ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
5 სექტემბერი, 2011


ჩემი სულის ჰეროინი

    გნატრობ...ბაგე  მიშრება...მწყურიხარ....ისევ დამეწყო უშენოს "ლომკები" ჩემო, სულის ჰეროინო.

  დავდივარ და დავეძებ "სხვა შემცვლელ საშუალებებს".მთავაზობენ :

საშუალება 1 - "განმარტობა და სიმშვიდე"
საშუალება 2 - "გართობა"
საშუალება 3 - "დათრობა"
საშუალება 4 - "ღალატი"

საშულება 1- 

სამკურნალო ფორმა : ბუნებაში გასვლა, ზღვაზე დასვენება, მოგზაურობა.
ჩვენებები : "გულის პრანჭვების" გაქარწყლება.
დოზირება და მიღების წესები : სასურველი შედეგის მიღებამდე.
უკუჩვენებები : მარტოობისგან ჭკუიდან შეშლა.
სხვა ფორმები : თანამგზავრის შეცვლა ან ჰეროინი ( თქვენი სულის ).

საშუალება 2  -

სამკურნალო ფორმა :ცეკვა, თამაში და ა.შ.
ჩვენებები :ზედმეტი ენერგიის გახარჯვა.
დოზირება და მიღების წესები : გონების გათიშვამდე ფიზიკური მოძრაობა.
უკუჩვენებები : შემთხვევითი "შემოფეთება"
სხვა ფორმები  : მეწყვილის შეცვლა ან ჰეროინი ( თქვენი სულის ).


საშუალება 3  -

სამკურნალო ფორმა :დარდიმანდული ფიქრების ყურძნის წვენში დახრჩობა( უძველესი დროიდან ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი და გავრცელებული საშუალება)
ჩვენებები :გადამეტებულად აღელვებული გრძნობების დაოკება ან პირიქით.
დოზირება და მიღების წესები : ამღერებამდე ანუ ბოლო სტადია,როცა აღარც "ბუმბული არ გინდა" და დაგაბიჯა თუ არა ბავშვობაში "სპილომ ყურზე",მაინც გაჰკივი ბოლო ხმაზე:
              "ღამე დავეხეტები
                                (უკვე კარგადაა ნასვამი)
              ღობე-ყორეს ვედები
                                (მარშრუტ-დაკარგული ტაქსივით)             
              მენატრება გედები და მტრედები
                                (ეერია რამსები)
              სადღეგრძლოს შენსას ვსვავ
                                (აი , აი  დეეწყო)
            შენზე კარგი
                                (გადევიდა გინებაზე)
            ვინა მყავს
                                (ტირილის სტადიაზეა)
              სულ არ გევხარ მშვენიერო სხვას"
                                  (დეეწვა ჯიგარი )
უკუჩვენებები : ნაბახუსევი, თავის ტკივილი, ყელის სიმშრალე,წინა დღის ამნეზია,ცარიელი ჯიბე და ვალები.
სხვა ფორმები : არაყი, კონიაკი,შამპანიური,და ა. შ.  - ან  ჰეროინი ( თქვენი სულის ).


საშუალება  4 -

სამკურნალო ფორმა : გადაუდებელი და უკიდურესი შემთხვევა
ჩვენებები :(თავს ვიკავებთ და ვსარგებლობთ დუმილის უფლებით)
დოზირება და მიღების წესები :ღალატი არის ერთჯერადი ან მრავალჯერადი აქტი, ერთ ან მრავალ ,შეთავსებულ თუ შეუთავსებელ "პრეპარატთან", რომლებიც რეალურად "ხმარებაშია"
უკუჩვენებები : ფიზიკური სიამოვნების ხარჯზე სამუდამოდ სულის დაბინძურება.
სხვა ფორმები :ჰეროინი ( თქვენი სულის ).

      მეტად გნატრობ... მეტად მჭირდები... დამისკდა ტუჩები...  უფრო ძლიერ დამეწყო უშენობის  "ლომკები" ,ჩემო შეუცვლელო სულის ჰეროინო...

                                                დაგემშვიდობა არტემიდა







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები