ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2011


ლოცვა

შემეწიე და  მაცხოვრე ისე, შენი მცნებებით,
მთელი ცხოვრება ფერხთით გეჯდე ერთი მხევალი,
შორს იყოს ჩემგან სიძულვილი ფარისეველის,
სიყვარულში კი  მედოს წილი მე,- ნახევარი.
ცოცხალი ღმერთი სულს რომ ახსოვს, არასდროს მოვკლა,
არც არაფერი მინდოდეს მისგან, მყავდეს და...-მორჩა!
რადგან მგონია უგულოდ და უღმერთოდ ყოფნას,
ერთხელ კი არა, ათჯერ მაინც სიკვდილი სჯობდა.
შემეწიე, რომ  შენი "ნებით" განვლო სიცოცხლე,
-უძვირფასესი საჩუქარი- მაგ შენი მადლით,
და არა ისე, როგორც ვიცი, როგორც თვითონ მსურს,
და როგორც , მწირი, საკუთარი, გონება მაწვდის.
უფალო ჩემო, შემეწიე და მომეც უნარი,
რომ მოსასვლელი ძალა შენთან ყოველთვის მქონდეს
და რომ არ გავხდე, არცერთი წუთით ბედს მომდურავი,
ისე მოვერგო ამ ცხოვრების უცნაურ მოდელს.
გთხოვ გამიღვივო უმცირესი რწმენის მარცვალი,
ხნული თვითონ ვარ...და ვაბიბინო ყანა შენი
თავმომწონედ, სავსე სილურჯით და არ გავცვალო,
ყანის შრიალში... -უბადრუკი, სხვა დანარჩენი.
წლები გადის  და დრო  უფრო მეტ ტკივილებს მაჩენს,
მჯეროდეს მინდა , რომ  შენც გტკივა  და ყველაფერს ამჩნევ,
მაშინ სიკვდილიც ვერას მიზამს, ვერას დამაკლებს   
ოღონდაც მწამდე,
ოღონდაც მწამდე,
ბოლო წუთამდე...
ამოსუნთქვამდე!....
ოღონდაც მწამდე!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები