ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: თარგმანი
4 სექტემბერი, 2011


(***) ნონა მესხი

***
თვალს ვახელ და...
დრო კვლავ გარბის.
მარადია დღის და ღამის
სრბოლა ფრთოსნის მსუბუქ ფრთებით...
ჩამოეშვა ციდან ღამე,
დაივანა სულში და მე
შენი სუნთქვით ვეღარ ვთბები.
ჩემს საკუთარ ხმას ვერ ვისმენ
და ვიცილებ ბინძურ ღამის
ხვევნას... როგორც ბრმა და მუნჯი,
დადის სახლში ჩემი ლანდი.
შევთხოვ უფალს დაჩოქილი,
რომ გათენდეს დილა მალე,
დილით ისევ შევთხოვ უფალს,
მიმაბაროს ღამის მკლავებს!..
ორომტრიალს თუ აქვს ბოლო?
პირში სული როგორ იცდის?
იყოს ახი! –
თვალს ვახელ და... შენ გეძახი!..


 

***
Вздох...
и снова мчится время
Бесконечны дни и ночи
Словно складывая крылья
Ночь на землю опустилась
Опустилась и вонзилась
В душу - я не слышу больше
Шепот твой…я слов не слышу
Я встаю, с себя сдирая
Ночи гадкие объятья
И по комнате немая
бьется тень моя слепая
падая, молюсь богам
что бы наступило утро
что бы снова их молить
мне вернуть объятья ночи
где конец круговорота?
Сколько сил еще есть в глотке?
Чтоб кричать мне… Где конец?..
Вздох...
И снова твое имя...

Нонна Месхи

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები