ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2011


მე და შენ, მეგობარო (ნათია პაპიძეს)

მზე მთის გადაღმა გადაიკარგა...
ვუცქერი დიდხანს...
მანამდე, სანამ უკანასკნელი სხივიც თუ თვალიც
არ მოავლო დედამიწას და არ მიიმალა...
გამახსენდა:
„და როცა ექვსჯერ უყურე მზის ჩასვლას,
მაშინ ძალიან გიჭირდა?“...
ჰო... გრანიტისაა დედამიწა...
მე და შენ ეს ყველაზე მეტად ვიცით...
უკან დაბრუნება კი იოლი არაა...
ესეც ვიცით...
ვჯიუტობთ მაინც...
რაღაც ბავშვური სიჯიუტით ვეჯიუტებით:
ცხოვრებას,
ჩვენს თავს,
სინამდვილეს,
ადამიანებს...
სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ,
ერთი ბეწოთითაც კი არ ჰგავს არსებულს...
ფერადია და არა ჭრელი...
მსუბუქია და არა მარტივი...
რთული, მაგრამ საინტერესო...
ეტყობა ამიტომაცაა, ცნობისმოყვარეები
გამადიდებელი შუშით რომ გვიცქერენ;
რომ ზვერავენ ჩვენს თითოეულ:
ნაბიჯს,
სიტყვას,
ქმედებას...
და ქილიკობენ,
როცა ხვდებიან,
რომ:
ჩვენი სამყარო ასე ძალიან სხვანაირია...
რომ:
ჩვენს სამყაროს არაფერი სცხია სიყალბის...
რომ:
სიყვარულისთვის მეტისმეტად იოლად,
ჩვენივე ნებით გავეკრებით ჯვარზე და
ნათი,
ფეხებზე დავიკიდებთ:
ყველა ცინიკურ შემოხედვას,
სიტყვას,
საქციელს...
ხელს ავუქნევთ აბეზარ ფიქრებს და
აბეზარ ადამიანებს და...
მზე მთის გადაღმა გადაიკარგა...
ვუცქერ და ვფიქრობ...
გვიჭირს მე და შენ...
გრანიტისგან შემდგარ მიწაზე ძალიან გვიჭირს...
და ყველაფრის მიუხედავად:
გვიყვარს ეს მიწა,
ეს ცა,
ეს მზე,
ეს ფერები და...
ჰო, ჩემო ჩემსავით საცნაურშეშლილო მეგობარო,
ადამიანებიც გვიყვარს...
კი, გვიყვარს...
და ახლა მხოლოდ თხოვნა მაქვს ერთი,
ნამცეცა თხოვნა:
არ ჩაიკეტო,
არ დანებდე,
არ დამემალო...
მე უშენოდ
გა
მი
ჭირ
დე
ბა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები