყოფილი ცოდვების გემო. ჰო, ბალზაკი ჩემნაირ ქალზე ზიზღით დაწერდა, თუმცა აღფრთოვანებით. არასდროს იცი, რას გპირდება ღამე.
დამშეული ბნელი ხარბად აბჩენდა პირს. სილანაყლაპი ნიავი დაფრინავდა ღამის სიზმარივით. თეთრი, გრძელი ფარდები ცეკვავდნენ მთელ ოთახში. დაბალ, ქვიშისფერ ტახტზე თვლემდნენ პატარა ბალიშები. ქიშმირისა და სატინის სხვადასხვა ფერის ქსოვილები აფერადებდნენ სივრცეს. ერთმანეთის გვერდი-გვერდ ეძინათ ყურანსა და იატაგანს. შიში ჩაბუდებოდათ გველების ფიტულებს გრძნეულ თვალებში. სალოცავი ფარდაგი მორცხვად ეკვროდა იატაკს. ოთხი მხრიდან ჩადგმულ მარმარილოს თასებში ცეცხლი ელავდა. -სამოთხეს ჰგავს.-სიზმრის გმირი ხდება ხვლიკისფერთვალება გაუაზრებლად. -რა უნდათ დემონებს სამოთხეში?-გამოვდივარ ერთ-ერთ ფარდას ამოფარებული. რბილი, შავი, აღმოსავლური ქსოვილის ნაოჭებში გახვეული და თვიკმაყოფილებას არ ვმალავ. -არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემამდე კიდევ ბევრი მამაკაცი იყო აქ. -ჰოდა ნუ დაიჯერებ.-სხვებისთვის რამის ახსნას არ ვარ ჩვეული. -იმათაც ისე აჯადოვებდი, როგორც მე?-ეჭვიანობს. -მე არ ვერევი ადამიანების გადაწყვეტილებებში. ისინი თვითონ მიმხელენ, რა სურთ და მე მხოლოდ სურვილების ახდენაში ვეხმარები. ჩამოჯექი.-ვანიშნებ ტახტზე. ჯდება, რაც შეიძლება, მოხერხებულად და ყველა ნაკვთით გასცემს დაძაბულობას. ჩემი ფეხის წვრილი სამაჯურისკენ გაურბის თვალი. გარეთ ვიხედები. სუსტად უბერავს ნიავი ისევ. სიწყნარეა. -არც თუ ისე კარგი ამინდია სიკვდილისთვის.-ხმამაღლა ვფიქრობ. -რამე მითხარი?-წამოიწია. -შენზე და შენს მეუღლეზე მომიყევი.-გვერდით ვუჯდები. -რა საჭიროა მასზე საუბარი? -მაინტერესებს.-მშვიდად ვუღიმი და დარწმუნებული ვარ, ალაპარაკდება. -მაინც რა გაინტერესებს? ის გერმანელია, მე-ინგლისელი. რვა წლის წინ გავიცანი და დავქორწინით. -შენ არ მოგწონს მისი სიცივე, ხომ ასეა? -ის თავდაჭერილი ქალია. -გეთანხმები, თავდაჭერილია, შენ კი თავაშვებული გჭირდება. -აქ ჩემს მეუღლეზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. თანაც, თავაშვებული ქალი ცოლად სულაც არ მჭირდება.-სითამამე მოემატა და სახის კონტურებს მიხაზავს თითებით.-შენ თამაშობ ღმერთთან და ვერც ხვდები, რამდენად სასაცილო ჩანხარ. დიდი ვინმე ჰგონია თავი. ეგ კი არა, უნებისყოფო და სუსტი მამაკაცია, რომელსაც ღალატი არაფრად მიაჩნია. ცოლი რომ ღალატობს, იმას ვგულისხმობ. თუმცა მაინც მომწონს, თავისებურად, მისი თავდაჯერებულობა. ყოველ შემთხვევაში, სიზმარში ჩავითრიე და საქმის შუაში მიტოვება არ მჩვევია. -მე შემიძლია, ათას ერთი ღამის განმავლობაში გიამბო თითო ზღაპარი ისე, რომ ვერც ერთში შეიტანო ეჭვი.-ვუყურებ და თვალებში ვიტევ უდაბნოს მთელ იდუმალებას. -სიზმრისფერი ხარ. -თუკი ირწმუნებ სიზმრებს, მარადისობის შთაბეჭდილებას შექმნი. გინდა, ილუზიების ხელოვნება გასწავლო? -თუკი მასწავლი, როგორ მოვიტყუო, მერე ვეღარასდროს მენდობი. -და ახლა რა გვაქვს საერთო? -ჩვენ ორივეს სიზმარში სიკვდილის გვჯერა. როიალზე თითების გადარბენასავით, ერთიანად დამიარა რაღაც ძლიერმა შეგრძნებამ. როგორი უღმერთო ვჩანვარ... -წამიკითხე.-ხელისგულს მანახებს და მკითხაობას მთხოვს. -ინტერესი გკლავს, არადა ყველაზე უინტერესოა ყველაფრის წინასწარ ცოდნა. -მაშინ, უბრალოდ დახედე და არაფერი მითხრა. მინდა, განაგებდე ჩემს ბედს, ამ ღამით მაინც. ასეა, თავს თვითონ მაგრძნობინებენ ღმერთად და მერე უკვირთ, როცა ყველაზე საჭირო დროს მივდივარ. ვუყურებ მის ხელს და იმდენად მაშინებს სიცოცხლის ხაზი, რომ გაჩუმებას ვარჩევ. -ბოშას ჰგავხარ, თუმცა გაცილებით დახვეწილი ხარ.-ცდილობს, თვალებში მიპოვოს სიმართლე. -აბა, რით ვგავარ? -ადამიანების ბედისწერის შეცვლა შეგიძლია. ყოველთვის უხდება სიგიჟეს გულუბრყვილო ღიმილი. სახეზე პირბადეს ვიფარებ და ვდგები. აზიურ რიტმებს ვრთავ დაბალ ხმაზე. თავს ვაფარებ ხან ერთ მზისფერ ფარდას, ხან მეორს. რბილი ქსოვილი თითქმის არ მეხება. ავაზასავით ჩავუსაფრე მზერა მის თვალებს. ნელ-ნელა ეხვევა აღმოსავლური ზღაპრების ბინდში. ჯერ ნაზ მოძრაობებს ვაკეთებ ხელებით, თითებით ვისახავ სახეზე ილუზიებს, მერე თეძოებზე შემოხვეული სამკაულის თავშეკავებული ჩხრიალი ერთვის მელოდიას. მახვილივით ელავს ტანი ცეცხლის ჯოჯოხეთურ ალებზე. ქარიშხლები ჩაისვა თვალებში. ვნებას ცოდვებისგან ეწვოდა სხეული. არაბული ბედაურივით მიმაჭენებენ რიტმები და ვგრძნობ, როგორ გასძვრა ჩადრი ყველა შეგრძნებას. უდაბნოს მცხუნვარე მზე დარბის ჩემს მკერდზე. ცალ ფეხს ტახტზე ვდგამ, მისგან ოდნავ მოშორებით, თავს უკან ვაგდებ. ვგრძნობ, როგორ გამოისხეს თვალები ფიტულებმა, ფარდაგმა, ყურანმა. მწვავენ ცეცხლები, მზერების ცეცხლები მწვავენ ყველა მხრიდან და მეშინია ვთქვა, რომ ჩემთან არაა ღმერთი. მელოდიას ვაჩერებ, დაღლილ სუნთქვას ვიწყნარებ. -მე მიწევს შენი მზერების წაკითხვა არაბულივით, უკუღმა.-წამოდგა და მომიახლოვდა. დაცლილი ვარ, როგორც ჭეშმარიტი არაბი ქალი ნამაზის ლოცვის შემდეგ. -ამინა. ამინას დაგარქვამ.-ფრთხილად მიხსნის პირბადეს. -გენიოსები არიან ბერძნები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოიგონეს ზევსი.-ვეუბნები და ჰგონია, ვბოდავ. ვატყობ, გამბედაობას უკარგავს ჩემი უცნაური სიმშვიდე. -მითხარი, რა წაიკითხე ჩემს ხელისგულზე? -ის, რომ ამ ღამით სიკვდილის გათამაშებას შევძლებთ. იღიმის და ოდნავ, სულ ოდნავ შეპარულ სიმშვიდეს ვამჩნევ ტუჩის კუთხეში. ზოგჯერ ჰაერივით საჭიროა ტყუილი. -ამინა, ითამაშე ერთგულება დაღლამდე.-მეუბნება, წყვდიადისფერ თვალებში მკოცნის და ფრთხილად ვწვებით აღმოსავლური ზღაპრებივით დაქარგულ ხალიჩაზე. ჩუმად ვართ. ვწევართ. ის ფიქრობს ჩემზე, წყნარად ისუნთქავს ჩემი თმის სურნელს და თვითონაც არ სჯერა, რომ არსებობს. მე კი ძალიან მინდა, მელაპარაკოს ჩუმი ხმით. გიფიქრიათ, როგორ მოიკლავდით თავს? ეს იქნებოდა აუცილებლად ღამით. იქნებ, იმიტომ, რომ მეგონოს სიზმარი და მარადიულად მჯეროდეს გათენების. დაფლეთილი დროშასავით შემომრჩა რწმენა. -ბოლო დღეა.-ვეუბნები ჩურჩულით. -გინდოდა გეთქვა, ბოლო სიზმარიაო. აგდებით მეღიმება საკუთარ თავზე. ვწევართ. ის ახლა ფიქრობს თავის ცოლზე და იმ ღამის ყველაზე დიდ ღალატზე. მე კი ისევ მწამს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა საკუთარ სურვილებზე უარის თქმაა. ოთახში სიჩუმისგან ჭირს სუნთქვა, როგორც დახურულ ჰარამხანაში-სიბინძურისგან. ვწევართ. ის თავს იიმედებს, რომ ბედისწერის წაკითხვა არ შემიძლია. მე კი, ჩემდაუნებურად, მის სუნთქვას ვითვლი. -მირჩიე, როგორ მოვკვდე.-ვეკითხები და საკუთარი სიმშვიდე მტკივა. ის პასუხს არ მცემს. მე გული მწყდება, თუმცა ვიცი, რომ ძილის დროა.
რამდენიმე საათის შემდეგ სიგრილე მაღვიძებს. ფარდები აქეთ-იქით დადიან. სიმშვიდეა. არ ვიცი, საიდან გაჩნდა აქ, მაგრამ გულზე პეპელა მაზის. მეღიმება. ის ზის და თვალებში ზეფირებად დაწყობილი ღრუბლები აქვს. შემომხედა. გამიღიმა. და მე ვხვდები, რომ სიყვარული სულაც არ არის ყველაზე დიდი გრძნობა. -ისეთი თბილი ხარ, ამინა... აზიური სიმღერასავით.-მეფერება თვალებზე და ვეღარ ვხვდები, მართლა ვარსებობ თუ სიზმარია ყველაფერი. მერე უცებ წამოვჯექი და, თითქოს გამოსავალი მეპოვოს, სწრაფად ავაწყვიტე თეძოზე შემოკრულ სამკაულს ერთი ზეთისფერი მონეტა და ვეუბნები: -მოდი, გავიგოთ, ვისი ღმერთია ნამდვილი.-მაღლა ვაგდებ და ხელს ვაფარებ. მახსენდება, რომ მას არ უთქვამს, როგორ მოვკვდე, მე კი იდეები აღარ მაქვს. და მეშინია, ისევ ცოცხალი არ აღმოვჩნდე და არ მომიწიოს ძილი შემდეგ სიზმრამდე. მისი ღმერთი-ქრისტეა. ჯვარზე გაკრული, გადაჯვარედინებული ტერფებით. სინამდვილეში-შიში. ჩემი ღმერთი-ალლაჰია. მთელი რიგი აკრძალვებით. სინამდვილეში-რწმენა. ვსუნთქავ მძიმედ, გათენებასავით მძიმედ. დაფარებული ხელისგულიდან უდაბნოს მზესავით უნდობლად იყურება მონეტა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. როგორ მომენატრე როგორ მომენატრე
39. მშვენიერია.
++ მშვენიერია.
++
38. " ცხოვრება თამაში რომ არ იყოს, მე გავიხდიდი თამაშად."
" გიფიქრიათ, როგორ მოიკლავდით თავს? ეს იქნებოდა აუცილებლად ღამით. იქნებ, იმიტომ, რომ მეგონოს სიზმარი და მარადიულად მჯეროდეს გათენების."
შესანიშნავია ! " ცხოვრება თამაში რომ არ იყოს, მე გავიხდიდი თამაშად."
" გიფიქრიათ, როგორ მოიკლავდით თავს? ეს იქნებოდა აუცილებლად ღამით. იქნებ, იმიტომ, რომ მეგონოს სიზმარი და მარადიულად მჯეროდეს გათენების."
შესანიშნავია !
37. უღრმესი მადლობა თქვენ, ტენდი =) უღრმესი მადლობა თქვენ, ტენდი =)
36. "საკუთარი სურვილების ცოდნა დიდი ფუფუნებაა." _ კარგია. "შეგრძნებებზე ვნადირობ."_ ძალიან კარგი ნათქვამია. :)
სიგიჟისთვის ყოველთვის სწორადაა შერჩეული დრო. _ მომეწონა. :)) დაიარებიან ჰიჯაბებში ჩამალული სულებით და დაატარებენ დახუთულ განწყობას._ უჰ, კარგია. :))
"მაშინ თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით აღმოსავლელი ქალების ცეკვაში გაცილებით მეტს, ვიდრე თეძოებისა და მუცლის ქნევაა. ყველა დაფარული სურვილი, ყოველი აკრძალული ვნება სათითაოდ ჯდება სხეულში და ტანის მოძრაობასთან ერთად ხელახლა იბადება, რათა იქვე მოკვდეს." _ საინტერესოდაა ახსნილი აღმოსავლური ცეკვა. :))
ქალი.-ტყუილს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი თვითონაც გჯერა მისი. სხვა შემთხვევაში სიყალბე გულისამრევია. _ :)))) აქ აბა რა უნდა თქვა?! ცამდე მართალი ხარ. :)
-არც თუ ისე კარგი ამინდია სიკვდილისთვის.-ხმამაღლა ვფიქრობ. _ კარგია.
" გიფიქრიათ, როგორ მოიკლავდით თავს? ეს იქნებოდა აუცილებლად ღამით. იქნებ, იმიტომ, რომ მეგონოს სიზმარი და მარადიულად მჯეროდეს გათენების." _ მომეწონა ძალიან.
მომეწონა ძალიან. :)) 5 და მე, ტენდი. :)))
"საკუთარი სურვილების ცოდნა დიდი ფუფუნებაა." _ კარგია. "შეგრძნებებზე ვნადირობ."_ ძალიან კარგი ნათქვამია. :)
სიგიჟისთვის ყოველთვის სწორადაა შერჩეული დრო. _ მომეწონა. :)) დაიარებიან ჰიჯაბებში ჩამალული სულებით და დაატარებენ დახუთულ განწყობას._ უჰ, კარგია. :))
"მაშინ თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით აღმოსავლელი ქალების ცეკვაში გაცილებით მეტს, ვიდრე თეძოებისა და მუცლის ქნევაა. ყველა დაფარული სურვილი, ყოველი აკრძალული ვნება სათითაოდ ჯდება სხეულში და ტანის მოძრაობასთან ერთად ხელახლა იბადება, რათა იქვე მოკვდეს." _ საინტერესოდაა ახსნილი აღმოსავლური ცეკვა. :))
ქალი.-ტყუილს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი თვითონაც გჯერა მისი. სხვა შემთხვევაში სიყალბე გულისამრევია. _ :)))) აქ აბა რა უნდა თქვა?! ცამდე მართალი ხარ. :)
-არც თუ ისე კარგი ამინდია სიკვდილისთვის.-ხმამაღლა ვფიქრობ. _ კარგია.
" გიფიქრიათ, როგორ მოიკლავდით თავს? ეს იქნებოდა აუცილებლად ღამით. იქნებ, იმიტომ, რომ მეგონოს სიზმარი და მარადიულად მჯეროდეს გათენების." _ მომეწონა ძალიან.
მომეწონა ძალიან. :)) 5 და მე, ტენდი. :)))
35. =)))) ეგ არაფერი, მთავარი მეორე ნაწილია =) =)))) ეგ არაფერი, მთავარი მეორე ნაწილია =)
34. 33. მე მგონი, ძალიან კარგი პროზაა. ხვალ წავიკითხავ აუცილებლად. :) მე ეს ავტორი მიყვარს. :)) ტენდი. 2012-01-21 00:30:29
ოოო! ხედავ როგორ გამიტეხია სიტყვა? არა და ასეთი რამეები არ მჩვევია საერთოდ. ეტყობა რაღაც მოხდა და ვეღარ მოვბრუნდი. :( 33. მე მგონი, ძალიან კარგი პროზაა. ხვალ წავიკითხავ აუცილებლად. :) მე ეს ავტორი მიყვარს. :)) ტენდი. 2012-01-21 00:30:29
ოოო! ხედავ როგორ გამიტეხია სიტყვა? არა და ასეთი რამეები არ მჩვევია საერთოდ. ეტყობა რაღაც მოხდა და ვეღარ მოვბრუნდი. :(
33. მე მგონი, ძალიან კარგი პროზაა. ხვალ წავიკითხავ აუცილებლად. :) მე ეს ავტორი მიყვარს. :)) მე მგონი, ძალიან კარგი პროზაა. ხვალ წავიკითხავ აუცილებლად. :) მე ეს ავტორი მიყვარს. :))
32. ვიცანი, ხორბლისფერკანიანი )) ვიცანი, ხორბლისფერკანიანი ))
31. თქვენ რომელი გგონიათ? :) თქვენ რომელი გგონიათ? :)
30. ითამაშე ერთგულება დაღლამდე.................... ეს რომელი ოპერეტაა?.....:) ითამაშე ერთგულება დაღლამდე.................... ეს რომელი ოპერეტაა?.....:)
29. +22222222222222222 +22222222222222222
27. ვისიამოვნე შენი ნაწერით...
ვისიამოვნე შენი ნაწერით...
26. ქეთს გავს ეს გოგოო? ქეთი ვინაა? :) ქეთს გავს ეს გოგოო? ქეთი ვინაა? :)
25. როდის ვთქვი ქეთს გავს ეს გოგო მეთქი... ხო,ხანდახან რა მაგარი ვარ;)
მომეწონა. როდის ვთქვი ქეთს გავს ეს გოგო მეთქი... ხო,ხანდახან რა მაგარი ვარ;)
მომეწონა.
24. "ყოველთვის უხდება სიგიჟეს გულუბრყვილო ღიმილი" :) "დაცლილი ვარ, როგორც ჭეშმარიტი არაბი ქალი ნამაზის ლოცვის შემდეგ." უუჰჰ :) ნათ "ყოველთვის უხდება სიგიჟეს გულუბრყვილო ღიმილი" :) "დაცლილი ვარ, როგორც ჭეშმარიტი არაბი ქალი ნამაზის ლოცვის შემდეგ." უუჰჰ :) ნათ
23. საინტერესო იყო..
მომეწონა... საინტერესო იყო..
მომეწონა...
22. შეგრძნებებზე ვნადირობ......... აი ეს ძალიან ნაცნობი რამაა.... მშვენიალურია, როგორც ვამბობ ხოლმე!... ყველა შეგრძნება რაც აქაა გადმოცემული ნამდვილია.....:) 5 შეგრძნებებზე ვნადირობ......... აი ეს ძალიან ნაცნობი რამაა.... მშვენიალურია, როგორც ვამბობ ხოლმე!... ყველა შეგრძნება რაც აქაა გადმოცემული ნამდვილია.....:) 5
20. მე მიწევს შენი მზერების წაკითხვა არაბულივით, უკუღმა :)
მომეწონა :) ასაკისთვისაც და ისეც, არ არის ცუდიც და უფრო მეტიც :)
ანუ, მოვალ ხოლმე აქ :) მე მიწევს შენი მზერების წაკითხვა არაბულივით, უკუღმა :)
მომეწონა :) ასაკისთვისაც და ისეც, არ არის ცუდიც და უფრო მეტიც :)
ანუ, მოვალ ხოლმე აქ :)
19. ეგ მხოლოდ ამონარიდია :)
ზოგადად, რელიგიის შეფასება არ ყოფილა ნაწერში არსად. შესაბამისად, ვერც პრიმიტიულად გაგებას ,,დამაბრალებთ” :)
მადლობა ეგ მხოლოდ ამონარიდია :)
ზოგადად, რელიგიის შეფასება არ ყოფილა ნაწერში არსად. შესაბამისად, ვერც პრიმიტიულად გაგებას ,,დამაბრალებთ” :)
მადლობა
18. მისი ღმერთი-ქრისტეა. ჯვარზე გაკრული, გადაჯვარედინებული ტერფებით. სინამდვილეში-შიში. ჩემი ღმერთი-ალლაჰია. მთელი რიგი აკრძალვებით. სინამდვილეში-რწმენა.
რელიგიების ძალზედ პრიმიტიულად გაგება და შეფასებაა ეს! თუმცა, ზოგადად, ნაწერი კარგი იყო!
მისი ღმერთი-ქრისტეა. ჯვარზე გაკრული, გადაჯვარედინებული ტერფებით. სინამდვილეში-შიში. ჩემი ღმერთი-ალლაჰია. მთელი რიგი აკრძალვებით. სინამდვილეში-რწმენა.
რელიგიების ძალზედ პრიმიტიულად გაგება და შეფასებაა ეს! თუმცა, ზოგადად, ნაწერი კარგი იყო!
17. დიდი მადლობა, მუხა :)
გაფუჭებული თმა როგორ აგიხსნათ? ხარისხით ცუდი, ანუ :)
აი, კიმ ბესინჯერს აქვს, მაგალითად :) დიდი მადლობა, მუხა :)
გაფუჭებული თმა როგორ აგიხსნათ? ხარისხით ცუდი, ანუ :)
აი, კიმ ბესინჯერს აქვს, მაგალითად :)
16. მომეწონა, სულ ველოდებოდი ამგვედრდზე, ნაწარმოებს, ასე მგონია მე ვიჯექი აქლემზე, ლამაზი, კარგი ნაწერია, ბევრი შესანიშნავი პასაჟებია, დამაჯერებელი თხრობა და მხატვრულადაც კარგად მოწოდებული,
"შეამჩნევდით აღმოსავლური ქალების ცეკვაში გაცილებით მეტს, ვიდრე თეძოებისა და მუცლის ქნევაა. დაფარული სურვილი,აკრძალული ვნება.'.. და ა.შ. მწერლის არაჩვეულებრი ხედვა, მიგნება გუმანიზმის დაფიქსირება. არ მომეწონა-ქალს საშინლად გაფუჭებული თმა აქვს-ო. ქვემოთაც იმეორებ" გაფუჭებული თმა კი აქვს, მაგრამ ხიბლი არ აკლია" -ო. "გაფუჭებული თმა"- შეიძლება მე ვერ გავიგე, ავტორი რას გულისხმობს გისურვებ წარმატებას და ველოდები, შენ ნაწარმოებებს , მომეწონა, სულ ველოდებოდი ამგვედრდზე, ნაწარმოებს, ასე მგონია მე ვიჯექი აქლემზე, ლამაზი, კარგი ნაწერია, ბევრი შესანიშნავი პასაჟებია, დამაჯერებელი თხრობა და მხატვრულადაც კარგად მოწოდებული,
"შეამჩნევდით აღმოსავლური ქალების ცეკვაში გაცილებით მეტს, ვიდრე თეძოებისა და მუცლის ქნევაა. დაფარული სურვილი,აკრძალული ვნება.`.. და ა.შ. მწერლის არაჩვეულებრი ხედვა, მიგნება გუმანიზმის დაფიქსირება. არ მომეწონა-ქალს საშინლად გაფუჭებული თმა აქვს-ო. ქვემოთაც იმეორებ" გაფუჭებული თმა კი აქვს, მაგრამ ხიბლი არ აკლია" -ო. "გაფუჭებული თმა"- შეიძლება მე ვერ გავიგე, ავტორი რას გულისხმობს გისურვებ წარმატებას და ველოდები, შენ ნაწარმოებებს ,
15. ხუთი *:
მშვენიერია. ხუთი *:
მშვენიერია.
14. ძალიან მომწონს თქვენი ნაწერები ყოველთვის : ) ძალიან მომწონს თქვენი ნაწერები ყოველთვის : )
13. მისი ღმერთი-ქრისტეა. ჯვარზე გაკრული, გადაჯვარედინებული ტერფებით. სინამდვილეში-შიში. ჩემი ღმერთი-ალლაჰია. მთელი რიგი აკრძალვებით. სინამდვილეში-რწმენა. ვსუნთქავ მძიმედ, გათენებასავით მძიმედ. დაფარებული ხელისგულიდან უდაბნოს მზესავით უნდობლად იყურება მონეტა. დასასრული ძალიან მომეწონა, თემატიკაც საინტერესოა, ოღონდ მომეჩვენა რომ სიუჟეტი ოდნავ გაწელილია. დიდი სიმპატიები ჩემგან :-* მისი ღმერთი-ქრისტეა. ჯვარზე გაკრული, გადაჯვარედინებული ტერფებით. სინამდვილეში-შიში. ჩემი ღმერთი-ალლაჰია. მთელი რიგი აკრძალვებით. სინამდვილეში-რწმენა. ვსუნთქავ მძიმედ, გათენებასავით მძიმედ. დაფარებული ხელისგულიდან უდაბნოს მზესავით უნდობლად იყურება მონეტა. დასასრული ძალიან მომეწონა, თემატიკაც საინტერესოა, ოღონდ მომეჩვენა რომ სიუჟეტი ოდნავ გაწელილია. დიდი სიმპატიები ჩემგან :-*
12. ~ველური ყვავილების სუნი აქვთ აქაური ქალების სუნამოებს. უდაბნოების ქვიშიდან აღმდგარი, ვნებიანი სხეულებით დადიან მზისფერ ქუჩებში, წინა ღამის გემოს, ტუჩებზე შერჩენილს, მალავენ პირბადით. მზერაში უზით ვერდატეული სული.~ ~ველური ყვავილების სუნი აქვთ აქაური ქალების სუნამოებს. უდაბნოების ქვიშიდან აღმდგარი, ვნებიანი სხეულებით დადიან მზისფერ ქუჩებში, წინა ღამის გემოს, ტუჩებზე შერჩენილს, მალავენ პირბადით. მზერაში უზით ვერდატეული სული.~
11. ის პასუხს არ მცემს. მე გული მწყდება, თუმცა ვიცი, რომ ძილის დროა.
:] "-ისეთი თბილი ხარ, ამინა... აზიური სიმღერასავით.-მეფერება თვალებზე და ვეღარ ვხვდები, მართლა ვარსებობ თუ სიზმარია ყველაფერი" ხო,თვალებზე :-* მოვალ მერე :-* ის პასუხს არ მცემს. მე გული მწყდება, თუმცა ვიცი, რომ ძილის დროა.
:] "-ისეთი თბილი ხარ, ამინა... აზიური სიმღერასავით.-მეფერება თვალებზე და ვეღარ ვხვდები, მართლა ვარსებობ თუ სიზმარია ყველაფერი" ხო,თვალებზე :-* მოვალ მერე :-*
10. ჭა, რატომღაც, სულ ფიქრობთ, რომ ჩემს ნაწერებში ქალი მამაკაცზე ძლიერია (ხოლმე). გეთანხმებით, ზოგჯერ არის, მაგრამ სულ ნამდვილად არა :)
აი, აქ კი მთავარი თემა ქალისგან მამაკაცის მოჯადოება არ ყოფილა :)
მადლობა, რომ კითხულობთ :) ჭა, რატომღაც, სულ ფიქრობთ, რომ ჩემს ნაწერებში ქალი მამაკაცზე ძლიერია (ხოლმე). გეთანხმებით, ზოგჯერ არის, მაგრამ სულ ნამდვილად არა :)
აი, აქ კი მთავარი თემა ქალისგან მამაკაცის მოჯადოება არ ყოფილა :)
მადლობა, რომ კითხულობთ :)
9. კარგად წერ...აზრიანი ფრაზები...მიგნებებიც თითქოს...5 ვკითხულობ...ვკითხულობ და ფრაზებს შორის სიყვარულს ვეძებ... ამაოდ...:) ანუ არ მომწონს ნაწერი კი არა თემა: როგორ აჯადოებს და აუსუსურებს ლამაზი, ჭკვიანი, ვნებიანი ქალი, ნებისმიერ მამაკაცს...:)
კარგად წერ...აზრიანი ფრაზები...მიგნებებიც თითქოს...5 ვკითხულობ...ვკითხულობ და ფრაზებს შორის სიყვარულს ვეძებ... ამაოდ...:) ანუ არ მომწონს ნაწერი კი არა თემა: როგორ აჯადოებს და აუსუსურებს ლამაზი, ჭკვიანი, ვნებიანი ქალი, ნებისმიერ მამაკაცს...:)
8. სმიტ, როგორ გამიხარდა შენი პროზის დანახვა ნეტა იცოდე :) მომწონს, ახალი სურნელი შემოიტანე :) სმიტ, როგორ გამიხარდა შენი პროზის დანახვა ნეტა იცოდე :) მომწონს, ახალი სურნელი შემოიტანე :)
7. აი,კიდევ ერთხელ ვისიამოვნე ამ გვერდზე შემოსვლით! 5 ჩემგან! აი,კიდევ ერთხელ ვისიამოვნე ამ გვერდზე შემოსვლით! 5 ჩემგან!
6. "უკმარისობის განცდა გენიალური შეგრძნებაა სიახლის მოყვარულთათვის."
ძალიან ზუსტი ფრაზაა :)
"დიდი ვინმე ჰგონია თავი. ეგ კი არა, უნებისყოფო და სუსტი მამაკაცია, რომელსაც ღალატი არაფრად მიაჩნია. ცოლი რომ ღალატობს, იმას ვგულისხმობ..."
ღიმილით გეთანხმები :) სწორედ რომ უბებისყოფოთ და სუსტთ ახასიათებთ მეტისმეტად მტკივნეულის არაფრად მიჩნევა... რაკი სხვა გამოსავალს ვერ პოულობენ.
ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნაბანი ავტორისაგან... რაც შეეხება ნაწრმოებს მთლიანობაში, შესრულებულია ოსტატობაზე არცთუ უმიზეზო პრეტენზიით :) ბრავო mrs.smith :) "უკმარისობის განცდა გენიალური შეგრძნებაა სიახლის მოყვარულთათვის."
ძალიან ზუსტი ფრაზაა :)
"დიდი ვინმე ჰგონია თავი. ეგ კი არა, უნებისყოფო და სუსტი მამაკაცია, რომელსაც ღალატი არაფრად მიაჩნია. ცოლი რომ ღალატობს, იმას ვგულისხმობ..."
ღიმილით გეთანხმები :) სწორედ რომ უბებისყოფოთ და სუსტთ ახასიათებთ მეტისმეტად მტკივნეულის არაფრად მიჩნევა... რაკი სხვა გამოსავალს ვერ პოულობენ.
ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნაბანი ავტორისაგან... რაც შეეხება ნაწრმოებს მთლიანობაში, შესრულებულია ოსტატობაზე არცთუ უმიზეზო პრეტენზიით :) ბრავო mrs.smith :)
5. სმიტ. მაგარი ხარ!
"გენიოსები არიან ბერძნები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოიგონეს ზევსი"-ეს ფრაზა მომეწონა :) და არა მარტო...
სმიტ, მაგარი ხარ!
სმიტ. მაგარი ხარ!
"გენიოსები არიან ბერძნები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოიგონეს ზევსი"-ეს ფრაზა მომეწონა :) და არა მარტო...
სმიტ, მაგარი ხარ!
4. ოჰ უდაბნოს თემები, ქვიშა, დიუნები, იქაური სიზმარი, ალლაჰ, ძალიან შემოვიდა საიტზე. მომეწონა, გმადლობთ.
ოჰ უდაბნოს თემები, ქვიშა, დიუნები, იქაური სიზმარი, ალლაჰ, ძალიან შემოვიდა საიტზე. მომეწონა, გმადლობთ.
3. ჰო მაკლდა ეს მე.... არ წამიკითხავს არაფერი ეს დღეებია , წყურვილი მკლავდა შენი ნაწერების... სიმშვიდე და სიამოვნება მოაქვს შენს პროზას... მიყვარხარ და მომენატრე :-*
პ.ს ყოველთვის ახერხებ რაღაც ახლის შემოტანას. არ ტკეპნი ერთ ადგილს. მიდიხარ წინ... ყოველთვის ძიებაში ხარ და ყოველთვის რაღაც ახალს ვპოულობ... +5 ჰო მაკლდა ეს მე.... არ წამიკითხავს არაფერი ეს დღეებია , წყურვილი მკლავდა შენი ნაწერების... სიმშვიდე და სიამოვნება მოაქვს შენს პროზას... მიყვარხარ და მომენატრე :-*
პ.ს ყოველთვის ახერხებ რაღაც ახლის შემოტანას. არ ტკეპნი ერთ ადგილს. მიდიხარ წინ... ყოველთვის ძიებაში ხარ და ყოველთვის რაღაც ახალს ვპოულობ... +5
2. ვისიამოვნე ძილის წინ ამ გვერდზე შემოსვლით... ვისიამოვნე ძილის წინ ამ გვერდზე შემოსვლით...
1. მომეწონა მე ეს ნაწერი!!! მშვენიერი!!! კარგი ჩემგან აქ!!! 5 გაიხარე შენა!!! მომეწონა მე ეს ნაწერი!!! მშვენიერი!!! კარგი ჩემგან აქ!!! 5 გაიხარე შენა!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|